• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! მოწვეული რედაქტორის 5 რჩეული არქიტექტურული პროექტი

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მსოფლიოში ძალიან ბევრი საინტერესო ნაგებობაა, მაგრამ ამ ეტაპზე 5 პროექტს გამოვყოფდი, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად, არამედ ზოგადად, საინჟინრო რთული გადაწყვეტებით არის გამორჩეული.

ძირითადად, მნახველები თუ ვიზიტორები შენობა-ნაგებობებს აფასებენ ვიზუალური კუთხით, მაგრამ საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემს გაოცებას იწვევს ის თანამედროვე ტექნოლოგიები და საინჟინრო გადაწყვეტები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ამ სფეროში ადგილი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

  1. ზაჰა ჰადიდი − ჰეიდარ ალიევის ცენტრი

 

ცენტრი დაარსდა 2006 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, ერაყელ-ბრიტანელ არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის მიერ. ცენტრში ასწავლიან სახელმწიფო მშენებლობის ფილოსოფიას, ასევე, აზერბაიჯანის ისტორიას, ენას, კულტურულ, ეროვნულ და სულიერ ღირებულებებს. პროექტის მიზანია, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ქალაქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში და აღორძინებაში. ჰეიდარ ალიევის ცენტრი წარმოადგენს თხევად ფორმას, რომელიც ჩნდება ბუნებრივი ლანდშაფტის ტოპოგრაფიისა და შესაფუთი ინდივიდუალური ფუნქციების დაკეცვის დროს. რაც შეეხება ინტერიერს, ცენტრში განლაგებულია საკონფერენციო დარბაზი, გალერეა და მუზეუმი. 9-სართულიან განყოფილებაში წარმოდგენილია საგამოფენო დარბაზები, ადმინისტრაციული ოფისები და რესტორანი. ზაჰა ჰადიდი გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტილებებით და ამას ადასტურებს 2014 წელს მიღებული ჯილდო − Design of the Year. ალიევის ცენტრი აღიარებულ იქნა მსოფლიოში საუკეთესო შენობად.

 

 

  1. ჟან ნუველი − აბუ დაბის ლუვრი

 

2017 წლის 11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში პარიზის ლუვრის მუზეუმის ფილიალი გაიხსნა. თავდაპირველად გახსნა 2012 წლისათვის იგეგმებოდა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისისა და ნავთობის ფასების ვარდნის გამო, 2017 წლის ბოლომდე გადაიდო. შენობის დიზაინი პრიცკერის პრემიის მფლობელს, ფრანგ არქიტექტორ ჟან ნუველს ეკუთვნის. მუზეუმს 23 მუდმივმოქმედი გალერეა აქვს, რომელიც 600-ზე მეტ ექსპონატს იტევს. გახსნის წელს მუზეუმში წარმოდგენილი იყო ისეთი უდიდესი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიცაა ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, ანრი მატისი და სხვები. „ლუვრი პარიზის სამეფო ბრილიანტია, და შესაბამისად, აბუ-დაბის ლუვრიც იქცა მსგავს ღირსშესანიშნაობად მსოფლიოს ამ ნაწილში“, − თქვა გაერთიანებული საამიროების კულტურის მინისტრმა მუზეუმის გახსნის დაანონსებისას.

 

  1. სანტიაგო კალატრავა − მსოფლიო სავაჭრო ცენტრი Oculus

სატრანსპორტო კერა მდებარეობს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ახალ კომპლექსთან ახლოს, რომელიც აშენდა 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად განადგურებული „ტყუპების“ კოშკების ადგილზე. შეიძლება ითქვას, რომ Oculus 2001 წელს განადგურებული Port Authority Trans-Hudson-ის, ჩქაროსნული გზის ჩამანაცვლებელია. სადგური დააპროექტა ესპანელმა არქიტექტორმა სანტიაგო კალატრავამ. Oculus არის ელიფსური სადგურის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ნიუ ჯერსის მანჰეტენთან და ასევე უზრუნველყოფს გადაადგილებას მსოფლიო სავაჭრო ცენტრებს შორის. სტრუქტურა Oculus ფორმირებულია ლითონის ძლიერი კონსტრუქციებით, რომლებიც შედგება თეთრი „ნეკნებისგან“, ზემოდან კი გაშლილი ფრთების ილუზიას ქმნის.

 

  1. თომას ჰედრევიკი − „პატარა კუნძული“

 

თომას ჰედრევიკის დიზაინით „პატარა კუნძულის“ პარკი საზოგადოებისთვის 2021 წლის 21 მაისს გაიხსნა.

პარკის ფორმა შთაგონებულია „წყალზე მცურავი ფოთლით“, შედეგად კი ბეტონის 280 წყობისა და მასზე განთავსებული ბეტონის 132 „ტიტას“ კონსტრუქცია შეიქმნა. პარკში იხილავთ განტვირთვისთვის განკუთვნილ უამრავ მწვანე ადგილს. პატარა კუნძული გაშენებულია ულამაზესი ბაღებით, 350-ზე მეტი სახეობის ყვავილით, ხეებითა და ბუჩქებით. შეიძლება ითქვას, რომ პარკი შექმნილია უბრალოდ ბუნებით ტკბობისთვის. პარკში ასევე იხილავთ ცენტრალურ მოედანს, რომელიც უზრუნველყოფილია მოსასვენებელი ადგილებითა თუ საკვები/სასმელი ობიექტებით. დღეს „პატარა კუნძული“ ნიუ იორკში ახალ საზოგადოებრივ პარკად მიიჩნევა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის სტუმარზე.

 

  1. Snohetta-ს არქიტექტორთა ჯგუფი − ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი

 

ნორვეგიაში არსებული რესტორანი − ევროპაში პირველი, მსოფლიოში კი უდიდესი წყალქვეშა კვებითი დაწესებულება, 2019 წლის აპრილში გაიხსნა. მის დიზაინსა და არქიტექტურაზე Snohetta-მ იზრუნა. რესტორნის ფართობი 495 კვადრატულ მეტრს შეადგენს. რესტორანში შესვლისთანავე, დაინახავთ უზარმაზარ პანორამულ ფანჯარას, რომლის მეშვეობით ულამაზესი ხედი გადაგეშლებათ. რესტორანი Under-ი ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთი სოფლის მახლობლად განთავსდება. რესტორნის ერთი ნაწილი მიწის ზემოთ, ხოლო მეორე ნაწილი 5 მეტრ სიღრმეშია ჩაშენებული. იმისათვის, რათა რესტორანმა ყველა ამინდში ტემპერატურის შენარჩუნება შეძლოს, მისი კედლები მთლიანად ბეტონისგანაა დამზადებული, ხოლო ფანჯრები აკრილისგანაა აგებული. რესტორანი 100 ადამიანზეა გათვლილი და სტუმრებმა დრო უფრო კომფორტულად რომ გაატარონ, მათ დიდი, პანორამული ფანჯრიდან ზღვის სიღრმეში არსებულ სამყაროზე დაკვირვება შეუძლიათ.

 

©Juergen Pollak; Veroeffentlichung nur gegen Honorar, Urhebervermerk und Beleg / Copyrightpermission required for reproduction, Photocredit: Juergen Pollak

ასევე გაეცანი

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან
Décor

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან

June 6, 2023
#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი
Décor

#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი

June 4, 2023
#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ
Décor

#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

June 4, 2023
OK! სასტუმრო Pine Astoria – ძველი შენობის ახალი სიცოცხლე…
Décor

OK! სასტუმრო Pine Astoria – ძველი შენობის ახალი სიცოცხლე…

June 4, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლი მეფუტკრე ქალების მხარდასაჭერად

#OK! ანჯელინა ჯოლი მეფუტკრე ქალების მხარდასაჭერად

June 17, 2021
#OK! ახალი, 2023 წლის ტრენდული მაკიაჟისთვის აუცილებელი პროდუქტები

#OK! ახალი, 2023 წლის ტრენდული მაკიაჟისთვის აუცილებელი პროდუქტები

December 26, 2022
#OK! სოციალური მედიის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავები, რომლებიც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ

#OK! სოციალური მედიის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავები, რომლებიც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ

June 18, 2021
#OK! პერიზ ჰილტონი Self Portrait-ის კაბით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

#OK! პერიზ ჰილტონი Self Portrait-ის კაბით! ვარსკვლავი საქმროსთან, კარტერ რუმთან ერთად!

July 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან

June 6, 2023
#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გოგონა – სელმა ჰაიეკისა და ფრანსუა ჰენრი პინოს ქალიშვილი – 15 წლის ვალენტინა პალომა პინო

#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გოგონა – სელმა ჰაიეკისა და ფრანსუა ჰენრი პინოს ქალიშვილი – 15 წლის ვალენტინა პალომა პინო

June 9, 2023
#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს  ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

June 5, 2023
#OK! განსხვავებული „თეატრი“ განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით – ინტერვიუ მამუკა ჩხაიძესთან

#OK! განსხვავებული „თეატრი“ განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით – ინტერვიუ მამუკა ჩხაიძესთან

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×