• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ერთხელ დაიან ფონ ფურსტენბერგის გამონათქვამს წავაწყდი: „როდესაც ქალი საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი ხდება, ყველაფერი გაცილებით იოლად მიდის“. რაღაც მსგავსი გამონათქვამი ახლდა ულამაზესი დაიანას ფოტოს ინსტაგრამზე. მართალია − რაც უნდა ბევრი მეგობარი გვყავდეს, როგორც უნდა გავურბოდეთ სიმარტოვეს, ჩვენი საუკეთესო მეგობარი ზუსტად რომ ჩვენი თავია და კარგი იქნება, ადრე თუ გვიან ამ რეალობას თვალებში შევხედოთ. საკუთარ თავთან კომფორტში ყოფნა გვაძლევს ძალას, კარგად ვაკეთოთ ყველა ის დანარჩენი რამ, რასაც ისედაც ვაკეთებთ და რისთვისაც ვცხოვრობთ ზოგადად. ნურავის მივცემთ საშუალებას, იფიქროს ან იმოქმედოს ჩვენ ნაცვლად, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედნი. როცა ასე ხდება, გარდაუვალია ცხოვრება არ იყოს განსაკუთრებულად საინტერესო და სავსე.

ჩემს თავს თითქმის ყოველდღე ერთსა და იმავეს ვთხოვ − არ მომწყინდეს ის რუტინა, რომელშიც ვცდილობ ჩავაყენო საკუთარი თავი, რაც, შემიძლია ვთქვა, უკვე ალბათ 25 წელზე მეტია გრძელდება. საკუთარი თავის მოვლა მიყვარს, მიმაჩნია, რომ ჩვენი გარეგნობა ხშირად შინაგან განწყობას ასახავს. ბევრი დეტალია ქალისთვის განსაკუთრებით გასათვალისწინებელი, თუნდაც 40 წლის შემდეგ.

რამდენჯერ დაგვინახავს ცნობილი ადამიანები, მათ ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟი იმის გამო, რომ აგერ უკვე 55 წლის ასაკში კვლავ გოგოებივით არიან. ხომ არ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შეუძლიათ? არავითარ შემთხვევაში. გამოვიყურებოდეთ ჯეილოსავით, ყველას შეგვიძლია. მთავარია დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი თავის მოვლა და მოფრთხილება მისიაა, რომელიც ყველას გვაკისრია. ვფიქრობ, მაქვს თქვენთვის პატარა რჩევები, რომლებსაც აქვე ჩამოვწერ. იქნებ გამოგადგეთ და იქნებ რომელიღაც მაინც მოუხდეს ჩვენს ყოველდღიურობას:

თუკი დილით მოიწყინეთ, არ გაქვთ სურვილი წამოდგეთ და ცუდმა ფიქრებმა მოგიცვათ, არ დანებდეთ − სასწრაფოდ შემოუძახეთ თავს. წამოდექით და წყალი დალიეთ. წყალი ყველაფრის მკურნალია. ხშირად სტრესს ბევრი კვება და წონაში მატებაც იწვევს, ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ რეალურად, არ გვჭირდება ბევრი კვება. თუ ბევრს მივირთმევთ, ეს მხოლოდ ჩვენი გაუმაძღარი ტვინის ბრალია. აი, გაუმაძღარი ტვინი კი სჯობს სხვა, უფრო სასარგებლო ამბებისკენ მივმართოთ.

40+ არაფერ შუაშია წონის კლების აუცილებლობასთან – წონის კონტროლი ყველა ასაკში მნიშვნელოვანია. წონაზე ამდენს იმიტომ გესაუბრებით, რომ თქვენც იცით და მეც, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ნორმალური კვება – როგორც სილამაზისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის. ამიტომ გავუსწოროთ რეალობას თვალი და დავიწყოთ.

განტვირთვის დღეები ძალიან სასარგებლოა. არ არსებობს შემთხვევა, რომ ერთდღიან განტვირთვას და კვებაზე უარის თქმას ადამიანი მოეკლას. მეტიც − ხვალ დილით თქვენ გაცილებით მეტი ენერგია და საუკეთესო განწყობა გექნებათ. დალიეთ ბევრი წყალი, ისეირნეთ და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ და გარკვეული მიზეზით გადადეთ.

კარგია გვახსოვდეს, რომ ძირითადი პროდუქტი, რომელიც ყველას ჰაერივით გვჭირდება, არის წყალი, და ის, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველასთვის ერთნაირად მოედინება ონკანებიდან. დილას 500 მლ-ით ვიწყებთ და აუცილებლად ვიღებთ 2 ლიტრს, კვებამდე 20-30 წუთით ადრე. ამ რჩევის ფასი არაფერია – წყალი ზუსტად ისაა, რაც ყველას ერთნაირად გვჭირდება.

16-18-საათიანი ინტერვალი. ეს გენიალური მიგნება იოშინორი ოსუმის ეკუთვნის. შიმშილი და მარხვა ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა – ორგანიზმი ნამდვილად იწმინდება. ფაქტი დამოწმებულია ნობელის კომიტეტის მიერ. ამასთან, როგორც ოსუმის კოლეგები გვარწმუნებენ, ავტოფაგია ორგანიზმს ნაადრევი სიბერისგან იცავს. შესაძლოა, ასევე აახალგაზრდავებს ახალი უჯრედების შექმნის ხარჯზე, ორგანიზმიდან კი დაზიანებული ცილები და უჯრედშიდა ელემენტები გამოაქვს.

ეცადეთ დაიცვათ 16-საათიანი ინტერვალი. ამ დროს შეიძლება მხოლოდ წყალი და შავი ყავა. კვების დროს კი, რომლისთვისაც გვაქვს 6-8 საათი, შეიძლება იმ საკვების მიღება, რომელზეც შევთანხმდებით საკუთარ თავთან. დავიწყოთ საუზმე 12:00 ან 13:00 საათზე, ხოლო ვინც 18-საათიან ინტერვალს დაიცავთ, კვებას შესაბამისად 18:00 ან 19:00 საათზე შეწყვეტთ. ვინც 16-საათიან ინტერვალს ამჯობინებთ, საუზმეს 10:00-ზე დაიწყებთ და 8 საათი გექნებათ კვების რეჟიმის გადასანაწილებლად. მთავარია, არაფერი მიირთვათ ამ შუალედში. მოისვენოს თქვენმა ინსულინმა, იმუშაოს თქვენი ორგანიზმის მავნე უჯრედებისგან გაწმენდაზე.

მოძრაობა და ვარჯიში. მოძრაობის გარეშე არაფერი გამოვა. დილა იქნება თუ საღამო, გააკეთეთ ეს თქვენი თავისთვის და მომავლისთვის. პირადად მე, ფეხით სიარულს გირჩევთ, რადგან სუფთა ჰაერზე სეირნობა არის ის, რაც უამრავი დაავადებისგან იცავს ადამიანს და რაც მთავარია, ტვინისთვის არის #1 ვიტამინი. ჩამოტვირთეთ პეისერი და ეცადეთ 6000 ნაბიჯს არ ჩამოსცდეთ 24 საათში. ასევე, აკეთეთ ის ვარჯიშები, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის გაიღება სპორტული დარბაზები, უმჯობესია შინ გქონდეთ ადგილი, სადაც განმარტოვდებით და დღეში 30 წუთი ივარჯიშებთ. პრესის, ხელისა და ფეხის ვარჯიშები უამრავია YouTube-ზე. ინსტაგრამზე გაგაცნობთ იუტუბერს, რომლის ვარჯიშებიც ძალიან მომწონს.

ვისაც უნდა ეთქვა, არ დავიჯერებდი, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ პირადად მე 20-იანებში სულ სხვანაირი ვიყავი, გაცილებით სუსტი და უიმედო. ერთი, რისი მადლობელიც ვარ საკუთარი თავის, ყოველთვის ვიყავი დისციპლინირებული და სისტემური ადამიანი. ფიზიკური ვარჯიშიც 24 წლისამ დავიწყე. მას მერე, ათი წელი, შემიძლია ვთქვა, რომ დღე არ გამიცდენია და ეს ძალიან დამეხმარა − 46 წლის ვარ და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

40 წელს ზემოთ ცხოვრება ისეთივე საინტერესო და სიხარულით, ბედნიერებითა და უამრავი ინტერესით სავსეა, როგორც მანამდე. მეტიც – გაცილებით უკეთესიცაა. მთავარია გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვიყვარდეს ის და ყოველდღე ვუთხრათ სარკის წინ, როგორ გვიყვარს და ვზრუნავთ მასზე.

ჩვენში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ყველაზე დიდი საგანძურია, რაც გვაქვს ქალებს. ეს საიდუმლოებები უნდა მოვუყვეთ ერთმანეთს. როცა ქალი გადაწყვეტს, ეს აუცილებლად იქნება ასე. გავხდეთ უკეთესები, და ეს უნდა დავიწყოთ ახლა − ზუსტად ამ წუთიდან.

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

 

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 10, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 8, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 10, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლს ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლს ნომრისთვის

March 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი და ქენდის სვეინფული ერთმანეთს ხვდებიან

#OK! ქანიე უესტი და ქენდის სვეინფული ერთმანეთს ხვდებიან

September 17, 2022
#OK! „კლინიკური ონკოლოგიის ინტიტუტის“  მოულოდნელი და სასიხარულო სიურპრიზი პაციენტს

#OK! „კლინიკური ონკოლოგიის ინტიტუტის“  მოულოდნელი და სასიხარულო სიურპრიზი პაციენტს

November 2, 2022
OK! ვცდილობ, ყველა ჟანრის სიმღერა ისე შევასრულო, რომ მსმენელის გულამდე მივიდეს – გაიცანით Barbara Bell და ბენდი 4UP

OK! ვცდილობ, ყველა ჟანრის სიმღერა ისე შევასრულო, რომ მსმენელის გულამდე მივიდეს – გაიცანით Barbara Bell და ბენდი 4UP

February 1, 2023
#OK! ჰეილი ბიბერი Balenciaga-ს მინი კაბას Prada-ს ხელჩანთას უხამებს

#OK! ჰეილი ბიბერი Balenciaga-ს მინი კაბას Prada-ს ხელჩანთას უხამებს

November 11, 2022

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები