• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! ნეირომარკეტინგი – ტექნოლოგიური ტრენდი მარკეტინგში

December 10, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მეცნიერები ამბობენ, რომ მეტყველება დაახლოებით 200 000 წლისაა, ემოცია კი ადამიანებს მანამდეც ჰქონდათ. ადრე ვიკვლევდით, რატომ მოსწონს და არ მოსწონს ადამიანს ესა თუ ის პროდუქტი. ახლა კი უკვე შეგვიძლია ვიკვლიოთ, რა ხდება ადამიანების ტვინებში, როცა მათ ესა თუ ის პროდუქტი მოსწონთ, ან არ მოსწონთ.

გერალდ ზალტმანმა ნეირომარკეტინგზე საუბარი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, შემდეგ ეს თემა კიდევ უფრო განავითარა, დღეს კი ნეირომარკეტინგი ყოველდღიურად პოპულარული ხდება. ნეირომარკეტინგი მარკეტინგის მიმართულებაა და იკვლევს, თუ რა ხდება ჩვენს ტვინებში მაშინ, როცა მარკეტინგულ სტიმულებს ვხედავთ. კვლევა სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიმდინარეობს. ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესებს ძირითადად კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით სწავლობენ. ამ დროს მათ მარკეტინგულ პროდუქტებს აჩვენებენ ან ასმენინებენ, პარალელურად კი, ტვინებს აკვირდებიან.

ბონის ტვინის კვლევის ცენტრის სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინში მარკეტინგული სტიმულატორების შეხედვის/მოსმენის დროს ორი სისტემა მოქმედებს: დაჯილდოების სისტემა და კონტროლის სისტემა. დაჯილდოების სისტემა მაშინ აქტიურდება, როცა პოზიტიურ და ჩვენთვის საინტერესო რაციონალურ თუ ემოციურ შეთავაზებას ვიღებთ. მაგალითად, თუ ადამიანი ფასზეა ორიენტირებული, როცა მას ფასდაკლება/საჩუქარი/აქცია ესმის, ტვინში დაჯილდოების სისტემა უაქტიურდება, ხოლო თუ რელიგიურია, იგივე სისტემა მაშინ იწყებს მოქმედებას, როცა ბრენდი მას გადახდილი თანხიდან რამდენიმე თეთრის ეკლესიის მშენებლობისათვის გამოყოფას ჰპირდება. პარალელურ რეჟიმში ადამიანს კონტროლის სისტემაც ერთვება, რომელიც ეუბნება, რომ ამ დროისათვის შესაბამისი თანხა არ აქვს, ან ეს პროდუქტი/მომსახურება არ სჭირდება. შესაბამისად, დაჯილდოებისა და კონტროლის სისტემები ერთმანეთს უპირისპირდებიან. გამარჯვებული კი რჩება ემოცია, რომელიც უფრო ძლიერია. სწორედ ამიტომ, მარკეტერები მუდმივად იკვლევენ მომხმარებელს, რათა ზუსტად იცოდნენ, რომელ დაპირებაზე იქნება ადამიანის ტვინი უფრო მეტად მგრძნობიარე.

ნეირომარკეტინგული კვლევები ადასტურებს, რომ პიროვნების ემოციას სხვა ადამიანის ნახვა უფრო მეტად აღძრავს, ვიდრე ნივთების. შესაბამისად, ცალკეული პროდუქტის/მომსახურების რეკლამირებისას ადამიანის სახეების გამოყენება უფრო მომგებიანია.

ყიდვაზე დიდ გავლენას ახდენს ის სურნელიც, რომელიც სავაჭრო სივრცეებში გვხვდება. ამიტომ დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება არომამარკეტინგიც. თუ მომხმარებელი სავაჭრო/კვების ობიექტზე შედის და მას გემრიელი საჭმლის სურნელი ხვდება, იგი უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობს. ამჟამად ბაზარზე ბევრ ისეთ კომპანიას შეხვდებით, რომელიც მარკეტერებს სხვადასხვა სურნელს სთავაზობს: დაწყებული ცხელი პურის სუნით, დამთავრებული არომატით, რომელიც ადამიანებს სისუფთავის შეგრძნებას უტოვებს.

ჩვენს სამომხმარებლო ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს მუსიკაც. ნეირომარკეტინგული კვლევები ადასტურებს, რომ თუ სავაჭრო ობიექტში მუსიკა სწრაფი და დინამიკურია, ჩვენ ამ ობიექტს ჩვეულებრივზე სწრაფად ვტოვებთ, რადგანაც ის ქცევას გვიცვლის. შესაბამისად, სწრაფი კვების ობიექტებზე ხშირად სწრაფ და დინამიკურ მუსიკას ვისმენთ, ხოლო ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ასორტიმენტია და შერჩევასაც მეტი დრო სჭირდება, შედარებით ნელი და თანაბარი ტონალობის მუსიკა ჟღერს.

 

კვლევები ადასტურებს, რომ ნეგატიურ გუნებაზე ყოფნისას ადამიანები უფრო მეტს ყიდულობენ, რადგან ამ დროს თვითშეფასება შედარებით დაბალი აქვთ. შეძენისას კი გამოიყოფა დოპამინი, რომელიც ბედნიერების შეგრძნების მომატებას იწვევს. შესაბამისად, ადამიანი ასეთ დროს თვითშეფასების ამაღლებისთვისაც ყიდულობს.

ადამიანი არარაციონალურად იძენს, როცა მშიერია. ასეთ დროს, ისინი 30-40%-ით მეტს ყიდულობენ, რადგანაც ჰგონიათ, რომ უფრო მეტი პროდუქტის მოხმარება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია სავაჭრო ობიექტში წინასწარ შესაძენი პროდუქტების სიით წასვლა, რათა ფული უმიზნოდ არ დაიხარჯოს.

პოპულარული ხდება თვალის მოძრაობის კვლევაც. ტექნოლოგიურ ეპოქაში მეცნიერებმა სპეციალური სათვალე შექმნეს, რომელიც გვეხმარება დავადგინოთ, რას უყურებენ ადამიანები და რა მოსწონთ, ან არ მოსწონთ მათ. მაგალითად, სუპერმარკეტში თვალის მოძრაობის კვლევით ადგენენ, რომელია ის „ცხელი“ ადგილები, სადაც მომხმარებელი უფრო ხშირად ხვდება და „ცივი“ ადგილები, რომლებსაც ისინი ნაკლებად სტუმრობენ. „ცივი“ ადგილების აღმოჩენის შემდეგ, სავაჭრო დარბაზი ისე ეწყობა, რომ ერთი კვადრატული მეტრიდან უფრო მეტი მოგება იყოს მიღებული. თვალის მოძრაობის კვლევა აქტიურია ვებგვერდების ინდუსტრიისთვის. იგივე კვლევა ადგენს, თუ რას და რა ინტენსივობით უყურებენ ადამიანები. შესაბამისად, რეკლამის განთავსებისა და მისი ეფექტიანობისთვის თვალის მოძრაობის კვლევა უმნიშვნელოვანესია.

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი ნეირომარკეტინგის წინააღმდეგია. მათი აზრით, ამგვარი კვლევები არაეთიკური, ადამიანებზე ასეთი ტიპის მანიპულირება კი – არასასურველია.

ასევე გაეცანი

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად
OK! News

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა
OK! News

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
#OK! გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!
Techno

#OK! გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!

April 17, 2025
#OK! საქართველოში CHEVROLET-ს პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა
OK! News

#OK! საქართველოში CHEVROLET-ს პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა

September 27, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! ორსული როუზი ჰანტინგტონი Porter Magazine-ის ახალი ნომრის გარეკანზე

#OK! ორსული როუზი ჰანტინგტონი Porter Magazine-ის ახალი ნომრის გარეკანზე

November 16, 2021
#OK! ქართველი იურისტის, ნატალია ვაშაკიძის ამერიკული თავგადასავალი

#OK! ქართველი იურისტის, ნატალია ვაშაკიძის ამერიკული თავგადასავალი

February 12, 2025
#OK! Nensi Dojaka-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Nensi Dojaka-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

September 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

July 12, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები