• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ლეგენდა, სახელად ელდარ შენგელაია

October 18, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქართული OK! ქართული ხელოვნების სიამაყეს, ჩვენი კინოხელოვნების ცოცხალ ლეგენდას, ყველასათვის საყვარელ და პატივსაცემ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას წარმოგიდგენთ.

„ცისფერი მთები“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და კინოხელოვნების სხვა მარგალიტები რეჟისორის ის შედევრებია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, არ კარგავს ტელემაყურებლისთვის აქტუალურობას.

სიამოვნებით გთავაზობთ ლეგენდარულ კინორეჟისორთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

 

ბატონო ელდარ, თქვენ გაქვთ უაღრესად საინტერესო და, ამავდროულად, ალბათ, რთული შემოქმედებითი გზა. თქვენ შექმენით ეპოქა ქართულ კინოხელოვნებაში, რომელიც თაობებს გაჰყვება. გვითხარით, რა არის ის, რაც განსაკუთრებით გახარებთ და კმაყოფილებას გგვრით, როცა უკან იხედებით და კიდევ, გაგვიმხილეთ, რამეს თუ ნანობთ?

რაც შეეხება ეპოქის შექმნას, რაც არ უნდა თავმდაბალი ვიყო, რაღაც მსგავსი, ალბათ, მოხდა, რადგან ჩემი ფილმები უკვე 40-50 წელია კვლავ აქტუალურია. ძალიან სასიამოვნოა ფესტივალებზე აღიარებები და ჯილდოები, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის არის, როცა ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, აი, გუშინ ვნახე თქვენი ფილმი და როგორ ვისიამოვნეო. ზოგი „ცისფერ მთებზე“ მეტყვის, ზოგიც „შერეკილებზე“, „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ და ასე შემდეგ. ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი სწორედ ესაა, როცა ამდენი წლის შემდეგ ისევ აქტუალურია და კიდევ უყურებენ ჩემს ფილმებს. ეს ყველანაირ ჯილდოს მირჩევნია. სინანულზე გამიჭირდება თქმა, არავის აქვს ისეთი ცხოვრება, რომ რაიმე სანანებელი არ ჰქონდეს. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ზოგადად, ყველაფრის მიუხედავად, სულ წინ ვიხედებოდი, წინ მივდიოდი და ვქმნიდი. რაღაც პერიოდი შემოქმედებითი პაუზა მქონდა, რადგან ქვეყანა ყირაზე დადგა და პოლიტიკაში ვიყავი ჩართული. შემდეგ კვლავ დავუბრუნდი კინოს.

 

 

რომელია თქვენი გენიალური შემოქმედებიდან თქვენთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარი და რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მიყვარს, რადგან ჩემი ფილმები შვილებივითაა ჩემთვის. ვერ ვარჩევ. თუ ძალიან ჩამეკითხებით, ალბათ, მაინც „ცისფერ მთებს“ გამოვარჩევ. ისეთ დროს გადავიღე, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ფილმმაც განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია. დღემდე ძალიან აქტუალური და პოპულარულია.

 

როგორი იყო ხოლმე მუშაობის პროცესი? უყვარდათ მსახიობებს თქვენთან მუშაობა? გადაღებების შიდა მხარეებზე მოგვიყევით, თუ შეიძლება, რაც ეკრანის წინ მჯდარი მაყურებლისთვის უხილავი დარჩა.

გადაღებები ყოველთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მსახიობებთანაც კარგ დამოკიდებულებაში ვიყავი. თავისუფლებას ვაძლევდი, ვუქმნიდი კომფორტულ სიტუაციას, რომ თავისუფლად ეგრძნოთ თავი. მაგალითად, თემიკო ჩირგაძე (ვაჟა ზაზაევიჩის როლი ფილმიდან „ცისფერი მთები“) ცხოვრებაში ძალიან მორცხვი ადამიანი იყო, წარმოგიდგენიათ? ცნობილი თამადა იყო, ძალიან განათლებული კაცი, ექიმი. სუფრასთან, როცა სვამდა, გაიხსნებოდა და ზღვა იუმორს, იმპროვიზაციას, უდიდეს ინტელექტს ავლენდა. მაგრამ გადაღებაზე ისეთი მორცხვი იყო, ვერ წარმოიდგენთ. და რა ფანტასტიკურად ითამაშა თავისი ცნობილი როლი, ეს თავად თქვით. მე არ მეგულება სხვა მსახიობი, რომელიც თემიკოსავით შეასრულებდა ამ როლს.

 

 

რაიმე რიტუალი თუ გქონდათ გადაღებების დაწყების წინ ან გადაღებების დროს?

ასეთი რიტუალი გვქონდა: მთელი ჯგუფი ვიკრიბებოდით გადაღებების წინ, ერთ დიდ მოზრდილ თეფშზე ყველა მოაწერდა ხელს, შემდეგ გავხსნიდით შამპანურს, თეფშს გადმოვაბრუნებდით და ყველა ერთად ფეხით გავტეხდით. ნატეხებს ვინახავდით. ეს რიტუალი მქონდა ყოველი ფილმის გადაღებების დაწყების წინ.

 

თქვენ თანამშრომლობდით ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ: გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე.. გაიხსენეთ თქვენი თანამშრომლობის დეტალები.

ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო. მოდი, ჯერ რეზო გაბრიაძეს გავიხსენებ, რომელიც პირველმა მე აღმოვაჩინე, როცა მოსკოვში სარეჟისორო კურსებზე სწავლობდა. დავიწყე მასთან თანამშრომლობა, გავაცანი გია დანელიას. ამგვარად, „არაჩვეულებრივი გამოფენის“ პარალელურად გაკეთდა „არ დაიდარდო“.

ბაკურიანში შევხვდი გია ყანჩელს და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მისი ნაწარმოებების მოსმენა. მომასმენინა, ძალიან მომეწონა და აქედან დაიწყო გია ყანჩელის მუსიკის აჟღერება ქართულ კინოში. შემდეგ სულ ჩემი კომპოზიტორი იყო, ორიოდე ფილმის გამოკლებით. გია დიდი პროფესიონალი იყო. არაჩვეულებრივად იცოდა კინოს სპეციფიკა, როგორ ეკეთებინა კინომუსიკა. რაც შეეხება კახიძეს, როცა „შერეკილებს“ ვიწყებდით, გია ყანჩელმა მითხრა, მარტო მე არ ვიქნები აქ საკმარისი, ჯანოც დაგჭირდებაო და მართლაც, ახლა ჯანო კახიძის ხმის გარეშე წარმოუდგენელია „შერეკილები“.

 

 

„სამანიშვილის დედინაცვალზე“ რომ ვმუშაობდით, ფილმისთვის მუსიკა ჯანომ და გიამ დაწერეს, დამირეკეს და მითხრეს, მოდი, უნდა მოგასმენინოთო. მივედი, ჯანო იქვე წამოწოლილი დამხვდა, გია იჯდა როიალთან და დაიწყო დაკვრა. აღმოჩნდა, რომ ძირითადად ჯანოს დაწერილი იყი მუსიკა და ბოლოში რამდენიმე ნოტი დაუმატებია გიას. სწორედ ის ნოტები ამოვაღებინე, სხვა ყველაფერი მომეწონა. ისეთი ხარხარი ატყდა… გიამ მითხრა, რაღა ჩემი დამატებული ნოტები არ მოგეწონაო…

„ცისფერ მთებზე“, ცოტა არ იყოს, ვაწვალე ყანჩელი. თვითონ ჰყვებოდა ხოლმე, 40 წუთის მასალა მქონდა გაკეთებული, ელდარმა მოისმინა და ამოკრიბა მარტო რამდენიმე ნოტი, დანარჩენი სულ გადამიყარაო. იმ ძირითად ლაიტმოტივს გულისხმობდა, რომელიც მთელ ფილმს გასდევს და ყველასთვის ძალიან ნაცნობი ჰანგებია, რომელიც დღეს გაჟღერებისთანავე „ცისფერ მთებთან“ ასოცირდება.

 

რა არის თქვენი ყველაზე დიდი, სანუკვარი სურვილი სწორედ ახლა? გაგვიმხილეთ, თუ შეიძლება…

მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაიმართოს, დადგეს ფეხზე, მშვიდობა და სიწყნარე იყოს, ამის დიდი სურვილი მაქვს და ასევე, სანამ შემიძლია, მინდა კიდევ გადავიღო ფილმი.

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ფოტო: ნანო თენოშვილი

ტექსტი: თაკო გვაზავა

ასევე გაეცანი

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში
OK! News

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

January 20, 2026
#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?
OK! News

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 19, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია
OK! News

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

January 19, 2026
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს
OK! News

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ხათუნა ჟორდანია იუბილარია – ნახეთ როგორ ულოცავს ზურა ხაჩიძე დაბადების დღეს

#OK! ხათუნა ჟორდანია იუბილარია – ნახეთ როგორ ულოცავს ზურა ხაჩიძე დაბადების დღეს

February 9, 2023
#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! იგრძენი თავი უნიკალურად NB Atelie-თან ერთად

#OK! იგრძენი თავი უნიკალურად NB Atelie-თან ერთად

November 4, 2024
#OK! 11 ცნობილი მსახიობი, რომელმაც საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის როლი შესანიშნავად მოირგო

#OK! 11 ცნობილი მსახიობი, რომელმაც საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის როლი შესანიშნავად მოირგო

April 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 23, 2026
#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები