• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

June 13, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მნიშვნელოვანი ცვლილება – პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში – ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდპლატფორმა შეიქმნა. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა.  ვატო ქავთარაძე, „ვინდფორსის“ კრეატიული დირექტორი:

 

შეგიძლიათ გვითხრათ გუნდის იდენტობის ახალი ფილოსოფიის შესახებ და რით განსხვავდება იგი წარსულისგან?

მთავარი განსხვავება ის არის, რომ აქამდე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ბრენდის იდენტობა პრაქტიკულად საერთოდ არ ჰქონდა. ანუ იყო ბუნებრივი ცნობადობა, რაღაც ლოგოტიპი, სხვადასხვა პერიოდის ფორმები, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველგვარი სტრატეგიული საფუძვლებისა და ბრენდპლატფორმის გარეშე არსებობდა. ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა სრულიად ახალი ფუნდამენტი, რაზეც დაშენდებოდა როგორც ეროვნული ნაკრების, ისე მთლიანად თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფილოსოფია. მთავარი ღერძი, რასაც ის დაეფუძნა, არის ის, რომ ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ძველ, მანკიერი აზროვნების მოდელებს, რომლებიც ძირითადად საბჭოთა კოლექტივისტური მიდგომებიდან იღებენ სათავეს და გადავედით დასავლურ, ინდივიდუალიზმზე დამყარებულ მსოფლმხედველობაზე – სადაც ყველა ჯგუფური წარმატება ინდივიდუალური ღვაწლიდან, ანუ ინდივიდის მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარიდან მომდინარეობს. მუშაობის პროცესში, რაც უფრო სიღრმეებში ჩავდიოდით, მით უფრო ვრწმუნდებოდით, რომ ამ ბრენდფილოსოფიას არა მარტო ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე შეეძლო ფუნდამენტური გავლენის მოხდენა (მაგალითისთვის, ბრენდის მისია საბოლოოდ სწორედ ამ სიტყვებით გამოიხატა: „ქვეყნის ცნობიერებაში ცვლილებების ტალღის წამოწყება, შთაგონება“). და თუ დავაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მათი განვითარების დრამატურგიას, ამხელა წინააღმდეგობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ბრენდმა ეს მისია გარკვეულწილად უკვე შეასრულა კიდეც.

 

 

როგორ იმოქმედა ქართული ფეხბურთის ისტორიულმა კონტექსტმა ამ ახალი ფილოსოფიის რებრენდინგისა და მიღების გადაწყვეტილებაზე?

ყველა ელემენტმა, მათ შორის ისტორიულმა კონტექსტმაც, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბოლოო კონსტრუქციის აგებაში. ფეხბურთი ჩვენს კულტურაში ისტორიულად და მჭიდროდ არის გადაბმული ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან. მაგალითად, ბევრს მიაჩნია, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში სწორედ სტადიონზე ჩაისახა და შემდეგ იმ წერტილამდე მივიდა, როდესაც ფეხბურთი საბჭოთა კავშირიდან მის დაშლამდე გამოვიდა და, შეიძლება ითქვას, წინ გაუძღვა ქვეყანას ნანატრი დამოუკიდებლობისკენ. ამგვარ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღრმად მწამს, რომ ის ამჯერადაც მოახერხებს იმავეს გამეორებას და ევროპისკენ სავალ გზაზე ქვეყანასაც დაეხმარება იქ მოხვედრაში, სადაც თვითონ უკვე გააღწია.

 

ახალი ფორმები ამ რებრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილია. შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო ინსპირაცია ამ პროცესის – მათი დიზაინის და რისი სიმბოლოა ისინი?

ზოგადად, ეროვნული ნაკრების იდენტობა ეროვნულ სიმბოლოებზე დგას ხოლმე – ვინაიდან ეს ბრენდი ყველასია და მასთან მიკუთვნილება მთელ ქვეყანას თანაბრად უნდა ჰქონდეს. ამ ტიპის სამუშაო, როგორც წესი, უკიდურესად რთული შესასრულებელია ხოლმე, რადგან ყველას ყველაფერი ერთგვაროვნად ვერ მოეწონება. თუმცა არსებობს გამონაკლისები და გვიხარია, რომ ეს სწორედ ასეთი შემთხვევა გამოდგა და ყველა, გულშემატკივრებიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, კმაყოფილი დარჩა იმ ნამუშევრით, რომელიც მივიღეთ. ნაკრების ახალი იდენტობა კომპლექსური და მრავალშრიანი ნაშრომია. ის თავის თავში აერთიანებს და ინტერპრეტირებულად ასახავს ჩვენს მთავარ ეროვნულ სიმბოლოებს – ის, რაც გამოხატული გვაქვს გერბზე, დროშაზე, ანბანში, ტიპოგრაფიაში, ორნამენტებში, ფოლკლორში, სიმღერებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის სხვა ნიმუშებში.

 

შეგიძლიათ ისაუბროთ ამ ახალი ბრენდის იდენტობის განვითარების პროცესზე? ვინ იყო ჩართული და რა ნაბიჯები გადაიდგა ცვლილებებისთვის?

ყველაფერს საფუძველი 2022 წლის ოქტომბერში, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენთან, ალექსანდრე იაშვილთან შეხვედრამ ჩაუყარა, რომელმაც გაგვაცნო იმ მომენტში ეროვნული ნაკრების წინაშე მდგომი ახალი მიზნები და გამოწვევები. ამის შემდეგ იყო ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი, რომელიც შედგებოდა უამრავი ეტაპისგან, რომელშიც ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი და რომელმაც საბოლოოდ ყველა ერთად წლევანდელი წლის 26 მარტის სიხარულთან მიგვიყვანა. რთულია იმ რაოდენობების დადგენა, თუ რამდენი ტიპის კვლევა, ინტერვიუ, შემდეგ იდეა, ვარიანტი, სკეტჩი, ნოტი, მოდელი, ჩასწორება თუ პრეზენტაცია გავიარეთ ამ გზაზე, მაგრამ მაღალი ალბათობით შემიძლია ვივარაუდო, რომ ამხელა მოცულობის და მნიშვნელობის მარკეტინგული პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ გაკეთებულა. მასზე მომუშავე ყველა ადამიანს აქ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ სათითაოდ ყოველმა მათგანმა, პროცესის განვითარების ყველა ეტაპზე, იმდენად თავდაუზოგავად და მთელი მიძღვნით იმუშავა, რომ დარწმუნებული ვარ, ამან არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა იმ საბოლოო შედეგამდე მისვლაში, რასაც მერე მთელი ქვეყანა სიხარულის ცრემლების უწყვეტი ნაკადით აღვნიშნავდით.

 

 

დაბოლოს, რა გზავნილი იყო ეს გულშემატკივრებისა და უფრო ფართო საფეხბურთო საზოგადოებისთვის?

„მე ვარ საქართველო“ არის ის განაცხადი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის განკუთვნილი და მისი პირით არის ნათქვამი.

როგორებიც ვიქნებით ჩვენ-ჩვენს საქმეებში, მისწრაფებებსა თუ, უბრალოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად უკომპრომისოდ და თავდაუზოგავად მივუძღვნით ჩვენს თავს იმ მიზნებს, რომლებსაც დავისახავთ და რამდენადაც შევძლებთ (პრობლემების სხვებზე გადაბრალების ნაცვლად) პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას – იმდენად წარმატებული იქნება ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და, შედეგად, მთელი ჩვენი ქვეყანა. ეროვნული ნაკრების ახალი ბრენდპლატფორმა, წმინდა საფეხბურთო მიზნების მიღმა, რეალურად სწორედ ამ მსოფლმხედველობის დანგრევას ემსახურება. და იმ ისტორიულ ეტაპზე, რომელზეც ამწუთას ვიმყოფებით, ამის გააზრება და გათავისება ყოველი ჩვენგანისთვის ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც არასდროს.

 

ტექსტი: ანი ოჩხიკიძე

ასევე გაეცანი

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert
OK! Business

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026
#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე  კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
OK! Business

#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!“ – გიორგი ქოჩორაშვილი!

#OK! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!“ – გიორგი ქოჩორაშვილი!

April 29, 2024
#OK! დუა ლიპა Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე Maximilian Davis-ის კაბით გამოჩნდა

#OK! დუა ლიპა Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე Maximilian Davis-ის კაბით გამოჩნდა

November 30, 2021
„სიკვდილში ლირიკა შევიტანე“ – ტარიელ ხარხელაური

„სიკვდილში ლირიკა შევიტანე“ – ტარიელ ხარხელაური

June 9, 2025
#OK! 30 გენიალური რჩევა საახალწლოდ – როგორ გავხდეთ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსია

#OK! 30 გენიალური რჩევა საახალწლოდ – როგორ გავხდეთ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსია

November 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

February 11, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები