• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

და აი, ზამთრის პირველი თვეც დადგა.

თბილმა, ფერადმა და მზიანმა ნოემბერმა ადგილი დაუთმო დეკემბერს.

ახლოვდება საახალწლო ფუსფუსი, ფასდაკლებები, საჩუქრებზე ზრუნვა.

ახლოვდება დღე, როცა ყველა ცდილობს, მთელი წლის დარდი დაივიწყოს და მომავალ წელს სხვადასხვა ასტროლოგის თუ ფენ შუის სპეციალისტის დარიგებების გათვალისწინებით შეხვდეს.

 

დეკემბერი ის თვეა, როდესაც ყველას გვახსენდება ჩვენში მიძინებული ბავშვობა და სასწაულების გვჯერა. სწორედ ამიტომ მინდა, ერთი ძალიან კარგი დიალოგი დაგიტოვოთ „პატარა პრინციდან“ − ყველას ზღაპრიდან:

„ადამიანები, − თქვა პატარა უფლისწულმა, − ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.

− მაგრამ ამაოდ… − დასძინა შემდეგ.

ჭა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, არ ჰგავდა უდაბნოს ჭას. ჩვეულებრივ, საჰარის უდაბნოს ჭა სილაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი სოფლური ჭა იყო. მაგრამ ახლომახლო სოფელი არ ჩანდა და თავი სიზმარში მეგონა.

− უცნაურია, − ვუთხარი პატარა უფლისწულს, − ყველაფერი თავის ადგილზეა: გორგოლაჭი, ვედროცა და თოკიც…

მან გაიცინა, ჭასთან მივიდა, თოკი აიღო და გორგოლაჭი დაატრიალა. გორგოლაჭი ისე აჭრიალდა, როგორც ძველისძველი, უქმად დებით დაჟანგული ფლიუგერი.

− გესმის? − თქვა პატარა უფლისწულმა, ჩვენ გავაღვიძეთ იგი და ისიც ამღერდა…

არ მინდოდა, რომ იგი დაღლილიყო.

− მე ამოვიღებ, − ვუთხარი უფლისწულს. შენთვის ეს ვედრო ძალიან მძიმეა.

ნელა ამოვიღე წყლით სავსე ვედრო და ჭის გვიმზე დავდგი. ჯერ კიდევ მესმოდა გორგოლაჭის ჭრიალი, ჯერ კიდევ ტოკავდა ვედროში წყალი და მის ზედაპირზე მზის შუქი ლივლივებდა.

− ეს წყალი მწყუროდა, − თქვა პატარა უფლისწულმა, − დამალევინე.

და მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც დაეძებდა იგი!

ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხუჭა და წყალს დაეწაფა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგოლაჭის ჭრიალმა და ჩემი ხელების ძალამ დაბადა და ახლა საჩუქარივით ეფონებოდა გულს. ბავშვობისას ასე მახარებდა ხოლმე საშობაო საჩუქრები: სანთლების ციმციმი შობის ხეზე, შუაღამის წირვის მუსიკა და ადამიანების ალერსიანი ღიმილი.

− შენი პლანეტის ადამიანებს, − მითხრა პატარა უფლისწულმა, − ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ.

− ვერ პოულობენ… − დავუდასტურე მე.

− ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.

− მართალია, − ისევ მივუგე მე.

− მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს…“

 

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი 

 

 

რედაქტორის არჩევანი: 

 

 

1 of 3
- +

1. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა პრინცი“

2. Ambience • ამბიენსი - შოკოლადების ნაკრები

3. Paco Rabanne Fame

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 10, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

July 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები