• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კახა შენგელიას პროფესიონალიზმის ფორმულა

September 30, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული OK!-ის სექტემბრის ნომრის მთავარ გმირს თამამად შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემის ფლაგმანი. წარმოგიდგენთ „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტ კახა შენგელიას, რომელიც სიამოვნებით გვესაუბრა თავის ყველაზე დიდ გამარჯვებაზე, მარცხის მიმართ დამოკიდებულებაზე, ღირებულებებსა და პრინციპებზე, რაზეც დგას მისი, როგორც წარმატებული ლიდერისა და განმანათლებლის, ავტორიტეტი და სტატუსი. ჩვენი რუბრიკის გმირის საინტერესო საქმიანი თუ პირადი ცხოვრების შესახებ, მასთან ინტერვიუში წაიკითხავთ.

ბატონო კახა, თქვენ ხელმძღვანელობთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, მოწინავე უმაღლეს საგანმანათლებლო კერას − „კავკასიის უნივერსიტეტს“. რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე?

ჩემთვის ეს არის ყველაფერი. უნივერსიტეტი ჩემი მეოთხე შვილია. ჩემგან ამ საქმეს მიაქვს ყველაფერი − ემოციებით დაწყებული და ფიზიკური რესურსით დამთავრებული. ჩემთვის მართლა ყველაფერია „კავკასიის უნივერსიტეტი“.

თქვენ ხართ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი დღევანდელ ქართულ რეალობაში. ადამიანი, რომელიც საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელოვან სეგმენტს მართავს. თქვენი აზრით, რა გამორჩეულ პრინციპებს და თვისებებს უნდა ფლობდეს ლიდერი და თქვენ, პირადად, როგორც ხელმძღვანელს, რომელი თვისებები გეხმარებათ მართვაში?

მთავარი, ალბათ, პასუხისმგებლობაა. ლიდერი უმაღლეს, უნაკლო დონეზე უნდა ფლობდეს პასუხისმგებლობის განვითარებულ გრძნობას და აუცილებლად ჰქონდეს დასახული მიზანი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოტივაცია, რათა ამ მიზანს მიაღწიოს. მას უნდა უყვარდეს შრომა, რადგან როცა ადამიანი ბევრს შრომობს, შეუძლებელია, მიზანს ვერ მიაღწიოს. თუ გაქვს მიზანი, ბევრს შრომობ და სულ ცოტაც გაგიმართლებს, ყველაფერს მიაღწევ. რასაკვირველია, უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. პირადად მე ძალიან პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური ადამიანი ვარ. ყველაფერს, რაც მევალება, უდიდესი პასუხისმგებლობით ვაკეთებ. სხვანაირად, უბრალოდ, ვერაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, ჩემს საქმეზე უზომოდ შეყვარებული ვარ.

 

 

თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად რა მიგაჩნიათ?

როცა გავხდი მსოფლიო უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი. ეს არის ყველაზე დიდი დაფასება, რაც კი ქართველ განმანათლებელს ოდესმე მიუღია. მეტიც − ეს გამორჩეული თანამდებობაა, რომელიც არასოდეს დაუკავებია აღმოსავლეთ ევროპელს და მე ვიყავი პირველი, ვინც ეს მიიღო. 900 უნივერსიტეტის რექტორების რექტორი ვიყავი 4 წლის განმავლობაში.

მარცხებიც იქნებოდა…

რა თქმა უნდა, იყო. მარცხის გარეშე, არ არსებობს წარმატება. თუ არ წაიქეცი და ადექი, ვერაფერს ისწავლი. უნდა იცოდე წამოდგომა და შემდეგ პროცესის ისე მართვა, რომ აღარ წაიქცე. 2010-2011 წლები საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, კრიტიკული პერიოდი მქონდა. ეს სირთულეები გადავლახე და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლებია, უკვე აღარაფრის მეშინია ამქვეყანაზე.

კახა შენგელია, როგორც რეფორმატორი. რომელი რეფორმები უკავშირდება თქვენსა და „კავკასიის უნივერსიტეტის“ სახელს?

პირდაპირ ვიტყვი: ყველაფერი, რაც უმაღლესი განათლების სისტემის გათანამედროვებას ეხება, ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში − დაწყებული სილაბუსის წერით, დამთავრებული ფინალური და შუალედური გამოცდის ცნებებით, შეფასების მრავალფეროვანი სისტემებით და ინდიკატორებით. ასეთი ცნებები არ არსებობდა ჩვენამდე და საქართველოში ის „კავკასიის ბიზნესის სკოლამ“ დანერგა, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით „კავკასიის უნივერსიტეტი“ ჩამოყალიბდა.

დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში − პანდემიურ კრიზისში ცხოვრობს მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენც. ეს, რასაკვირველია, განათლების სისტემასაც შეეხო. თქვენ როგორ მართეთ არსებული ფორს-მაჟორი, როგორი ნაბიჯების გადადგმა მოგიწიათ, რათა ეს მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დაგერეგულირებინათ?

ფაქტობრივად, 3 დღეში, 72 სთ-ში გადავეწყეთ ონლაინსწავლებაზე და შემდეგაც, სიტუაციის გაუმჯობესებისთანავე, ერთადერთი სასწავლებელი ვიყავით, რომელიც ყველაზე სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს − გასული სემესტრი მხოლოდ „კავკასიის უნივერსიტეტმა“ ჩაატარა რეალურ სასწავლო სივრცეში, კამპუსში. ორივე შემთხვევაში, სწრაფები და მოქნილები ვიყავით.

რამდენად რთული იყო ამ პროცესების მართვა?

ურთულესი იყო. ამდენი ონლაინ-ანგარიშის გაკეთება, ონლაინ-პლატფორმებზე მორგება, მათი მართვისა და მოხმარების სწავლება ლექტორებისა და სტუდენტებისთვის − ეს ტიტანური შრომა იყო, მაგრამ წარმატებით შევძელით. ყველა ლექციას ვაკონტროლებდით, რათა მაქსიმალურად კარგი და ნაყოფიერი შედეგი გვქონოდა. თუმცა ცალსახაა, რომ კამპუსში სწავლა განათლების მიღების საუკეთესო ფორმაა და მას ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის. უნივერსიტეტში სწავლა, განათლების მიღებასთან ერთად, არის ურთიერთობები, ემოციების გაცვლა, მეგობრობა, პაემანი უნივერსიტეტის ბაღში, კაფეტერიაში განტვირთვა და ა.შ.

ბატონო კახა, რას მოითხოვთ თქვენი გუნდისგან უპირველესად?

მე მყავს საუკეთესო გუნდი, და რომ არა ის, ასეთი წარმატება ვერაფრით გვექნებოდა. ბევრი გამარჯვება გვაქვს ერთად მოპოვებული. ვერ ვიტან ორ რამეს: უპასუხისმგებლობას და არაპუნქტუალურობას. საკუთარი შვილებისგანაც ვერ მივიღებ ამ ორ თვისებას.

ბატონო კახა, რამდენიმე წელიწადში კვლავ საგანმანათლებლო სფეროში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

მე მაქვს სამი დიდი გეგმა, რომელიც შემდეგ 5 წელიწადში უნდა განვახორციელო. უპირველეს ყოვლისა, მინდა დავასრულო საუნივერსიტეტო კამპუსი ბათუმში. ამ პროექტის შესასრულებლად 65 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდება და კამპუსთან ერთად, სკოლაც აშენდება. ეს პროექტი უკვე მიმდინარეობს და 2023 წელს სრული დატვირთვით ამუშავდება. 2023 წელს მივიღებთ ბათუმის უნივერსიტეტში პირველ სტუდენტებს.

გარდა ამისა, თბილისში ვაშენებთ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს 100 საწოლზე, რომელსაც ექნება თავისი საერთო საცხოვრებელი და დამატებითი სასწავლო კამპუსი. 2025 წელს ვგეგმავთ პირველი სტუდენტის მიღებას სამედიცინო კამპუსში და პირველ პაციენტზე ზრუნვას ჰოსპიტალში.

მესამე პროექტი კი გურჯაანში განხორციელდება. მალე ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის შეთანხმებას, რომლის შესაბამისად, ერთად გავაკეთებთ გურჯაანში ბასკების კულინარიულ ცენტრს, სადაც მთლიან რეგიონს შეეძლება ხარისხიანი კულინარიული განათლების მიღება. იქვე გვინდა გავაკეთოთ ღვინის უნივერსიტეტიც. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ყველაფერი მოხდება გურჯაანში, საქართველოს მთავრობის, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო დახმარებით, რისთვისაც თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო.

აი, ამ გეგმების განხორციელების შემდეგ, ათიოდე წლის მერე, ალბათ ნამდვილად მომინდება, რომ რაიმე სხვა, ნაკლებად დატვირთული საქმე ვაკეთო.

 

 

რომელი თვისებები იწვევს თქვენში ადამიანის პატივისცემას?

გულახდილობა, პატიოსნება. ძალიან ვაფასებ ადამიანს, რომელსაც სამშობლო უყვარს. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია და ბევრ საკითხს ამ პრიზმიდან ვუყურებ. პასუხისმგებლობა და ერთგულება უზომოდ დასაფასებელია ჩემთვის.

ბატონო კახა, ცოტა ხნით განზე გავწიოთ თქვენი ცხოვრების საქმიანი ნაწილი და გვითხარით, როგორ განიტვირთებით, რა განიჭებთ სიამოვნებას საქმის მიღმა?

მოგზაურობა მიყვარს ძალიან. ალბათ, საქართველოს პირველი მოგზაური ვარ, 172 ქვეყანა მაქვს ჯამში ნანახი. ალბათ, ბატონი ჯუმბერ ლეჟავა თუ იქნებოდა ჩემზე მეტ ქვეყანაში ნამყოფი – ცხადია – ველოსიპედით. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მოგზაურობა და შემდეგ ჩემს შთაბეჭდილებებზე წერა, თუმცა ნაწერს არსად ვაქვეყნებ და ჩემს არქივში ვინახავ. გარდა ამისა, წიგნების უდიდესი კოლექცია მაქვს − 40 000-ზე მეტი წიგნი მაქვს, მათ შორის, უნიკალური ხელნაწერები და წიგნები. მაქვს, ასევე ნარდის კოლექცია 500 უნიკალური ეგზემპლარით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიტანე. თუმცა ჩემთვის მთავარი სიამოვნება მაინც მოგზაურობა და მისგან მიღებული ემოციებია.

კახა შენგელია, როგორც მეუღლე და მამა. ოჯახზე მოგვიყევით.

რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ამბობენ, რომ ძალიან კარგი მამა ვარ. ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება ამას. ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, შენზე უკეთეს მამას ვერ ვინატრებდიო. ისე მითხრა, რომ შევიშმუშნე, პასუხიც კი ვერ გავეცი. შვილებთან ძალიან ახლოს ვარ.

რას საქმიანობენ თქვენი შვილები?

უფროსი − ლევანი, 25 წლისაა, აშშ-ში მიიღო უმაღლესი განათლება და ახლა ვაშინგტონის ძალზე ცნობილი კომპანიის ინვესტორ-მენეჯერია. უკვე საკმაოდ წარმატებული ადამიანია. მეორე შვილი − თორნიკე, ნიუ-იორკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია და წელს ამთავრებს. მესამე შვილი − 15 წლის მარიამი, ევროპულ სკოლაში სწავლობს.

ბატონო კახა, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ: თქვენს ყველაზე დიდ სურვილს, ოცნებას, გაგვიმხელთ?

სოხუმში უნდა დავაარსო უნივერსიტეტი, აუცილებლად. ეს, ჯერჯერობით, აუხდენელი ოცნებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ამიხდება. ეს არის ჩემი უდიდესი სურვილი, რომ განათლება მივცე ქართველებს და აფხაზებს ერთად, აფხაზეთში.

გისურვებთ, აუცილებლად აგისრულდეთ ეს შესანიშნავი სურვილი.

დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ავისრულებ.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026
#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა
ინტერვიუ

#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები