• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ანა თურმანიძე

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რუბრიკა OK! მენეჯერის კიდევ ერთი გამორჩეული სტუმარი ანა თურმანიძეა, რომელიც უკვე 10 წელია ტურიზმის სფეროში, სასტუმროების მიმართულებით მუშაობს. მიაჩნია, რომ უწყვეტი, მიზნობრივი შრომა, დროის მენეჯმენტი და შეუპოვროპა, თითოეულ ადამიანს აძლევს ძალას არ გააჩეროს დაბრკოლებებმა და მიუხედავად დაღმავლობებისა, რომელიც გარდაუვალია, შეძლოს მიზნამდე მისვლა. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ ჩვენი რუბრიკის სტუმარს.

 

 

ანა, უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მოგესალმებით, მე გახლავართ ანა თურმანიძე, სასტუმრო „New Wave”-ის საოპერაციო მენეჯერი. სასტუმრო სფერო, გახლავთ მიმართულება, რომელიც უდიდესი კომფორტია ჩემთვის, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. სტუმრები, პარტნიორები, სასტუმროს შიდა მმართველობა, ტურიზმის სფეროს ტენდენციებისა და სიახლეების ეპიცენტრში ყოფნა არის ჩემი ცხოვრების და საქმიანობის განუყოფელი ნაწილი.

ყოველდღიურობა საკმაოდ აქტიური და საპასუხისმგებლოა. მიწევს განსხვავებული ტიპის საკითხებზე სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სტუმრის, კომპანიისა და თანამშრომლის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას მოითხოვს. სფერო იმდენად მგრძნობიარეა, რომ მუდმივად მიწევს ცვლილებების პულსზე გულისყურით დაკვირვება. ჩვენი სტუმრების არეალი წლიდან წლამდე ფართოვდება და უფრო მეტი ქვეყნის ბაზარს ვემსახურებით, რაც დიდი შრომისა და ერთიანი მიდგომის დამსახურებაა.

ჩემთვის ფრიად საინტერესოა პარტნიორული მიდგომის სპეციფიკა ევროპისა თუ აზიის ბაზრებისთვის. სტუმართა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით ვზრუნავთ კმაყოფილებისა და მომსახურების ხარისხის მაქსიმალური ნიშნულის მისაღწევად.

სამიზნე აუდიტორიები განსხვავდება პროდუქტის მიხედვით და შესაბამისად გუნდში დელეგირებული ფუნქციები გვეხმარება ერთიანი შედეგის მიღწევაში.

თქვენი გამოცდილების შესახებაც რომ გვიამბოთ, ის რაც აქამდე გაიარეთ.

10 წლის განმავლობაში ტურიზმის მიმართულებით ვმუშაობ, ძირითადად სასტუმრო სფეროში. ჩემი კარიერის თითოეულ ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები, პროექტები და გეგმები, რამაც გამზარდა და დიდი გამოცდილება შემძინა. ყველა სფეროს აქვს სპეციფიური და დარგობრივი განმასხვავებლები, რაც მეტად საინტერესოს ხდის თითოეულ მათგანს.

 

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ გარკვეული კარიერული ნაბიჯების გადადგმას?

ჩემი ათწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას, რომ ხაზი გავუსვა რამდენიმე აუცილებელ პიროვნულ თვისებას: ეს გახლავთ უწყვეტი, მიზნობრივი შრომა, დროის მენეჯმენტი და შეუპოვროპა, რომელიც მოგცემთ ძალას არ გაგაჩეროთ დაბრკოლებებმა და მიუხედავად დაღმავლობებისა, რომელიც გარდაუვალია, შეძლოთ მიზნამდე მისვლა.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი, რაც პირადად თქვენ კარიერულ წინსვლაში გეხმარებათ?

სწორედ ზემოხსენებული თვისებები გახლავთ, რაც შინაგან ძლიერებასა და პროფესიულ სიმტკიცეს მაძლევს, მათ შორის გახლავთ ინდუსტრიის თავისებურებებიდან გამომდინარე შეთვისებული მმართველობითი უნარები, საკითხების სიღრმისეული ცოდნა და გამოწვევების მიმართ ინტერესი, რომელიც ყოველი დღის პროგრესულ ცვლილებას გულისხმობს. ამასთანავე, როცა გუნდური შრომის ფასეულობა ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენელს კარგად ესმის, იწყება სხვადასხვა მიმართულების კადრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, სატრენინგო ლექცია-სემინარების გზით კადრების ზრდა და ჯანსაღი ურთიერთანამშრომლობის ერთგულება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მიზნად ვისახავთ ახალი ბაზრების ათვისებასა და არსებულისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებას. მმართველობით ნაწილში ინოვაციური მიდგომებისა და ეფექტური სისტემის შემოღებას, რომელიც  საოპერაციო მოქნილობას მეტად კომფორტულს გახდის როგორც თანამშრომლისთვის, ასევე სტუმრისთვის. მასშტაბების გაზრდა გახლავთ მთავარი ნიშნული, რომლისთვისაც თითოეული დეპარტამენტის, თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად იბრძვის და ეს მაძლევს პროგრესის იმედს, რომელიც სასტუმრო „New Wave”-ს აქცევს ერთ-ერთ წამყვან ადგილად სტუმართმასპინძლობის სფეროში.

 

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდი დედასთან იოლანდა ჰადიდთან ერთად Annual Golden Heart-ის დაჯილდოებას დაესწრო

#OK! ბელა ჰადიდი დედასთან იოლანდა ჰადიდთან ერთად Annual Golden Heart-ის დაჯილდოებას დაესწრო

October 18, 2022
#OK! Elsesi Racha Glamping – შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები წლის ნებისმიერ სეზონზე

#OK! Elsesi Racha Glamping – შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები წლის ნებისმიერ სეზონზე

February 4, 2022
#OK! თაკო ჩხეიძის ფლორენციული არდადეგები

#OK! თაკო ჩხეიძის ფლორენციული არდადეგები

January 17, 2023
#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

July 1, 2025

კვირის ჰიტები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები