• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კიდევ ერთხელ Language Centre-ის შესახებ

June 15, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალ OK!-ის მკითხველი მრავალპროფილიან სასწავლო ცენტრს – Language Centre (LC)-ს კარგად იცნობს. ცენტრი 15 წელია წარმატებით მუშაობს უცხო ენების, სასკოლო-სააბიტურიენტო საგნების და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდის ჩასაბარებელი მოსამზადებელი პროგრამების მიმართულებით. Language Centre (LC)-ის შექმნის იდეა ინგლისური ენის ფილოლოგს, ია რაზმაძეს მაშინ გაუჩნდა, როდესაც მის გარშემო მეგობრები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ბაზარზე არ იყო ისეთი სივრცე, სადაც აბიტურიენტი ერთდროულად შეძლებდა როგორც უცხო ენებში, ასევე სხვა საგნებში მომზადებას. იდეამ გაამართლა და ცენტრმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა საგანმანათლებლო ბაზარზე. აგერ უკვე 15 წელია ინარჩუნებს პროფესიონალიზმით ნაშენებ რეპუტაციას.

 

ქალბატონო ია, რამ განაპირობა Language Centre (LC)-ის წარმატება?

(ია რაზმაძე): ამ 15 წლის მანძილზე იყო არაერთი დაბრკოლება და გამოწვევა, თუმცა სურვილი ისეთი დიდი იყო, რომ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ და არა მე, მხოლობითში საუბარი წარმატების შესახებ არ იქნება სწორი, რადგან წარმატებას ცენტრმა სრულ გუნდთან ერთად მიაღწია, დიდი შრომის და მონდომების შედეგად.

დღეს უკვე დიდია კონკურენცია ბაზარზე, 15 წლის წინ კი რთული საპოვნი იყო ხარისხიანი სასწავლო ცენტრი, სადაც მოსწავლე შეძლებდა უცხო ენების და სხვა საგნების შესწავლას ერთ სივრცეში.

თავდაპირველად Language Centre-ი (LC) უცხო ენებით გამოჩნდა ბაზარზე: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული, არაბული ენებით. ინგლისური მთავარი ღერძი იყო და არის მთელი ეს წლები. A 1 დონიდან C 2 დონის ჩათვლით, ასაკის შეუზღუდავად. საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება ( IELTS-ი, TOEFL-ი, FCE-ი, CAE, SAT-ი…. ) ბიზნესინგლისური, სასაუბრო (ე.წ. სფიქინგის) გაკვეთილები (ყოველი კურსის დასრულებისას გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).

თითოეული პედაგოგის თავდადება, მათი მაღალი პროფესიონალიზმი, საგნის სიყვარული, გუნდურობა და შედეგად უამრავი წარმატებული მოსწავლე გახდა მოტივი-მიზეზი, ერთ ადგილზე არ გავჩერებულიყავით. დაარსების მეორე წელს ცენტრმა მეორე მიმართულება გახსნა, სასკოლო-სააბიტურიენტო საგნები (ქართული, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), მათ შორის ხატვა და ხაზვა.

წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მუდმივად განვითარების სურვილი გახდა მიზეზი იმ წარმატებისა, რომ ცენტრმა მეორე და მოგვიანებით კი მესამე ფილიალი გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე: ვაჟა-ფშაველას გამზ.# 78ა, მოსკოვის გამზ.#45 და ქ. რუსთავი, გ. ლეონიძის ქ.#12

 

 

რა გამოგარჩევთ ბაზარზე არსებული სხვა ცენტრებისგან?

ჩვენი სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს არაერთ ბრიტანულ ინსტიტუტთან. ამის ფარგლებში, ვიღებთ რჩევებს სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ცენტრის უცხო ენის პედაგოგები გამოწვევად იღებენ მოსწავლეების ისეთ პოპულარულ ფრაზას, როგორიცაა „მესმის, მაგრამ ვერ ვსაუბრობ“. შესაბამისად, ოთხივე უნარ-ჩვევის კომბინაცია, რომელიც გულისხმობს წერას, კითხვას, მოსმენასა და საუბარს, თანაბრადაა გადანაწილებული სწავლების პროცესში და უფრო მეტიც, სისუსტის აღმოფხვრის თვალსაზრისით, მეტი აქცენტი კეთდება ამა თუ იმ პრობლემის დაძლევაზე. ვხელმძღვანელობთ ე.წ. ეკლექტური მიდგომით. რაც მოიცავს სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას: გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი (GrammarTranslation Method), აუდიოლინგვალური მეთოდი (Audio-Lingual Method), კომუნიკაციური მიდგომა ენის სწავლებაში (Communicative Language Teaching), დავალებაზე ორიენტირებული ენის სწავლება (Task-based Language Learning), სრული ფიზიკური რეაგირება/პასუხი (Total Physical Response), პირდაპირი მეთოდი (Direct Method), ბუნებრივი მეთოდი (Natural Method) და სხვ. რომელსაც პედაგოგი ინდივიდუალურად არგებს როგორც ჯგუფს, ასევე თითოეულ მოსწავლეს ასაკისა და მიზნების გათვალისწინებით.

ასევე, ცენტრში დანერგილი გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები და ერთ-ერთი მეთოდი საგნების სრულყოფილად სწავლებისთვის, მოგეხსენებათ, არის IT-ის გამოყენება. კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარის განვითარებისთვის ვიყენებთ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტებს, სიმულაციებს და ვირტუალურ ლაბორატორიებს საბუნებისმეტყველო საგნებში.

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

სწორად დაგეგმილი პროგრამა, ზუსტად შერჩეული სახელმძღვანელო და უამრავი წარმატებული მოსწავლე-სტუდენტი – ესაა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია. შრომისმოყვარესთან ერთად მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის ვცდილობ მივაღწიო დასახულ მიზანს.

მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრის განვითარების გზა არ გულისხმობს მხოლოდ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებასა და დახვეწას, არამედ სხვადასხვა გამოწვევის მიღებასა და დროულ რეაქციას. არ შემიძლია არ გავიხსენო პანდემია და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, პედაგოგების პროფესიონალიზმია, როდესაც დაუყოვნებლივ მოხდა მორგება ონლაინსწავლებასა და ხარისხის შენარჩუნებაზე, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს ცენტრი თანაბარი ეფექტურობით უმკლავდება როგორც ონლაინ, ასევე საკლასო სწავლებას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Language Centre-ს (LC) ქმნის პროფესიონალთა გუნდი, თანამშრომლები გამოირჩევიან თანამედროვე მიდგომებით და მაღალი კვალიფიკაციით, რაც გულისხმობს გავლილ ტრენინგებს და საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა CELTA ( ინგლისური ენაში).

ასევე, არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ცენტრის ყველა ახლანდელი თუ ყოფილი მოსწავლე. ისინი მაძლევენ სურვილს, ძალას, ენერგიასა და ახალ იდეებს, რომ არ გავჩერდე. მინდა, რომ Language Centre-ი (LC) იყოს მათთვის საყვარელი „თავშეყრის“ ადგილი, სადაც ყველა მუდმივად სიხარულით მოვა.

 

 

სამომავლო გეგმები

ჩვენს ცენტრში, საბაზო და საშუალო განათლების პროგრამების მიხედვით, შევიმუშავეთ მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდის ჩასაბარებელი მოსამზადებელი კურსის პროგრამები ყველა საგანში, რომელიც მორგებულია განათლების მაღალი ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნიერების უნარზე, რაც მიგვაჩნია, რომ აკადემიური წარმატების მთავარი პრიორიტეტია კომპეტენციის დადასტურების დროს.

პროგრამის განხორციელებაში ცენტრის პროფესიონალური გუნდი მასწავლებლობის მსურველებს, ტრადიციულ სწავლებასთან ერთად, მიაწვდიან ახალ ცოდნას, შეასწავლიან სწავლა-სწავლების საჭიროებაზე მორგებულ უნარ-ჩვევებს და, შესაბამისად, მისცემენ ხარისხიან განათლებას.

წელს პირველად Language Centre-ი (LC) საკუთარი სახელმძღვანელოს გამოყენებით განაგრძობს აბიტურიენტების მომზადებას ინგლისურ ენაში.

მიხარია, რომ ყოველ წელს ცენტრში დარეგისტრირების უამრავი მსურველია, როგორც უცხო ენებზე, ასევე სასკოლო-სააბიტურიენტო საგნებზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დამსახურებაა.

სამომავლოდ ვგეგმავ ცენტრის მეოთხე ფილიალის გახსნას, მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც ვფიქრობ, წარმატებით გავართმევ თავს.

 

 

ტექსტი: სოფია მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის, Kylie Cosmetics-ის ახალ პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის, Kylie Cosmetics-ის ახალ პროდუქციას არეკლამებს!

June 23, 2021
#OK!  ქუჩის სტილის ინსპირაცია სალომე ღვინიაშვილისგან

#OK! ქუჩის სტილის ინსპირაცია სალომე ღვინიაშვილისგან

October 23, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესის კვალდაკვალ: ალექს როდრიგესს ახალი მეგობარი ქალბატონი ჰყავს

#OK! ჯენიფერ ლოპესის კვალდაკვალ: ალექს როდრიგესს ახალი მეგობარი ქალბატონი ჰყავს

August 3, 2021
#OK! ირინა შეიკის და კენდალ ჯენერის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Marc Jacobs-ის ახალი კამპანიისთვის

#OK! ირინა შეიკის და კენდალ ჯენერის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Marc Jacobs-ის ახალი კამპანიისთვის

February 28, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

June 27, 2025
#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
#OK! ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილი – დღე 1-ლი

#OK! ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილი – დღე 1-ლი

June 28, 2025
#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონინურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონინურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

June 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები