• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! კრწანისი გრანდე – სრული კომფორტი შენს კომპლექსში… იცხოვრე ქალაქის ცენტრთან ახლოს, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში

July 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური და ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში − დღეს ადამიანები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას ამჯობინებენ. სწორედ ასეთი სივრცე − კრწანისის უბანი აირჩია სამშენებლო კომპანია „გრანდე ჯგუფმა“ პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს არის სივრცე, სადაც მობინადრეებს ელოდებათ სრული კომფორტი ჯანსაღ გარემოში. პროექტის უპირატესობებსა და მშენებლობის ხარისხზე უფრო დეტალურად ჟურნალ OK!-ის „კრწანისი გრანდეს“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი − მარიამ ასათიანი ესაუბრა.

კომპანიის შესახებ…

სამშენებლო კომპანია „გრანდე ჯგუფის“ მიერ შესრულებული პროექტების ნუსხაში არის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები ბაკურიანში, გუდაურსა და თბილისში. ამ ეტაპზე კრწანისის დიპლომატიურ უბანში ვაშენებთ პრემიუმკლასის საცხოვრებელ კომპლექსს, სახელწოდებით „კრწანისი გრანდე“. ამ კომპლექსის მთავარი იდეა გახლავთ მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. კომპლექსი 21000 კვ.მეტრზე არის განაშენიანებული. აქედან ათი ათასი კვ.მეტრი სრულად რეკრეაციული ზონაა, რომელიც ეთმობა საპიკნიკე-ბარბიქიუ ზონებს, საბავშვო და გასართობ მოედნებს და ა.შ. კომპლექსის ოთხი ბლოკი საცხოვრებელი ზონა, ხოლო ერთი სრულად გამაჯანსაღებელი ცენტრია, სადაც იქნება დახურული და ღია საცურაო აუზი, სპა-ცენტრი, სპორტდარბაზი და სხვ.

გვესაუბრეთ უპირატესობებზე.

როგორც მოგახსენეთ, „კრწანისი გრანდე“ პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მთავარი უპირატესობა მისი ლოკაცია, სერვისები და მშენებლობის ხარისხია, რაც თითოეულ მობინადრეს საშუალებას აძლევს იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ამასთანავე, მიიღოს ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში, შინიდან გაუსვლელად. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება ბანკი, აფთიაქი, სავაჭრო ობიექტები და სხვ. ასევე, მცხოვრებლებს მოემსახურება კომპლექსის 24-საათიანი დაცვა. მშენებლობისას, ჩვენ დავნერგეთ ე.წ. „ჭკვიანი სახლის“ სისტემა, რათა მობინადრეებმა თავი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინეთ გარემო პირობები და ამიტომაც, თითოეულ ბინას აქვს ტერასული ტიპის აივანი, რაც „კრწანისი გრანდეს“ კომპლექსის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევთ ისიამოვნონ ხედებით ქალაქსა და ბუნებაზე.

ლოკაცია.

„კრწანისი გრანდეს“ მიმდებარედაა ცხრამდე დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც თავისთავად უფრო მიმზიდველს ხდის ამ ადგილს მომხმარებლისთვის. აღნიშნული ლოკაცია მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, ვინაიდან კომპლექსი მდებარეობს თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანში. „გრანდეს“ უბანი გარშემორტყმულია მთებით, საიდანაც სუფთა ჰაერი შემოედინება. დამეთანხმებით, ზაფხულში ეს საკითხი ბევრად აქტუალურია, რათა არ შეგაწუხოთ დაბინძურებულმა ჰავამ, მტვერმა, ხმაურმა თუ სიცხემ და ისუნთქოთ ჯანსაღი ჰაერი. ეს ყველაფერი კი ქმნის კომფორტულ და ჯანსაღ გარემოს, რაც ჩვენი მობინადრეებისთვის აუცილებელია.

მშენებლობის ხარისხი.

„გრანდე ჯგუფმა“ გადაწყვიტა, აეშენებინა ისეთი კომპლექსი, რომლის ანალოგი თბილისში ძნელად თუ მოიძებნება. მშენებლობისას გამოვიყენეთ უკრაინული „კრივოი როგ“-ის არმატურა, „ბედეგის“ სამშრიანი ბლოკი, „ჰაიდელბერგის“ ცემენტი და ბეტონი. კომპლექსის საცხოვრებელი ბლოკები სრულად აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ხარისხიანი „ოტისის“ ბრენდის ლიფტებით.

საცხოვრებელი ბლოკების გარე ფასადი სრულად ვენტილირებადი კომპაქტ-ლამინატის პანელითაა შეფუთული, რაც იძლევა საშუალებას, თითოეული ბინა იყოს 100%-ით ენერგოეფექტური.

ენერგოეფექტურია ასევე ბინების კარ-ფანჯარა, რომელიც ფრანგული, უმაღლესი ხარისხისაა. ლობის ტიპის სადარბაზოები და აივნები მოპირკეთებულია ესპანური და იტალიური კერამოგრანიტით, დამონტაჟებულია უჟანგავი ფოლადის მოაჯირები. ამ ყველაფრით კი იმის თქმა გვსურს, რომ „გრანდე ჯგუფს“ ყველაზე მეტად ბაზარზე ხარისხი გამოარჩევს.

 

სამომავლო გეგმა…

გვინდა, უფრო მეტად განვვითარდეთ და ახალი პროექტები შევთავაზოთ ადამიანებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ ხშირად ვანებივრებთ მომხმარებლებს ამა თუ იმ ტიპის აქციებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ „კრწანისი გრანდეს“ მშენებლობის დასრულებით არ დასრულდება ჩვენი კომუნიკაცია ჩვენს მობინადრეებთან, ვინაიდან არსებული სერვისების ხარისხის კონტროლს მომავალშიც განვაგრძობთ, რათა „კრწანისი გრანდეს“ მობინადრეების ცხოვრება მუდმივად იყოს მართლაც მშვიდი და კომფორტული.

 

 

 

 

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ
ინტერვიუ

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს
Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს
ინტერვიუ

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით
Décor

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

February 5, 2026
#OK! დიდი დაბრუნება – დონალდ ტრამპი

#OK! დიდი დაბრუნება – დონალდ ტრამპი

March 11, 2025
#OK! ქეით მოსმა დაბადების დღე მეგობარ მამაკაცთან, გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკისთან ერთად აღნიშნა

#OK! ქეით მოსმა დაბადების დღე მეგობარ მამაკაცთან, გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკისთან ერთად აღნიშნა

January 18, 2022
#OK! ნატაშა პოლის და ევა ლონგორიას ცეცხლოვანი გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

#OK! ნატაშა პოლის და ევა ლონგორიას ცეცხლოვანი გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

May 27, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 7, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები