• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! N.G ესთეტიკის ცენტრი – ადგილი, სადაც სილამაზე და მრავალფეროვნება ერთ სივრცეში ერთიანდება

November 8, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

ჟურნალ OK!-ის არაერთხელ დაუწერია ძლიერ ქალებზე. ჩვენ ხშირად გიყვებით ისტორიებს, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას. დღესაც გაგაცნობთ პიროვნებას, რომელიც არ შეუშინდა დაბრკოლებებს, არაერთხელ შეიცვალა პროფესია, მაგრამ ბოლოს მაინც ბავშვობის ოცნება აისრულა და დღეს იმ სფეროში მუშაობს, რომელიც ყველაზე მეტად აბედნიერებს. პროფესიით ფილოლოგი, სამი შვილის დედა, ნინო ღონღაძე ვრცლად მოგვიყვება „N.G ესთეტიკის ცენტრის“ შექმნის ისტორიას.

 

როგორია N.G ესთეტიკის ცენტრის შექმნის ისტორია?

(ნინო ღონღაძე, „N.G ესთეტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი): ყოველთვის მინდოდა ჩემი სილამაზის სალონი მქონოდა, თუმცა სულ სხვა სფერო ავირჩიე. პროფესიით ფილოლოგი ვარ, მყავს მეუღლე და სამი შვილი, 8 წელი არსად არ მიმუშავია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ფიქრი და მიზანი მქონდა, როგორც კი საშუალება მომეცა, დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ბანკში, სადაც რვა წელი ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე, პანდემიის პერიოდში კი მოხდა საკადრო ცვლილებები და პოზიციაც შემიცვალეს (დამაქვეითეს კადრის არსაჭიროებიდან გამომდინარე), რაზეც გული დამწყდა, რადგან ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მივიჩნიე, ახალ პოზიციაზე კი ჩემს თავს ვერ ვხედავდი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე შემეცვალა სფერო და მეკეთებინა ახალი საქმე, რომელიც სიამოვნებას მომანიჭებდა და ჩემს შვილებთან მეტი დროის გამონახვის საშუალებას მომცემდა. ამასთანავე, მინდოდა ამერჩია მოთხოვნადი პროფესია და თან დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ, მიუხედავად დაუფასებლობისა და სირთულეებისა, მე ყველაფერს შევძლებდი. ასე დავადექი ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულების გზას და ლაზერული ეპილაციის აპარატი შევიძინე, შევისწავლე აღნიშნულ აპარატზე მუშაობა და ერთ-ერთ სალონში პატარა კუთხე ვიქირავე, სადაც ჩემს დეიდაშვილთან ერთად ლაზერული ეპილაციის კეთება დავიწყე. მომხმარებლების სიმრავლემ დამანახვა, რომ სწორ ადგილას ვიყავი, კმაყოფილი ადამიანები კი უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდნენ. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ამ სალონის მფლობელს, ეკას, მხარში დგომისთვის.

ამ გამოცდილების შემდეგ კი, ჩემს მეუღლესთან ერთად საკუთარი ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრი გავხსენი ქალაქ რუსთავში. მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით 3-4 თვეში კი მეორე ფილიალიც დავიმატეთ ამავე ქალაქში. „N.G ესთეტიკის ცენტრი“ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს.

 

 

რა პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?

„N.G ესთეტიკის ცენტრში“ შეგიძლიათ სხვადასხვა პროცედურის ჩატარება, როგორიცაა: თმის მოვლის პროცედურები, ვიზაჟი, ფრჩხილის მოვლის პროცედურები, ლაზერული ეპილაცია, ელექტროეპილაცია, კრიოლიპოლიზი, მასაჟი, ტატუ/პირსინგი, წამწამებისა და წარბების მოვლის პროცედურები, პერმამენტული მაკიაჟი და კოსმეტოლოგია.

 

რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

მოგეხსენებათ, ამ სფეროში დიდი კონკურენციაა, თუმცა ვფიქრობ, ბაზარზე თავის დამკვიდრება არ გაგვიჭირდა, რადგან ამ საქმეს ვუყურებ არა როგორც მფლობელი, არამედ როგორც რიგითი მომხმარებელი, რაც მეხმარება დავინახო გარკვეული ხარვეზები, რომელიც მხოლოდ მომხმარებლის თვალით ჩანს და ყველა ამ ხარვეზის აღმოფხვრას დროულად ვცდილობ.

ასევე, გამოგვარჩევს გუნდი, ჩვენ ერთი დიდი ოჯახის „N.G ესთეტიკის“ წევრები ვართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა თითოეულში. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რომლებსაც უპირველესად უყვართ თავიანთი საქმე, რაც ხარისხიანი მომსახურების ერთ-ერთი წინა პირობაა. მე მჯერა მათი, ისინი კი მე მენდობიან.

გარდა ამისა, გვაქვს ხელშეკრულება სხეულის მოვლის აპარატების მწარმოებლებთან (როგორიცაა ლაზერული ეპილაცია, კრიოლიპოლიზი, სოლარიუმი სახისა და ტანის სხვადასხვა მოწყობილობით), რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის განმსაზღვრელი სერტიფიკატები, ამასთანავე, ჩვენ ვართ დილერი კომპანია ჩამოთვლილი აპარატების, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის მზადდება ექსკლუზიური აპარატები, რომლებიც უმაღლესი ხარისხითა და ეფექტიანობით გამოირჩევა.

 

სამომავლო გეგმები

სამომავლოდ ვგეგმავთ როგორც ფილიალების, ისე ინოვაციური აპარატურის დამატებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი კადრები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შარშან ქვემო ქართლიდან მხოლოდ ჩვენი სტილისტები იყვნენ მიწვეულები იტალიის ქალაქ ვიჩენცაში – philip martin’s სემინარზე, რაც მათი მუშაობისა და ტექნიკის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯი იყო წინსვლისთვის. წელსაც ვგეგმავთ იტალიაში ჩვენი თანამშრომლის გაშვებას ახალი ტექნიკის ასათვისებლად.

 

 

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 23, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ზოოსტანდარტი  ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე…

#OK! ზოოსტანდარტი ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე…

November 8, 2023
#OK! თეა დარჩიას შვილის დაუვიწყარი ქორწილი!

#OK! თეა დარჩიას შვილის დაუვიწყარი ქორწილი!

September 15, 2023
#OK! მედიცინა და სიყვარული ერთად – აბულაძეების ოჯახური ტანდემი

#OK! მედიცინა და სიყვარული ერთად – აბულაძეების ოჯახური ტანდემი

June 6, 2024
#OK! Puffy – რბილი ავეჯი თქვენი კომფორტისთვის

#OK! Puffy – რბილი ავეჯი თქვენი კომფორტისთვის

May 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

February 20, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები