• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! MEN – ირაკლი კვირიკაძე

March 12, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რუბრიკა OK! MEN-ის სტუმარია ახალი თაობის ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის “ცვალებადი ნიშნების” ვარსკვლავი- ირაკლი კვირიკაძე, რომელიც კარიერულ საქმიანობაზე, სცენაზე მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

 

რა ასაკში მიხვდით, რომ მსახიობობა გინდოდათ და თქვენს ცხოვრებას ამ პროფესიას დაუკავშირებდით?

როდესაც მსახიობობა მომინდა, პატარა, დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი. დედაჩემი მუშაობდა თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლების დეკორატორად, მეც სულ თან დავყვებოდი, ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი, მაგალითად, ერთი სპექტაკლი 30-ჯერ ვნახე. ფაქტობრივად, იქ გავიზარდე და ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში თეატრი, კინო, მხატვრობა.

 

სულ მსახიობობა გინდოდათ თუ სხვა პროფესიასაც განიხილავდით?

ადრე მხატვრობა მინდოდა, არქიტექტორობა და რაღაც დროის მანძილზე ვსწავლობდი კიდეც ამ მიმართულებით, მაგრამ 19 წლისამ თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე. ერთ წელიწადში კი მივხვდი, რომ რაღაც მეტი მჭირდებოდა და ამერიკაში წავედი.

 

მოგვიყევით თქვენი პირველი როლის შესახებ.

პატარა ვიყავი, როცა სალომე კობახიძის სადიპლომო მოკლემეტრაჟიან ფილმში ბავშვის როლი ვითამაშე, შემდეგ იყო Tbilisi, I Love You, ნოველებად დაყოფილი ფილმი და ერთ-ერთ ნოველაში მეც მომიწია მონაწილეობამ. ამას მოჰყვა „მძევლები“. ზუსტად „მძევლების“ გადაღების დროს მივხვდი, რომ სამუდამოდ ამ სფეროში დავრჩებოდი. ეს გახლდათ ძალიან საპასუხისმგებლო როლი და ყველაზე დიდი გამოცდილება. ყველაზე დიდი რესურსი, რაც კი რამეში ჩამიდია, ამ ფილმში იყო. რამდენადაც დამღლელი გახლდათ ენერგიის გაცემა, იმდენად ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ვიმუშავე ყველაზე მაგარ რეჟისორთან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის მსახიობთან მუშაობა.

 

როგორც ვიცით, ბერლინში „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის” პრიზით დაგაჯილდოვეს. მოგვიყევით ამის შესახებ.

„მძევლებიდან“ 1 წელიწადში ჩემს ცხოვრებაში მოხდა პირველი დიდი აღიარება, როდესაც ბერლინში „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის” პრიზით დამაჯილდოეს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ის შრომა და სიყვარული, რომელიც მუშაობაში ჩავდე, რაღაც მხრივ დამიფასდა. მივხვდი, რომ მსახიობობაზე მეტად არაფერი არ მიყვარს.

ტყუილია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ არ აქვს მისთვის მნიშვნელობა დაფასებას და აღიარებას. მთლიანად მაყურებლის შეფასებაზეა დამოკიდებული შენი კარიერა, წარმატება და იმის თქმა, რომ ეს არ აინტერესებს, ძალიან არაგულწრფელია. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა რამ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, – ჩემი შინაგანი განწყობა, პრიორიტეტები… პრიზი ნამდვილად არ არის მთავარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აღიარება გაძლიერებს, წინსვლაში გეხმარება, ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ზოგადად, როდესაც რაღაც გიფასდება, ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.

 

როდის იგრძენით, რომ ცნობილი სახე გახდით და უკვე საკმაოდ პოპულარული იყავით?

თუ ადრე მეგონა, რომ პოპულარული ვიყავი, „ცვალებადი ნიშნების“ დროს ვიგრძენი, მართლა რა არის პოპულარობა. ის ძირითადი სეგმენტი, თინეიჯერები, რომლებიც უყურებენ „ცვალებად ნიშნებს“, კიდევ სხვა გამოხატვის ფორმებით გამოირჩევიან, როგორც წესი, თავს არ იკავებენ და დღეს ქუჩაში რომ გავდივარ, მართლა ვგრძნობ რას ნიშნავს, იყო ცნობილი.

პროდიუსერი მაიკო სიხარულიძე სპეციალურად ჩამოვიდა ამერიკაში, შემხვდა, მომიყვა ყველაფერს, სცენარი გამაცნო. გარდა იმისა, რომ ძალიან მინდოდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და აქ რაღაცის გაკეთება, სერიალმა ზუსტად ამის საშუალება მომცა, ჩამოვსულიყავი საქმით და არ ისე, სახლში, ოჯახის და მეგობრების სანახავად.

ჩემი აზრით, ასეთი ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტი არც შექმნილა აქამდე და ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ, რომ მეც მისი ნაწილი ვარ. „ცვალებადი ნიშნების“ მთავარი მიზანი, ჩემი აზრით, ისაა, რომ მაყურებელს დაანახვოს ის ტაბუდადებული თემები, რაზეც აქამდე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. რა პრობლემები აქვს ამ თაობას, როგორ ჭრიან ამ პრობლემებს, როგორ უმკლავდენიან. ვინც ახლა სადღაც იმავე პრობლების წინაშეა, ნახოს, რომ მარტო არ არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, ასე გარედან შეხედოს იმას, რასაც შვილთან მიმართებაში ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს.

 

მოგვიყევით თქვენი პერსონაჟის შესახებ 

ჩემი პერსონაჟი არის ალექსანდრე, პროგრამირების ლექტორია და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ გაუში ამერიკიდან ჩამოდის ლექციების წასაკითხად. ერთი შეხედვით მსუბუქი და სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანია, თუმცა ნელ-ნელა გამოჩნდება მისი პრობლემები, სტრესები, ის, რის გამოც დათანხმდა და ჩამოვიდა ამერიკიდან, ამ ყველაფერს თანდათანობით გაეცემა პასუხი, რაც ძალიან საინტერესოს ხდის პერსონაჟს. სერიალში პირველად ვთამაშობ, რაც საინტერესო გამოწვევა და გამოცდილებაა. ჩემს პერსონაჟზე მუშაობისას ვგრძნობ გარკვეულ პარალელებსაც და ბევრ სხვაობასაც. ჩემი გმირი უფრო თავდაჯერებულია, უფრო განათლებული, მეოცნებეა და სიყვარულის ძიებაშია. მისგან განსხვავებით, მე სიყვარული 7 წლის წინ ვიპოვე და, ამ მხრივ, გაცილებით სტაბილური ვარ.

 

გაიგე მეტი: OK! Menირაკლი კვირიკაძე

ასევე გაეცანი

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას
OK! News

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 23, 2026
Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 64 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია GQ Portugal-ისთვის

#OK! 64 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია GQ Portugal-ისთვის

April 13, 2022
#OK! უკვე ოფიციალურად: ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

#OK! უკვე ოფიციალურად: ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

June 10, 2022
#OK! BergHOFF – ექსკლუზიური დიზაინის ნივთები სამზარეულოსთვის

#OK! BergHOFF – ექსკლუზიური დიზაინის ნივთები სამზარეულოსთვის

May 8, 2023
#OK! PARK HOME საბურთალოზე ახალი პროექტი „ანაგი დეველოპმენტისგან“

#OK! PARK HOME საბურთალოზე ახალი პროექტი „ანაგი დეველოპმენტისგან“

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები