• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ნუ ითვლი წლებს, ითვალე თავგადასავლები – ნინჩო ჯიბლაძე

July 15, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

„ნამდვილი ახალგაზრდობა სარკეში კი არა, ჩვენს შინაგან ენერგიაშია“. – სოფი ლორენი

საზოგადოება… ის უჩინარი, მაგრამ მუდმივად მძაფრი ხმა, რომელიც გვკარნახობს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების ყოველი მომდევნო თავი. თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ და მკაცრად გაწერილი სცენარი იყოს – საზოგადოებამ უკეთ იცის, თუ როდის უნდა მივაღწიოთ მწვერვალებს, რომელია ჩვენი „ასაკის შესაფერისი“ სამოსი, რა ოცნებებს უნდა ვუთხრათ ნახვამდის და ზოგადად როგორ „უნდა მოვიქცეთ“. თითქოს თითოეული დაბადების დღე არა ახალი შესაძლებლობის კარი, არამედ წიგნის ბოლო ფურცელი იყოს. მე კი ასე მგონია, ჩვენი კალენდარული ასაკი მხოლოდ ჩანაწერია, ნიშანი დროის სამყაროში. ჩვენი გულის ნამდვილი ასაკი კი ჩვენს თვალებშია, სადაც განვლილი წლების სიბრძნე და გამოცდილება ირეკლება. ის ჩვენს ღიმილშია, სადაც სიხარული და სიმშვიდე ბუდობს. ის ჩვენს სულშია, რომელიც შეიძლება მარადიულად ახალგაზრდა დარჩეს, მიუხედავად დროის სვლისა. ჩვენ გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და გვანახებენ, რომ დროის მსვლელობა არა დასასრული, არამედ ახალი თავგადასავლების დასაწყისია. ამ დებულებაში კი ჩემი რესპონდენტი, ნინჩო ჯიბლაძე ნამდვილად დაგარწმუნებთ.

ნინჩო, როდესაც ასაკზე ვსაუბრობთ, რომელი მითი გახსენდებათ, რომელიც საკუთარი ძალებით დაამსხვრიეთ?

მითი, რომელიც მართლაც დავამსხვრიე – არის ის, რომ 50 წლის მერე ქალი იცვლება. სინამდვილეში ის ხდება უფრო საინტერესო, ცხოვრება მეტად გასახარი დეტალებით ივსება, ბედნიერების და სიხარულის არეალი კი იზრდება, რაც არ არის პატარა რამე.

 

 

ყოფილა თუ არა თქვენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა თავი შეზღუდულად გიგრძნიათ ასაკის გამო? როგორ მოიშორეთ ეს სტერეოტიპი და აღმოაჩინეთ, რომ 40+ ასაკი მხოლოდ რიცხვია და არა ზღვარი?

ჯერ არ მქონია ის პერიოდი, როცა თავი ასაკის გამო შეზღუდულად ვიგრძენი. მხოლოდ თეორიულად ვიცი, რომ ასაკი გარკვეული შეზღუდვების მომტანია, მაგრამ პრაქტიკაში არ მქონია ასეთი შემთხვევა.

სწორედ 40+ ასაკში დაიწყეთ თქვენი პირადი ბიზნესი, ავეჯის მაღაზია „ინტერისიმო“ გახსენით. იყო თუ არა რაიმე წინაღობა ან საკუთარ თავში ან გარშემო მყოფებში?

არანაირი წინაღობა არ მქონია. ავეჯის სალონი რომ გავხსენი, 47 წლის ვიყავი. ასევე იყო იოგას ცენტრის შემთხვევაშიც – 48 წლის ვიყავი. პირიქით, ორივე მცირე ბიზნესის წამოწყებაში მხოლოდ და მხოლოდ ასაკი დამეხმარა – იგივე გამოცდილება. იგივე რისკის ფაქტორი – შეიძლება რაც დიდი ხარ ადამიანი წლებით, მით უფრო რისკავ – ამ მხრივ არ არსებობს ერთი მიდგომა – ასაკი აქ მართლა მხოლოდ ციფრებია.

გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს აძლიერებთ, ამ კუთხით გქონდათ ბლოგიც და ფეისბუქით ქალების დიდ ნაწილს უმტკიცებდით, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. როგორ მიხვედით ამ საქმიანობამდე და ახლაც აგრძელებთ თუ არა?

მე პირადად ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა თავის მოვლა. ბებიას აბანოშიც კი დავყავდი, ეს იყო პირველი სპა-გამოცდილებები და ძალიან ბევრი რამ, რაც ბუნებრივი საშუალებებით თავის მოვლას ეხებოდა, სწორედ ბებიასგან ვისწავლე. თმის, სახის კანის მოვლა – მიმიკებით საუბარი, – იმდენი სასარგებლო რჩევა მომცა ჩემმა გამზრდელმა ბებიამ, რომ ამ დრომდე მყოფნის. რადგან წერა მიყვარს, ხანდახან ისე დავწერ ხოლმე, მინდება სხვასაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება. მეტწილად სიტყვის ადამიანი ვარ, ვიდრე ვიდეოსი ან ვიზუალის. პანდემიის დროს დავიწყე სასარგებლო რჩევების წერა, რაც მიმაჩნია, რომ არის უსაფრთხო და რაშიც ეჭვი არ მეპარება. ასევე მიყვარს რჩევები, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებული რესურსის მობილიზებას – არც დროის მხრივ და არც ბიუჯეტურად. ვისაც როგორ შემიძლია ვეხმარები პირადი რჩევებითაც, ინბოქსში.

 

 

 

იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა საკუთარ თავს მიუბრუნდით და მადლობა გადაუხადეთ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც სხვებს შეუფერებლად მიაჩნდათ?

რა თქმა უნდა, მადლობას არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ღმერთს და სამყაროს ვუხდი დილას და საღამოს. თვალის გახელისთანავე ვამბობ სამადლობელ ლოცვას, რადგან მადლიერება თავად არის ბედნიერება. რაც შეეხება სხვების მიერ დაწუნებულ ამბავს, ალბათ განსაკუთრებით გამიმართლა, რომ არ მყავს ირგვლივ ისეთი ხალხი, ვინც ცუდი თვალით მიყურებს. ერთადერთი, ვისაც ვეჯიბრები, ეს საკუთარი თავია და სულ მასთან მიწევს ჭიდილი. ხშირად ვიმარჯვებ მასზე და ამისთვისაც მადლობელიც ვარ.

ასაკთან ერთად რა გახდა თქვენთვის უმნიშვნელო – და პირიქით, ცხოვრების მამოძრავებელი?

უმნიშვნელოა ის, რას ფიქრობს სხვა. მთავარია შენთვის იყოს სიხარულისა და ბედნიერების მომტანი და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორი თვალით უყურებს? სიკეთეა მთავარი, ბოროტება არავის უნდა უსურვო. ცხოვრება ყველაფერს საუკეთესო ადგილს უჩენს, თუ ადამიანი საკუთარ სინდისთან მართალი ხარ.

რომ შეგეძლოთ 40+ ასაკს რა ფერს მიანიჭებდით ფერთა პალიტრიდან და რატომ?

ხაკისფერი, ზეთისხილის ფოთლისფერი. საინტერესო და მდგრადი ფერია, ისევე როგორც ამ ასაკის ქალი.

არის თუ არა ასაკი თავისუფლება? ბავშვობაში ხშირად გვითქვამს, აი, რომ გავიზრდები… და სულ ველოდებოდით ამ თავისუფლებას. დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ ყველაზე თავისუფალი სწორედ რომ 40-ის მერე ხდები. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

წლებს თავისთავად მოაქვს თავისუფლება, თუ ადამიანი ვითარდები. ყველაფერი მოაქვს განვითარებას და სიახლეებისკენ სწრაფვას, ახალი ძალების აღმოჩენას საკუთარ თავთან. მე ძალიან მსიამოვნებს ამ დინებაში ცურვა, რაც დრო გადის, მით უფრო მიყვარდება ცხოვრებაც და ჩემი თავიც.

დღეს რომ 20 წლის ნინჩოს შეხვდეთ ქუჩაში, რას ეტყოდით და რას მოისმენდით მისგან?

ვეტყოდი: „დამშვიდდი, ნინჩ, ყველაფერი იმაზე ათჯერ მაგრად იქნება, ვიდრე წარმოგიდგენია“.

 

 

 

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 2, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები
OK! News

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?
OK! News

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 45 წლის ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს

#OK! 45 წლის ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს

May 10, 2021
#OK! ერთი რჩევა სიყვარულზე, რომელიც პრინცესა დაიანამ სიკვდილამდე პრინც უილიამს დაუტოვა

#OK! ერთი რჩევა სიყვარულზე, რომელიც პრინცესა დაიანამ სიკვდილამდე პრინც უილიამს დაუტოვა

March 9, 2021
#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

May 24, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

December 1, 2025
#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 2, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები