წარმოგიდგენთ რუბრიკა OK! მენეჯერის კიდევ ერთ სტუმარს ვაკო ყორღანაშვილს, რომლის აქტიური ცხოვრების სტილი ბევრი ახალგაზრდასთვის გახტება მოტივაციის წყარო. რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე და რას მოიცავს მისი საქმიანობა დღეს თავად გვიამბობს.
თქვენი გამოცდილებისა და კარიერული გზის შესახებ გვიამბეთ.
ჩემი დღევანდელი საქმიანობა ზუსტად ის არის, რასაც მუდმივად წარმოვიდგენდი. სწავლა, განათლება, განვითარება, მრავალფეროვნება, ს
ჩემი პროფესია გახლავთ საჯარო ადმინისტრირება დ
მეორადი პროფესიით მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მენეჯმენტის სპეციალისტი გახლავართ. მაქსიმალურად ვცდილობ მივიღო საერთაშორისო გამოცდილება-ცოდნა, რომელსაც ისევ და ისევ, ჩემს კარიერაში, ჩემს საქმიანობაში გამოვიყენებ. ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა თემატიკის საერთაშორისო ტრენინგეში, სემინარებსა თუ კონფერენციებში, როგორც ორგანიზატორი, მონაწილე თუ ტრენერი.
წლების წინ „VYTAUTAS MAGNUS UNIVERISTY-ში“ საერთაშორისო ბი
ასევე, გახლავართ ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის საპატიო წევრი, დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი, მუდმივად გავდივარ ჰარვარდის უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსებს, რომლის არაერთი დიპლომი მაქვს. „GCSD“ს მიერ სერტიფიცირებული, საქართველოს ბანკის ბიზესკურსებისა, თუ “INTERTNATIONAL BUSINESS MANAGEMENT INSTITUTE-ს“ კურსსდამთავრებული, მუდმივად ვიღებ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც მომხსენებელი. მიღებული მაქვს არაერთი დიპლომი თუ სერთიფიკატები საგანმანანთლებ
უკვე წლებია, რაც საერთაშორისო პროექტებშია ქტ
გაცვლითი პროგრამა საუკეთესო სა
რა არის თქვენი დღევანდელი საქმიანობა?
რაც შეეხება ჩემს დღევანდელ საქმიანობას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ვრცელია, შრომატევადი, დატვირთული, შეიძლება ითქვას, რომ რთულიც კი, თუმცა, საკმაოდ ღირებული და მნიშვნელოვანი. „საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისიში“ და „დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში“ ვარ მიწვეული ლექტორი, სადაც ლექციებს ვკითხულობ ბიზნესის ადმინისტრირებისა ოფის-მენეჯმენტის შესახებ, ჩემს ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ვუზიარებ სტუდენტებს, მათ, ვინც კარიერის საწყის ეტაპზე არიან, ან აქვთ პროფესიული გამოცდილება და სურთ განვითარება, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადია, თუმცა ძალიან სასიამოვნო.
სტუდენტთათვის მაქვს ჩემს მიერ შედგენილი 2 სახელმძღვანელო, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია ზუსტად ის წაიკითხოს და შეისწავლოს, რაც მას სჭირდება დღევანდელ რთულ ბიზნეს გარემოში წინსვლისა და განვითარებისთვის. ასევე სტუდენტთა გზამკვლევი და 2 სამუშაო წიგნი, სადაც თეორიის გარდა, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული ქეისებით, ტესტებით, პროექტებითა თუ სხვადასხვა თემატიკის დავალებებით მაქისმალურად მიიღოს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
ზემოაღნიშნული საქმიანობა ჩემთვის მეტად საინტერესოა, რადგან შესაძლებლობა მაქვს გავიცნო, ცოდნა გავუზიარო სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანს. მუდმივად მოვისმინო განსხვავებული აზრი და მქონდეს ახალ, თუ ძველ თაობასთან უწყვეტი კავშირი, რაც ვფიქრობ, რომ დღევანდელობაში საკმაოდ მნიშვნელოვანია წარმატებულად ფუნქციონირებისათვ
პარალელურად, „ლიდერ ქალთა საზოგადოებაში“ წარმოგიდგებით, როგორც გენერალური მენეჯერი, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს ჩემს იდეებსა და ხედვებს. ლიდერ ქალთა საზოგადოებაში ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მეტად მასშტაბურია. ჩემს გუნდთან ერთად ვგეგმავ და ვახორციელებ სხვადასხვა სახის, საერთაშორისო პროექტებს, ტრენინგებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბით, ლექცია-სემინარებსა, თუ საკმაოდ მსხვილ ღონისძიებებს. მოცემული საქმიანობა საკმაოდ საპასუხსიმგებლო და რთულია, რადგან ყოველდღიურად ასობით ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია, რაც არც თუ ისე მარტივია.
ვარ საკმაოდ ბევრი საგანმანათლებლო სოციალურ
გრძნობა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ფასდება, მეტად ღირებულია. თუმცა, მუდმივად ვცდილობ განვითარებას და მუდამ ახლის ძიებაში ვარ.
რა იყო მოტივაცია იმისა, რომ გაგევლოთ ის გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ.
ბავშვობიდანვე მაქვს მოტივაცია, რომ ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ვიყო იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ვიყავი გარკვეული პერიოდის წინ. მუდამ ვიყო სიახლეებზე და განვითარებაზე ორიენტირებული და მუდმივად მაქვს შიში იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვიყო ერთ დონეზე გაჩერებული, ამიტომ მუდმივად ვეძებ რაღაც ახალს, განსხვავებულს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს. ხშირად შევუშინებივარ ჩემს იდეებს, „ამბიციებს“, თუმცა საბოლოო ჯამში თითოეული ნაბიჯი წარმატებით გვირგვინდება და იმედი მაქვს, რომ მუდამ ასე გაგრძელდება.
ჩემს გვერდით მუდმივად არიან ადამიანები, რომლებიც თითოეულ დღეს მოტივაციით ავსებენ, ეს იქნება ოჯახის წევრები, მეგობრები, კეთილის მსურველნი, თუ უცნობი ადამიანები.
ვფიქრობ, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს „საუკეთესო“, ან „ლიდერი“ არ აქვს დანებების, უკან დახევის, ან უმოქმედოდ ყოფნის უფლება.
ხშირად, როდესაც დავღლილვარ, ხშირად, როდესაც აღარ მქონია უნარი, რომ გზა გამეგრძელებინა, ჩემი თავისთვის მითქვამს, რომ მე არ მაქვს ამის უფლება, რომ ჩემგან ყველა საუკეთესოს მოელის. მითქვამს, რომ დანებებით ჩემი საყვარელი ადამიანები იმედგაცრუებულები დარჩებოდნენ და ამას ჩემგან ნამდვილად არ მოელიან. როდესაც აღარ შემწევს აღარანაირი უნარი იმისა, რომ გზა განვაგრძო, მუდმივად ჩამესმის ჩემი საყვარელი ადამიანების სამოტივაციო სიტყვები, მუდმივად ვხედავ მათ სახეებს და ვცდილობ, რომ თითოეული მათგანის იმედები მაქსიმალურად გავამართლო და ჩემი წარმატებითა და წინსვლით მათ მოტივაცია მივცე. როდესაც წარმოვიდგენ მათ სახეებს ნებისმიერი ახალი ნაბიჯისას, გული სიყვარულითა და მადლიერებით მევსება, მუდმივად ვცდილობ, რომ დღევანდელ რთულ, დაძაბულ და სტრესულ გარემოში ადამიანებში სიყვარული, ბედნიერება და რაც მთავარია, მოტივაცია გამოვიწვიო.
ჩემზე ბევრად უფროს ადამიანებს, რომელთაც ჩემზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, ხშირად უთქვამთ, რომ მათთვის მისაბაძი ადამიანი ვარ, ისინი იზიარებენ ჩემს მსოფლმხედველობასა და აზრებს. შესაბამისად, როდესაც ადამიანს მსგავსი პასუხისმგელობა გაქვს, დანებების, თუ უკან დახევის უფლება არავითარ შემთხვევაში არ გაქვს.
როდესაც დიდი, თუ პატარა, შენ გხედავენ, როგორც „ანთებულ სანთელს“ და შენით მათში სიბნელისას სინათლის ნაპერწკალს ხედავ, რომელიც დღითიდღე ღვივდება და იზრდება, ვერ ეტყვი შენს თავს, რომ დაიღალე, აღარ შეგიძლია, ან დანებების დროა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, ჩემი გარემოცვაა ჩემი მოტივაციის წყარო, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. დღესდღეობით ჩემს მოტივაციას ჩემი სამსახურეობრივი გარემო მეტად ამტკიცებს, რადგან ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის მისაბაძნი არიან. ან ადამიანებს, რომლებიც ჩემგან მეტსა და უფრო მეტს მოელიან. ხშირად, როდესაც ახალ გაცნობილ ადამიანს ვესაუბრები, მის სიტყვებში მიპოვია ის, რაც მე მეტად განმავითარებს. მიპოვია ზუსტად ის მომენტი, რაც მე მეტ მოტივაციას მაძლევს და საკუთარი თავისთვის მითქვამს „მე მისგან ბევრ რამეს ვისწავლი“, ან „მე მასთან მეტი დრო უნდა გავატარო, რომ მეტად განვითარდე“. უთქვამთ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო მოტივატორი ვარ. მუდმივად ვცდილობ, რომ მანამ, სანამ სხვა შემაქებს, მანამ, სანამ სხვას გაუხარდება, საკუთარ თავს შესაბამისი, რელევანტური უკუკავშირი მივანიჭო და ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეალურად შევაფასო. მყავს საუკეთესო ოჯახი, რომელიც ყველასათვის მისაბაძია, რომელიც მუდამ მავსებს მოტივაციით და მუდამ ჩემს გვერდით დგანან ნებისმიერ წამოწყებაში.
გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი.
როდესაც ვფიქრობ ჩემი ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზე, მახსენდება ჩემი პირველი რადიკალურად განსხვავებული, სპონტანური ნაბიჯი, რომელიც მივიღე. სრულიად დაუგეგმავად გადავწყვიტე საცხოვრებლად-სასწავლებლად ლატვიაში წავსულიყავი. ხშირად ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება, ზრდა და განვითარება, რომელიც დღემდე მომსდევს, სწორედ აქედან იწყება. მოცემული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გავიზარდე, ოჯახისგან, მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანებისგან შორს ბევრი რამ აღმოვაჩინე, შევიმეცნე და ვისწავლე. ზემოაღნიშნული პერიოდის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გავხდი სრულიად დამოუკიდებელი და მუდამ ახალის ძიებაში ვარ. ყოველთვიურად ვმოგზაურობ, ხშირად თვეში 2-3 ჯერაც კი მიწევს მოგზაურობა მივლინებით, ტრენინგებში მონაწილეობისათვის თუ ახალი გამოცდილების ძიებისთვის. ვსტუმრობ სხვადასხვა ქვეყნებს, ვიღებ ახალ ცოდნას, განათლებასა და გამოცდილებას, რაც ძალიან მომწონს და მახარებს.
თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.
როდესაც მეკითხებიან, თუ რა არის ჩემი საბოლოო მიზანი, რისთვისაც ყოველდღიურად ვშრომობ, ჰგონიათ, რომ ამ კითხვაზე საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი პასუხი მაქვს. ჰგონიათ, რომ ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილი მაქვს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ ყველაფერი საუკეთესო მოულოდნ