• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ხათუნა გაბრიჭიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

October 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ცნობადობის ამაღლების თვეა. ჩვენ გარშემო კი უამრავი ქალი იბრძვის გამარჯვებისთვის. შესაბამისად, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ადრეული სკრინინგი და ამ პრობლემის დროული მოგვარება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით OK! გაესაუბრა მეან-გინეკოლოგ ხათუნა გაბრიჭიძეს, რომელიც უკვე არაერთხელ მოხვდა ჟურნალ OK!-ის ობიექტივში და რომელმაც გვიამბო ამ მიმართულებით გავრცელებული პრობლემებისა და რეკომენდაციების შესახებ.

 

რამდენადაც ცნობილია, ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქალებში. როგორია დაავადების გავრცელების სტატისტიკა?

ძუძუს კიბოს ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველი ადგილი უკავია. ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 2 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. შემთხვევათა მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზიასა და აფრიკაშია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ქალებში რეგისტრირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველი ადგილი უჭირავს ძუძუს კიბოს. დაავადება უმეტესად 40-70 წლამდე ქალებში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება, რაც განპირობებულია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკით (ძუძუს კიბოს სკრინინგი) და მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით.

 

 

არის თუ არა შესაძლებელი ძუძუს კიბოს პრევენცია და როგორ?

ძუძუს კიბოს პრევენციის პირდაპირი გზა არ არსებობს. სხვადასხვა ფაქტორმა შესაძლოა გავლენა იქონიოს დაავადების განვითარებაზე. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ისეთი რისკ -ფაქტორები, როგორიც არის ასაკი, სქესი, ოჯახური ანამნეზი, თუმცა შეგვიძლია გარკვეული რისკ-ფაქტორის თავიდან აცილება. ამისთვის საჭიროა ქალბატონებმა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა, იყვნენ ფიზიკურად აქტიურნი, მოერიდონ ალკოჰოლსა და თამბაქოს, არ მიიღონ ჰორმონალური მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე, ძუძუთი კვებონ შვილები .ამჟამად ცოტა რამ შეიძლება გაკეთდეს ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად პირველადი პრევენციის გზით, მაგრამ მეორადი პრევენცია – მამოგრაფიული სკრინინგი 40 წლის და უფროსი ასაკის ქალებში მნიშვნელოვნად ამცირებს ძუძუს კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას.

 

რა მეთოდებით ხდება ამ დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა?

ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები 3 ძირითად მიმართულებად ერთიანდება: ქირურგიული მკურნალობა, მედიკამენტური მკურნალობა და რადიაციული სხივური თერაპია. მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს ქიმიოთერაპიას, ჰორმონთერაპიას, იმუნოთერაპიას, მიზნობრივ ბიოლოგიურ თერაპიას. სამკურნალო ღონისძიებები დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და ძუძუს კიბოს სახეობაზე. სამივე მიმართულება მნიშვნელოვანია. მხოლოდ ერთით შემოფარგვლა არ შეიძლება, რადგან არცერთი მათგანი არ არის სრულყოფილი დანარჩენი ორის გარეშე. მკურნალობა, როგორც წესი, კომპლექსურია.

 

უშლის თუ არა ხელს ორსულობას ეს პრობლემა?

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. გვიან ასაკში შვილოსნობის დაგეგმვის გამო მოიმატა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემდგომ ორსულობის მსურველი პაციენტების რაოდენობამ. არ არსებობს მყარი სამედიცინო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემდეგ ორსულობა სახიფათოა ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. მეტიც, კვლევებით დადგენილია, რომ ანამნეზში ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის ორსულობა უსაფრთხოა და არ ზრდის დაავადების რეციდივის რისკს.

 

რას გვეტყვით ორსულობის დროს განვითარებულ ძუძუს კიბოზე?

გესტაციური, იგივე ორსულობასთან ასოცირებული სარძევე ჯირკვლის კიბო განისაზღვრება როგორც ძუძუს კიბო, რომელიც დიაგნოსტირებულია ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომ პირველ წელს ან ლაქტაციის პერიოდში. სიმსივნის ტიპი, დაავადების სტადია და ორსულობის ვადა განსაზღვრავს შესაბამის მიდგომას. მკურნალობა არ უნდა გადაიდოს ორსულობის გამო. სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ორსულების მკურნალობა ხდება არაორსული პაციენტების გაიდლაინების შესაბამისად, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს სარგებელი და მინიმუმადე იქნას დაყვანილი რისკი როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ძუძუს კიბოს ოპერაციული მკურნალობა ნებადართულია ნებისმიერ ტრიმესტრში. ქიმიოთერაპიის ჩატარება კი შესაძლებელია ორსულობის მე-14 კვირიდან. სხივური თერაპია, ჰორმონალური თერაპია და მიზნობრივი თერაპია უკუნაჩვენებია. მკურნალობის დროული დაწყება ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გესტაციური ძუძუს კიბოს მართვაში.

 

 

რამდენად შესაძლებელია ლაქტაცია?

ძუძუთი კვება დედისა და ახალშობილის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია, რასაც დიდი სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის. სამწუხაროდ, დედის მიერ მიღებული მრავალი პრეპარატი შესაძლოა გადავიდეს მის რძეში და მოახდინოს უარყოფითი გავლენა ახალშობილის ჯანმრთლობაზე. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე ეხება კიბოს საწინაღმდეგო მკურნალობას, მათ შორის ქიმიოთერაპიას, ჰორმონალურ მკურნალობას, მიზნობრივ ბიოლოგიურ თერაპიას. ამ დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ ქალს არ უტარდება აქტიური მკურნალობა, ძუძუთი კვება არ იკრძალება.

 

რა შეგიძლიათ ურჩიოთ ამ თემაზე ჩვენს მკითხველს?

ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო ზოგჯერ ქალები არ აღიარებენ დაავადების ადრეული გამოვლინების უპირატესობას, არ მონაწილეობენ სკრინინგულ პროგრამებში, შედეგად დაავადების აღმოჩენა ხდება დაგვიანებულ ეტაპზე. შორს წასულ შემთხვევებში კი მკურნალობა ნაკლებად შედეგიანია. ძუძუს კიბოს დამარცხების ეფექტური გზა მისი დროული დიაგნოსტირებაა. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ დაავადებას, მით მეტია სრული განკურნების შანსი. მოვუწოდებ ქალბატონებს, დროულად ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგული გამოკვლევა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჩაიტარონ ძუძუს თვითგასინჯვა.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა
Health & Beauty

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა

August 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ოდრი ჰეპბერნის როლს რუნი მარა შეასრულებს

#OK! ოდრი ჰეპბერნის როლს რუნი მარა შეასრულებს

January 9, 2022
#OK! ჰაიდი კლუმი Vera Wang-ის სამოსით America’s Got Talent-ის წითელ ხალიჩაზე!

#OK! ჰაიდი კლუმი Vera Wang-ის სამოსით America’s Got Talent-ის წითელ ხალიჩაზე!

September 2, 2021
#OK! დროა, გაილამაზო ღიმილი – ინტერვიუ ქეთევან ხიზანიშვილთან

#OK! დროა, გაილამაზო ღიმილი – ინტერვიუ ქეთევან ხიზანიშვილთან

July 16, 2021
#OK! „მცხეთის სურვილი“ – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი მშვიდ და ჯანსაღ გარემოში

#OK! „მცხეთის სურვილი“ – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი მშვიდ და ჯანსაღ გარემოში

April 7, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები