• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მენეჯერი – ნინო თევზაძე

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წარმოგიდგენთ რუბრიკა OK! მენეჯერის კიდევ ერთ გამორჩეულ სტუმარს ღონისძიებების მენეჯერს და კონტენტ კრეატორს ნინო თევზაძეს. დღევანდელ დღემდე საკმაოდ ვრცელი კარიერული გზა გაიარა და უამრავი საინტერესო გამოცდილება მიიღო. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი რუბრიკის გმირი თავად გვიამბობს და გაგვიზიარებს მის გამოცდილებას.

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

პროფესიით კინო-ტელე-ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტი ვარ. ღონისძიებების და სოც მედია მენეჯერი და პიარ სპეციალისტი. ჩემი სამუშაო გამოცდილება უკვე მრავალ  წელს ითვლის. პირველი კურსიდან ვმუშაობ სხვადასხვა სფეროში და მიღებული მაქვს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება.

უშუალოდ სასტუმრო მუზეუმში  გახსნის პირველივე დღიდან ვარ და ჩემთვის ეს სივრცე, ადგილი და სამსახური უკვე წლებია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარდა ღონისძიებებისა ვმართავ სოც ქსელებს, ამ მიმართულებითაც წარმატებით ვმუშაობ როგორც სასტუმროს გლამურულ სოც მედია კონტენტზე, ასევე სხვადასხვა პოპულარული კომპანიების სოც მედია პლატფორმებზე.

 

გზა რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ. თქვენი სამუშაო გამოცდილებების შესახებ გვიამბეთ.

ვარ შემოქმედებითი ადამიანი, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ და ვხატავ, უამრავ ლიტერატურულ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული წარმატებით.

ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში საბავშვო სერიალის სცენარის კონკურში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, შემდეგ კონტრაქტიც გამიფორმეს და  გარკვეული პერიოდი საინტერესო პროექტებში ვიყავი ჩართული ამ მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით აღარ გავყევი კინოინდუსტრიას და სცენარიტობას, ამ სფეროს ჰობის დონეზე დროის ფაქტორიდან გამომდინარე დღემდე ვანვითარებ ჩემში, ვწერ ნოველებს, რომლებიც საბას საიტზე ბიბლიოთეკაშია განთავსებული და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც მაქვს.

პროფესია ხელოვნების მიმართულებით ავირჩიე. ვარ კინო-ტელე – ხელოვნებათმცოდნე ჟურნალისტი, ერთდროულად ჩავაბარე ორ ფაკულტეტზე და მოგვიანებით უკვე პიარის, ღონისძიებების მიმართლებით და მარკეტინგის განხრით განვავითარე ჩემი შემეცნებითი არეალი. სამუშაო გამოცდილება მაქვს კველვითი კომპანიიდან სამშენებლო კომპანიამდე, ასევე ვკითხულობდი ლექციებს ხელოვნების დარგში.

მაქვს გამოცდილება უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი იყო CBS-ის საერთაშორისო მეგა შოუ, რომლის გადაღებებიც საქართველოში მიმდინარეობდა და რომლის პროექტის მენეჯერადაც მე დამამტკიცეს.

მიუხედავად საქმიანობის მრავალფეროვნებისა ყოველთვის ყველა კომპანიაში ღონისძიებების, პიარის და მარკეტინგის აქტივობებში ვიყავი ჩართული, სწორედ ამიტომ, პირველივე შემოთავაზებას ვყოფილიყავი სასტუმრო მუზეუმის ღონისძიებების მენეჯერი სიამოვნებით დავთანხმდი და დღემდე სიამოვნებით ვუძღვები ამ მიმართულებას

როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე?

იპოვნო საყვარელი საქმე – მარტივი არ არის.

შეიძლება კონკრეტულად რაღაც საქმიანობა საყვარელი გეგონოს, მაგრამ უშუალოდ შრომის პროცესმა დაგანახოს რომ საერთოდ სხვაგვარად წარმოგედგინა ეს ყველაფერი. ამიტომ მგონია რომ საყვარელი პროფესიისაკენ გზად მომიჯნავე სფეროებში სამუშაო მცირე გამოცდილებაც კი მარტივად დაგანახებს – სწორ გზაზე დგახარ თუ არა.

ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა რომ წარმატების გასაღები ნამდვილად საქმის სიყვარულია. ყოველ ახალ პროექტს ვუყურებ შედეგის კუთხიდან, ზუსტად ისე, როგორც დამკვეთი ხედავს თავის გეგმაში, წარმოსახვაში და შემდეგ უკვე რეალობაში.

იმდენად ესთეტიური, სასიამოვნო და შთამბეჭდავია ყველა ღონისძიების საბოლოო შედეგი, რომ ყველა წინამდებარე დაგეგმვის და განხორციელების ტექნიკური ნაწილიც კი უკვე უმარტივესად გეჩვენება.

რა გაძლევთ მოტივაციას?

ვფიქრობ ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი საქმიანობა შედეგის თვალსაზრისით ბედნიერებას იწვევს ადამიანებში.

მოტივაციაა – როცა გევალება დღე აქციო დღესასწაულად, შექმნა სილამაზე, აალაპარაკო დამსწრე საზოგადოება, მოისმინო სასიამოვნო აღტაცების შეძახილები, დატკბე შედეგით.

 

 

რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას?

არასდროს დაკარგონ ძვირფასი დრო და ენერგია იმ საქმის კეთებაში რაც მათი არ არის. აუცილებლად იპოვნი საქმეს, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს, მთავარია ძიების პროცესი.

ადრე წავიკითხე ცნობილი ებრაელი მწერალი ყვებოდა საკუთარ მამაზე – რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იცვლიდა პროფესიას, ნაყინის გამყიდველიც კი იყო, იმისათვის რომ ნამდვილად ეპოვნა ის საქმე, რომელიც აბსოლიტურ ბედნიერებას მიანიჭებდა.

ჰო და ამ ამბავმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუ გინდა რომ ხალხი გააბედნიერო და ესაა შენი მოწოდება, მაშინ ნაყინის გამყიდველობაც ერთგვარი მიზანია.

როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?

მიზნები და გეგმები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანია, წინ უამრავი მეგა პროექტი გვაქვს, უფრო დიდ მასშტაბებზე ვგეგმავთ გასვლას და უფრო მეტი დამკვეთის გაბედნიერებას. ასევე ვფიქრობ სამომავლოდ ჩემი საქმიანობის კუთხით სტუდენტებიც ჩავრთო და პრაქტიკის დონეზე დავანახო ყველა ის პროცესი რასაც ღონისძიება  გადის შეკვეთის აღებიდან შედეგის დადებამდე. მნიშვნელოვანია იცოდე პრაქტიკური ნაწილი იმ საქმის, რომელშიც სამომავლოდ გეგმავ განვითარებას და ირჩევ პროფესიად.

ფოტო: ზუკა კაკუტაშვილი

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Seaside Fairytale in Athens – დავით სხირტლაძისა და სალი ჯანაშვილის ქორწილი

#OK! Seaside Fairytale in Athens – დავით სხირტლაძისა და სალი ჯანაშვილის ქორწილი

June 23, 2026
#OK! “ნიანგი” – პირველი სიტყვა, რომელიც არჩიმ თქვა არა დედ-მამას, არამედ “საყვარელ ქვეწარმავალს” უკავშირდება

#OK! “ნიანგი” – პირველი სიტყვა, რომელიც არჩიმ თქვა არა დედ-მამას, არამედ “საყვარელ ქვეწარმავალს” უკავშირდება

April 5, 2021
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022
#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს

#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს

September 25, 2026
#OK! „ორსულად არის?“ – აიშვარია რაის პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩენას კრიტიკა მოჰყვა

#OK! „ორსულად არის?“ – აიშვარია რაის პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩენას კრიტიკა მოჰყვა

September 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები