• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ხათუნა დოჭვირი

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარი კომპანია DRESSCODE-ის დამფუძნებელი პროფესიით ხელოვანი – ხათუნა დოჭვირია.

თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, ცოტას ნერვიულობს, თუმცა ბედნიერების ღიმილი მაინც დასთამაშებს სახეზე, გასახდელ ოთახში შედის და ირგებს კაბას, რომელზეც მთელი ცხოვრებაა ოცნებობს. შემდეგ საქორწილო კაბით მთავარ სივრცეში გამოდის, სადაც მისი საყვარელი ადამიანები ელოდებიან. არა, ეს კადრი რომანტიკული ფილმიდან არ არის, ჩვენი რესპონდენტი ამ სცენას თითქმის ყოველკვირა ხედავს და იმ პასუხისმგებლობას, რაც საქორწილო კაბის შექმნას თან ახლავს, წლებია უკვე კარგად იაზრებს. ჟურნალი OK! კიდევ ერთხელ გიამბობთ კომპანია DRESSCODE-ს შესახებ, რომელიც უკვე მეათე წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს საქორწილო კაბების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

 

 

DRESSCODE-ს შექმნის ისტორია…

ხათუნა დოჭვირი: DRESSCODE შევქმენი მაშინ, როდესაც საქორწილო კაბის, განსხვავებული ქორწილის გადახდის კულტურა ყალიბდებოდა და წყვილების მხრიდან ხარისხის მოთხოვნა იზრდებოდა. ჩემი სურვილი და ბაზარზე არსებული მაშინდელი მოთხოვნები გადაიკვეთა. თავდაპირველად, ძალიან პატარა ფართი გვქონდა, სულ სამი თანამშრომელი ვიყავით. ჩემი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტი შემეთავაზებინა. 2017 წელს მოულოდნელად ლოკაციის ცვლილებამ მოგვიწია, ჩემი გუნდის დახმარებით ოპერატიულად მოვახერხეთ ახალ ფილიალში გადასვლა, რომელიც უკვე ორ სართულს აერთიანებს. პირველი სართული 6 ოთახისგან შედგება და ამითი უფრო დიდი კომფორტი შევუქმენით ჩვენს მომხმარებლებს.

 

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს „დრესკოდს“ ბაზარზე?

ხარისხი! ეს ყოველივე კი ჩემი გუნდის დამსახურებაა. ხშირად ხდება, როცა პატარძალმა არ იცის რა სურს, ან მის სხეულს რომელი კაბა მიესადაგება, ამიტომ ჩვენი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ყველა პატარძალმა თავისი გემოვნებისა და სტილის შესაბამისი კაბა შეარჩიოს. კაბის შერჩევის ცერემონიალი კი ზუსტად ისეთია, როგორც ფილმებში. პატარძლის თანმხლები პირები მთავარ დარბაზში ელოდებიან მას, რომელიც გასახდელი ოთახიდან პირდაპირ მთავარ სივრცეში გამოდის – პოდიუმზე, დიდი სარკის წინ ახდენს კაბის დემონსტრირებას. როდესაც ვხედავ პატარძლის ბედნიერ და კმაყოფილ სახეს, ეს არის ჩემთვის უდიდესი მოტივაცია. ამასთანავე, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. საქორწილო კაბა უნდა იყოს უნაკლო, უმაღლეს დონეზე შესრულებული და ზუსტად ისეთი, როგორიც მომხმარებელს სურს. აქ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მომხმარებლები საზღვრებს გარეთაც გვყავს, რადგან აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხო ქვეყნის ბრენდებთან, რომლებიც ხშირად გვიწვევენ სხვადასხვა გამოფენასა თუ ღონისძიებებზე. „დრესკოდი“ სულ ცდილობს, ახალი ტრენდები გაითვალისწინოს.

 

რა არის საჭირო საკუთარი საქმის დასაწყებად?

ყველაზე მთავარია გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ კარგად განსაზღვროთ რისკები. ამ ათი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მარცხი განვიცადე, მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ და არ მიფიქრია, რომ ფარ-ხმალი დამეყარა. ყველაფრის მიუხედავად, ჯიუტად ვაგრძელებდი ჩემი მიზნისკენ სწრაფვას და სწორედ ეს გახდა ჩემი წარმატების საწინდარიც.

 

სამომავლო გეგმები

ჩვენი ამჟამინდელი გეგმები საკმაოდ დიდი და მასშტაბურია. ახლო მომავალში კი ვაპირებთ მეორე ფილიალის გახსნას დასავლეთ საქართველოს რეგიონში.

 

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ Best Model of Azerbaijan-2022-ის გამარჯვებულთან

#OK! ინტერვიუ Best Model of Azerbaijan-2022-ის გამარჯვებულთან

October 10, 2023
#OK! მეფე ჩარლზს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

#OK! მეფე ჩარლზს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

February 9, 2024
#OK! ქეით მოსი და ლილი ჯეიმსი ბრიტანული Vogue-ის და Tiffany & Co-ს მიერთ გამართულ გლამურულ წვეულებაზე

#OK! ქეით მოსი და ლილი ჯეიმსი ბრიტანული Vogue-ის და Tiffany & Co-ს მიერთ გამართულ გლამურულ წვეულებაზე

March 15, 2022
#OK! ASADO Steakhouse – სტეიკების ახალი ისტორია

#OK! ASADO Steakhouse – სტეიკების ახალი ისტორია

April 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს 30 იანვარს?

#OK! რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს 30 იანვარს?

January 29, 2026
#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

February 3, 2026
#OK! 3 თებერვლის სავსემთვარეობა – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! 3 თებერვლის სავსემთვარეობა – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

January 28, 2026
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები