მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, მეტ გალას შემდეგ After Party გაიმართა, რომელსაც ვარსკვლავები უკვე სხვა იმიჯით დაესწრნენ. მათ შორის იყო კენდალ ჯენერი, რომლის ორივე ლუქი ოდრი ჰეპბერნის სტილით იყო ინსპირირებული.
კენდალმა After Party–სთვის Givenchy–ს წითელი კაბა მოიხდინა, რომელიც 1964 წლის ფილმში ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟის სტილით იყო ინპირირებული. კაბას მოდელმა ამავე ფერის ჩანთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
შეგახსენებთ, რომ კაბა, რომელიც კენდალმა მეტ გალაზე მოიხდინა, ასევე ოდრის იმიჯით იყო ინსპირირებული.