• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნინო ნოდიას OK! HEALTH AND BEAUTY BOOK

July 2, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ივლისის თვეში, ჟურნალ OK!-ის დამატება Health and Beauty Book-ია, რომლის მოწვეული რედაქტორი Voulez Vous-ს PR-ი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ნინო ნოდიაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მკითხველისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი, რაც აქამდე წაუკითხავს. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უფრო უკეთ გაგაცნობთ ყველასთვის საყვარელ ნინო (ზუზუ) ნოდიას.

გქონიათ თუ არა რედაქტორის ამპლუაში ყოფნის გამოცდილება და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის OK! Health and Beauty Book-ზე მუშაობის პროცესი?

ძალიან მიყვარს, როდესაც ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდები ხოლმე და მთელი ჩემი ცხოვრება განებივრებული ვარ ასეთი სიტუაციებით. ძალიან ხშირად ამხდენია ის, რაზეც მიფიქრია და მიოცნებია.

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მინდოდა მეთანამშრომლა ჟურნალთან და როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე OK! Magazine Georgia-სგან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ოცნებები ხორციელდება. სწორედაც რომ შემოქმედებითი სიცარიელის დროს მივიღე ეს შემოთავაზება და ნამდვილად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს გამოწვევა ჩემთვის.

რას წაიკითხავს მკითხველი OK! Health and Beauty Book-ში?

მეორე დღესვე დავიწყე ჟურნალის კონცეფციაზე ფიქრი, რადგანაც ეს არის დაბეჭდილი ნივთი, რომელიც მთელი ცხოვრება დამრჩება. ძალიან ბევრი აზრი და იდეა მიტრიალებდა თავში ერთდროულად. რასაკვირველია, ყველა თემა დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან. ვინაიდან ჟურნალზე ერთჯერადად უნდა მემუშავა, მსურდა ყველაფერი ჩამეტია მასში. მინდოდა ამ წიგნში გამეერთიანებინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები − როგორც ფართო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, ასევე უცნობი სახეები. ვეცადე ცნობადი ადამიანები სულ სხვა კუთხით დამენახვებინა მკითხველისთვის, ასევე, ვეცადე ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები წარმომეჩინა, რომლებიც ისეთი სფეროს წარმომადგენლები არიან, სადაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი პროდუქტები იქმნება, რომლებიც საინტერესოა საკუთარი ესთეტიკის აღქმით და შემოქმედებით.

როგორ გამოიყურება თქვენი თვალით დანახული ლამაზი და ჯანმრთელი ადამიანი?

სილამაზე ჩემთვის ძალიან განზოგადებული ცნებაა, რადგან ადამიანი ან ნივთი იმ შემთხვევაში არის ლამაზი, თუ ჩემთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს აკმაყოფილებს. ადამიანის შემთხვევაში, გარდა გარეგნული სილამაზისა, აუცილებელია იუმორის გრძნობა, ასევე უნდა იყოს მხიარული, ლაღი და პოზიტიური, რადგან ყველაფერი ეს ადამიანს ძალიან დიდ მიმზიდველობასა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ასევე, აუცილებელია თავისუფალი იყოს ბოღმისგან, შურისგან, ბოროტებისგან.

ჯანმრთელ ადამიანს რაც შეეხება, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი ფსიქიკაა. მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას საღი გონების ადამიანი აუცილებლად გაუმკლავდება, იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვენი ტვინიდან მოდის. როდესაც გონება მომართულია პოზიტივისკენ, რაც უნდა მივირთვათ და როგორც უნდა ვივარჯიშოთ, არ იქნება ჯანმრთელობის საწინდარი. აქედან გამომდინარე, ბევრი კომპონენტისგან შედგება ჯანმრთელი ადამიანის ცნება.

 

 

როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა?

კონკრეტული და პერმანენტული რუტინა არ მაქვს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მაკიაჟის გაკეთება, თუმცა ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით − ყოველთვის ძალიან მიყვარდა თავის მოვლის პროდუქტები.

თავის მოვლის განსაკუთრებული მეთოდები არ მაქვს, არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე, ძალიან მიყვარს წყალი, განსაკუთრებით − ბუნებრივი რესურსებიდან მოპოვებული. თუ თავისუფალი ვარ, სახის ნიღბებს ვიკეთებ. ხშირად მეგობრები ერთადაც ვიტარებთ ამ რიტუალებს.

თქვენს საქმიანობაზე გვიამბეთ. რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში Voulez Vous-ს და სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“?

უკვე იმდენად ბევრი წელია, რაც ჩემი ყოველდღიურობა Voulez Vous-ს უკავშირდება, რომ ეს უკვე საქმიანობა კი არა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როდესაც Voulez Vous-ს ღონისძიებას ვგეგმავ, ვუყურებ, როგორც კომპანიის მომხმარებელი, და არა როგორც მისი PR. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი არც ერთი ღონისძიება ერთმანეთს არ ჰგავდა, ყოველთვის სხვადასხვა საინტერესო ლოკაციას ვთავაზობდი სტუმრებს, ახალ აქტივაციებს, საჩუქრებს. შესაბამისად, მუდამ ძალიან მრავალფეროვანი იყო.

გარდა ამისა, მაქვს ჩემი კომპანია, რომელიც ღონისძიებების მოწყობას უზრუნველყოფს. აქ უკვე ვითვალისწინებ დამკვეთის მოთხოვნებს − იქნება ეს კერძო დაბადების დღე, ქორწილი თუ სახელმწიფო ფორუმი. ყველას სხვადასხვა სურვილი აქვს, მაგრამ მუდამ ვცდილობ ჩემეული შემოქმედებითობა და სიახლე შევიტანო ღონისძიებებში.

რაც შეეხება სერიალს, ყოველთვის ძალიან მინდოდა, მონაწილეობა მიმეღო ფილმში ან სერიალში, და ეს შემოთავაზებაც ასე, სპონტანურად მივიღე. მაშინვე დავთანხმდი და დიდი სიამოვნებით ვაგრძელებ მუშაობას დღემდე. ვცდილობ, კარიკატურული და სახალისო იყოს ჩემი პერსონაჟი და უზომოდ მახარებს ფაქტი, რომ ამ სერიალის შემდეგ ძალიან დადებით ემოციებს ვიწვევ საზოგადოებაში.

ოჯახზეც მოგვიყევით.

ამდენი სამსახურის ფონზე, ყველაზე რთული და შრომატევადი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიყო დედა, მეუღლე, შვილი, მეგობარი… იმიტომ, რომ რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემთვის ამოსავალი წერტილია ჩემი გარშემომყოფები და უახლოესი ადამიანები.

როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს სამი სიტყვით?

ემოციური, ერთგული და პასუხისმგებლობიანი.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ფრანგული კინოს ფავორიტი წყვილი: ლეტიცია კასტას და ლუი გარელის სიყვარულის ისტორია

#OK! ფრანგული კინოს ფავორიტი წყვილი: ლეტიცია კასტას და ლუი გარელის სიყვარულის ისტორია

November 22, 2025
#OK! სიტროენი 105 წლისაა

#OK! სიტროენი 105 წლისაა

July 25, 2024
#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

September 2, 2026
#OK! თაკო ჭანუყვაძის გამორჩეული მოდური მომენტები: მსახიობის სტილი “ჩცდ”-ს კადრს მიღმა!

#OK! თაკო ჭანუყვაძის გამორჩეული მოდური მომენტები: მსახიობის სტილი “ჩცდ”-ს კადრს მიღმა!

September 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები