• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Men

#OK! MEN – ლაშა ბექაური

September 6, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

OK! MEN-ის სტუმარია ცნობილი ქართველი სპორტსმენი – ლაშა ბექაური. თუ ტოკიოს ოლიმპიადამდე, ყველაზე ღიმილიან ჯუდოკას მხოლოდ ძიუდოს მოყვარულები იცნობდნენ, ოლიმპიადის შემდეგ კვარცხლბეკიდან ნათქვამმა „წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია ჩემი ხალხი“, ის მთელი ქვეყნის ფავორიტად აქცია. თუ რა გზა გაიარა ოცნების ასრულებამდე, გაიგეთ ჩვენი ინტერვიუდან.

ლაშა ბექაური: ძიუდომდე მამამ მიმიყვანა თავის ძველი „ნივით“. 7 წლის ვიყავი, ჩემზე უფროსი ბიჭი დავამარცხე, მაგრამ არ მომეწონა. მამას ძალით დავყავდი ძიუდოზე. თავად მკლავჭიდელმა იფიქრა, რომ ძიუდო ბევრად პერსპექტიულია, მეუბნებოდა, რომ დიდი სპორტსმენი გავხდებოდი. მწვრთნელი, კახა წიკლაურიც ამას მეუბნებოდა − აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი გახდებიო. მამა ყველაზე წესიერი და პატიოსანი კაცია. მან შემაყვარა სამშობლო, გამზარდა პატრიოტად, ისაა ჩემი მთავარი მოტივატორი. ძალიან ქართველია, კაცური კაცია, არაფერი ეშლება. როცა რაიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრია, გასვლის წინ მამას ვურეკავ, ვესაუბრები, მახსენებს ყველა დიდ წინაპარს… მოკლედ, როცა ტატამიზე გავდივარ, ჩემი ომი მაქვს.

 

,,პირველი ხელფასი 15 წლის საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დამენიშნა − 200 ლარი. არ გამოგვივლია იოლი პერიოდი, მაგრამ ვისაც გაჭირვება არ უნახავს, მისთვის უფრო ძნელია გაუძლოს სირთულეებს. 200 ლარი… თბილისში სახლიც ვიყიდე, ოლიმპიადამდე.”

.

მითხრეს, რომ 300 არაგველი გიყვართ ძალიან. ტატამიზე სამასმეერთე არაგველი ხართ?

არა! 300-ში პირველი არაგველი! გამარჯვებაში დახმარებას ყოველთვის წმინდა გიორგის ვთხოვ, ღმერთს არ ვაწუხებ. თან ღვთისმშობლისა და 300 არაგველის ხატი დამაქვს. ძიუდო 2016 წლიდან შემიყვარდა, როცა პირველი საერთაშორისო ტურნირები მოვიგე. მერე ჭაბუკებში, ახალგაზრდებში, ევროპა-მსოფლიო, მასტერსი, და წავიდა!.. მანდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად იყო საქმე! არ ვიცი, რა ვთქვა, ღმერთი მფარველობს, აბა ამ ხელით ოლიმპიადა როგორ მოვიგე? ტრავმა რომ მივიღე, 2 დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მამა მოვიდა და გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, მერე უკვე ზურა კახაბრიშვილი, ექიმები, მწვრთნელები − ყველა ერთად დამეხმარა და მადლობა მათ. ისეთი განადგურებული ვიყავი, საშინლად მძიმე იყო მდგომარეობა. დღეში რამდენიმე კლინიკაში მივდიოდი, 15 ნემსს ვიკეთებდი, არადა, ხომ ნახეთ, ევროპაზე როგორ ვიყავი, გიჟივით… ოლიმპიადაზე რომ ასე ვყოფილიყავი, ალბათ, დავიმხობდი იქაურობას!

 

 

ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ლექსებს წერს! რამ დაგაწერინათ პირველი ლექსი? 

თავიდან გოგო მომწონდა და მას დავუწერე ლექსი. შემდეგ ბათუმში, 2018 წელს, ისეთი მაგარი ჩანახატი დავწერე, მეც მომეწონა. მარტო ვიყავი ოთახში და მომაწვა გრძნობები. ნელ-ნელა უკეთ გამომდის.

რა გაღიზიანებთ ადამიანებში?

პირფერობა.

რა გიყვართ ადამიანებში?

ბრძოლისუნარიანობა, სიცოცხლით ტკბობის უნარი, სიკეთე.

ყველაზე მეტად რით ამაყობთ?

იმით, რომ ქართველი ვარ!

 

როგორია მოლოდინი თქვენი მისამართით, როდესაც ყველა ელოდება, რომ უნდა მოიგოთ? ეს კარგია, რთულია, თუ?..

მწვრთნელების აზრით, ამაზე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ ეს არ მთრგუნავს. ვიცი, ხალხი მელოდება, და ეს უფრო დიდი მოტივაციაა − თითქოს ომში მივდივარ და გამარჯვებული ვუბრუნდები. ახლა უფრო დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ არასოდეს მეშინოდა პასუხისმგებლობის. პირობას გაძლევთ − არასოდეს წავალ პოლიტიკაში. მინდა სიცოცხლეში დავამარცხო სიკვდილი და საქართველოს ისტორიაში ჩავეწერო ოქროს ასოებით. ისევე, როგორც ილია, ვაჟა.

 

რას გააკეთებთ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ?

ალბათ, წავალ სოფელში და მშვიდად ვიცხოვრებ. დავწერ ლექსებს, ვიქნები წყნარად, დავტკბები ცხოვრებით. და საერთოდ, ყველას გისურვებთ − ისიამოვნეთ ცხოვრებით.

 

 

ტექსტი: მაცაცო კევლიშვილი

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

გაიგე მეტი: OK! Menლაშა ბექაური

ასევე გაეცანი

#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია  რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს
OK! News

#OK! ჩვეულებრივი მომენტები დაუვიწყარი ისტორიის ნაწილია – სელფის ახალი კამპანია რეალური საზაფხულო ამბების გასაზიარებლად გვიწვევს

July 25, 2025
#OK! სმურფები დაბრუნდნენ – ჯადოსნური თავგადასავალი და რიანა სმურფულ სამყაროში
OK! News

#OK! სმურფები დაბრუნდნენ – ჯადოსნური თავგადასავალი და რიანა სმურფულ სამყაროში

July 25, 2025
#OK! დღეს ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს
Hollywood News

#OK! დღეს ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს

July 23, 2025
#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?
Hollywood News

#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

July 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მედ-დიაგნოსტიკა – დროული სკრინინგი თქვენი ჯანმრთელობისთვის

#OK! მედ-დიაგნოსტიკა – დროული სკრინინგი თქვენი ჯანმრთელობისთვის

September 30, 2021
#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

October 16, 2021
#OK! სიახლეების კვალდაკვალ – ინტერვიუ „ინოვა ინვიტროს“ ხელმძღვანელთან, ექიმ ქეთი ოსიძესთან

#OK! სიახლეების კვალდაკვალ – ინტერვიუ „ინოვა ინვიტროს“ ხელმძღვანელთან, ექიმ ქეთი ოსიძესთან

January 3, 2022
#OK! Street Style ჯიჯი ჰადიდი: მოდელის მონოქრომული იმიჯი!

#OK! Street Style ჯიჯი ჰადიდი: მოდელის მონოქრომული იმიჯი!

July 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

#OK! ჯადოქრები დაბრუნდნენ – „Practical Magic 2“- ის გადაღებები დაიწყო

July 19, 2025
#OK! დევიდ კომა – ვარსკვლავების რჩეული ქართველი დიზაინერი

#OK! დევიდ კომა – ვარსკვლავების რჩეული ქართველი დიზაინერი

July 20, 2025
#OK! დღეს ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს

#OK! დღეს ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს

July 23, 2025
#OK! რა საფრთხის შემცველია დუბაის შოკოლადი? –  ინფიცირებულია 4 ადამიანი

#OK! რა საფრთხის შემცველია დუბაის შოკოლადი? – ინფიცირებულია 4 ადამიანი

July 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები