• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მეგობრობიდან სიყვარულამდე: დათუნა მგელაძისა და ნინო ფუტკარაძის LOVE STORY

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მომღერალ დათუნა მგელაძისა და ჟურნალისტ ნინო ფუტკარაძის სიყვარულის ისტორია მეგობრის დაბადების დღეზე დაიწყო. წლების განმავლობაში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა, გამყარდა და მტკიცე, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ ოჯახად გადაიქცა.

დათუნა და ნინო პირველ რიგში მეგობრები არიან, რომლებიც ერთმანეთს უპირობოდ უდგანან გვერდით და წარმატებასა თუ გამოწვევებს ერთად იზიარებენ. ამ სიყვარულის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი პატარა ვატოა, რომელიც, როგორც წყვილი ამბობს, უპირველეს ყოვლისა, ღირსეულ და კეთილ ადამიანად უნდათ, რომ აღზარდონ. როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა, რა აძლიერებს წლების განავლობაში მათ კავშირს და როგორ შეცვალა ოჯახმა მათი დამოკიდებულებები ამ და სხვა თემებზე წყვილი ვრცლად OK!-სთან ინტერვიუში გვიამბობს. რუბრიკის წარმდგენია „ავერსი“.

 

ჩვენს მკითხველსა თუ მაყურებელს, პირველ რიგში, ალბათ აინტერესებს, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, მანამდეც იცნობდით ერთმანეთს, მეგობრობა გადაიზარდა სიყვარულში თუ თავიდანვე გაჩნდა სიმპათია?

დათუნა: ერთმანეთის არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდით. ერთმანეთი კი უშუალოდ ჩვენი მეგობრების – „ქუჩის ბიჭების“ კონცერტზე გავიცანით. საერთო მეგობრები გვყავდა და სწორედ იქ შევხვდით.

ნინო: დიახ, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, თუმცა იმ დღემდე პირადად არ ვიცნობდით ერთმანეთს. ეს იყო სადღაც 2016-2017 წლებში. ზურამ გაგვაცნო ერთმანეთი.

 

 

შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა? პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, თუმცა დროთა განმავლობაში იჩენს ხოლმე თავს ისეთი თვისებებიც, რაც შეიძლება ნაკლებად მოგვწონდეს. თუ ყოფილა ასეთი მომენტი და როგორ მიიღეთ ის?

ნინო: დათუნაში რაიმე ისეთი განსაკუთრებული თუ რადიკალური უარყოფითი თვისება არ შემინიშნავს, რაც ურთიერთობაზე ცუდად იმოქმედებდა.

დათუნა: ძირითადად ეჭვიანობას ასახელებენ ხოლმე. საბედნიეროდ, ეს მომენტი არცერთს არ გვაქვს.

ნინო: მიუხედავად იმისა, რომ დათუნას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და სულ ყურადღების ცენტრშია, ჩემთვის ეს არცერთი წამით არ ყოფილა ეჭვიანობის მიზეზი. ალბათ იმის დამსახურებაა, რომ დათუნა უზომოდ ერთგულია. არცერთი წამით არ შემპარვია მასში ეჭვი.

დათუნა: გულახდილად რომ ვთქვა, ერთ-ერთი რამ, რამაც აღმაფრთოვანა, სწორედ ეს იყო. იმ პერიოდში ჩემი კარიერის პიკში ვიყავი, ნინო ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდა, ზუსტად იცოდა ჩემი პროფესიის სპეციფიკა და გაგებით მიუდგა ამ საკითხს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

 

თქვენი აზრით, რა არის საჭირო ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის?

ნინო: ნდობა, პირველ რიგში. ერთმანეთის მიმართ უნდა გქონდეთ ნდობა, სიყვარული და მოთმინება.

დათუნა: რა სახის კონფლიქტიც არ უნდა არსებობდეს, ორი სხვადასხვა ადამიანი ხართ და ბუნებრივია, განსხვავებული აზრებიც გექნებათ, მაგრამ ამ ყველაფრის მთავარი წამალი მაინც სიყვარულია.

 

რა გასწავლათ ამ ურთიერთობამ? ერთმანეთთან თანაცხოვრებამ რა აღმოგაჩენინათ საკუთარ თავში?

 

დათუნა: რაც დრო გადის, უფრო მეტად მიყვარს და ვხვდები, რომ მასზე უკეთესი მეგობარი მე არავინ მყავს. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ზუსტად იცი, ვის გავუზიარო პირველი სიხარული ან ვის ვკითხო რჩევა. ეს ძალიან დიდი კომფორტია.

ნინო: დიახ, მართლა ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვართ. იმდენად კარგად ვატარებთ დროს და ისე გვსიამოვნებს ერთად ყოფნა, რომ გვერდით დამატებით არავინ გვჭირდება.

 

 

როგორც აღნიშნეთ, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ხართ. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, ერთად რისი კეთება გიყვართ?

დათუნა: ინტერვიუმდეც ვსაუბრობდით, რომ უკვე 4 წელია, ჩვენი ყველაზე დიდი გასართობი და სიხარული ჩვენი შვილი – ვატოა. ვერაფერი გვანიჭებს იმდენ სიხარულს, რამდენსაც ეს პატარა ანგელოზი. მისი ბედნიერებით ვარ ყველაზე ბედნიერი. ახალს არაფერს ვიტყვი, ალბათ ყველა მშობელს ესმის ჩემი.

 

მოგზაურობა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

 

დათუნა: აი, ერთადერთი საკითხი, რაშიც ვერ შევთანხმდით, ეს არის…

ნინო: მე კი ძალიან მინდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთად წავიდეთ და ვატოც წავიყვანოთ, თუმცა დათუნა იკავებს თავს.

დათუნა: ნინო მართალია, მე ზედმეტად ფრთხილი ვარ. პირდაპირ რომ ვთქვა, ჩემს ქვეყანაში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. მითუმეტეს, პროფესიიდან გამომდინარე, ფრენა სულ მიწევს და გამუდმებით ჰაერში ვარ… ამიტომ ყველაზე მშვიდად მაინც ჩემს სახლში, ჩემს ახლობლებთან ვარ. როგორი მაგარი დახვედრაც არ უნდა მქონდეს საზღვარგარეთ კონცერტზე, გული მაინც საქართველოსკენ მომიწევს.

 

ოჯახის შექმნის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს პიროვნულ აღქმაში?

დათუნა: ეგოიზმი და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი გაქრა. მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი ოჯახია და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება.

ნინო: აბსოლუტურად ვეთანხმები.

 

 

 

დათუნა, კარიერულ სიახლეებზეც რომ გვესაუბროთ. ვიცი, რომ ახალი სიმღერა გამოუშვით… რა ეტაპზე ხართ ახლა?

დათუნა: გარკვეული პერიოდი სხვა საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული, თუმცა ახლა ჩემს მუსიკალურ ხმის ჩამწერ სტუდიაზე ვარ გადართული. სტუდია გავხსენით არაჩვეულებრივ მუსიკოს დიმასთან ერთად და აქტიურად ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე. თითქმის ყოველდღე ვიკრიბებით და ეს პროცესი ძალიან მახარებს. ახლახან გამოშვებული სიმღერის გარდა, კიდევ სამი კომპოზიცია გვაქვს ჩაწერილი. ვფიქრობ, ოქტომბრამდე, სანამ ახალი სეზონი გაიხსნება, სულ მცირე ექვსი სიმღერა მაინც გვექნება მზად. მინდა აქტიურად დავბრუნდე და თვეში ან ორ თვეში ერთხელ ახალი ნამუშევარი შევთავაზო მსმენელს.

 

აღნიშნეთ, რომ ვატოს ძალიან უყვარს სიმღერა. როგორც გამოცდილ მუსიკოსს, გსურთ, რომ ისიც ამ სფეროს გაჰყვეს?

დათუნა: დიახ, მინდა. ჩემი გადასახედიდან, ეს ძალიან კარგი პროფესიაა. შენი ნიჭითა და შრომით ადამიანებს აბედნიერებ. კორპორაციულ საღამოებზე ხშირად უთქვამთ: „ამ სიმღერის ფონზე გავიცანით ერთმანეთი და გვინდა, რომ ჩვენს ქორწილშიც იმღეროთ“. ეს უდიდესი სიხარულია. ყოველგვარი პრობლემა გავიწყდება, როდესაც სცენიდან აპლოდისმენტების ხმა გესმის, ხვდები, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ.

 

მთავარი ღირებულებები, რისი სწავლებაც გსურთ შვილისთვის?

ნინო: პირველ რიგში, მინდა იყოს კარგი ადამიანი, ზრდილობიანი. არ აერიოს ერთმანეთში ზრდილობა და თავისუფალი სიტყვის გამოხატვა. ჩვენც მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ჩამოყალიბდეს განათლებულ და ღირსეულ პიროვნებად. დანარჩენს უკვე თვითონ გადაწყვეტს, როცა გაიზრდება.

 

 

არსებობს მოსაზრება, რომ ურთიერთობა დროთა განმავლობაში ფორმას იცვლის. თქვენს შემთხვევაში თუ შეიცვალა ის და რა სახით?

დათუნა: ურთიერთობა ფორმას მხოლოდ დადებითი კუთხით იცვლის. გაცილებით მეტი ნდობა ჩნდება, უფრო მეტად გიყვარდება ადამიანი. ურთიერთობა ბრძენდება, უფრო მეტად აფასებ ერთად განვლილ წლებს. ჩემი აზრით, ყოველი წელი ახალი სიხარულია.

ნინო: ჩვენს შემთხვევაში ყოველ წელს უფრო მყარდება ჩვენი კავშირი. მართლა ვერ წარმომიდგენია ცხოვრება დათუნას გარეშე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ყოველდღიური გაფრთხილება სჭირდება.

 

ერთი სიტყვით ან ფრაზით რომ აღწეროთ თქვენი ურთიერთობა, რა იქნება ეს?

დათუნა: საუკეთესო მეგობარი!

ნინო: სრულიად ვეთანხმები. და კიდევ – სიყვარული. ამაზე უკეთესად ვერაფერი გამოხატავს ჩვენს ურთიერთობას.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები