• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პროექტები

#OK! ექთნების საერთაშორისო დღე – კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი

May 13, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

12 მაისს მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ პროფესიის წარმომადგენლები ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სწორედ მათი პროფესიონალიზმი, ზრუნვა და შრომა განაპირობებს პაციენტების და, ზოგადად, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას. დღეს გაგაცნობთ „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექთნების გუნდს, რომლებიც ყოველდღე ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ JCI აკრედიტაციის მფლობელი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც საზოგადოებას უახლეს სამედიცინო გამოცდილებაზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიდგომებს სთავაზობს. ამასთანავე, კლინიკა დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით.

 

რა როლს ასრულებენ ექთნები პაციენტთა ჯანმრთელობისთვის?

სოფიო ასპანიძე, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორი: თამამად შეიძლება ითქვას, რომ საექთანო სამსახური ჰოსპიტლის ხერხემალია. პაციენტის მოვლის კუთხით ექთანს წამყვანი როლი აქვს, ის ჰოსპიტლის ნებისმიერი რგოლის, როგორც სამედიცინო, ისე ადმინისტრაციულის, გამწევი ძალაა. მათი შრომა და ძალისხმევა პირდაპირპროპორციულ კავშირშია პაციენტის კმაყოფილებასთან, მკურნალობის მაღალ ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

 

 

 

ჩვენი ჰოსპიტალი უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის, JCI-ის მფლობელია, რაც გულისხმობს ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტების 1/3-ის საექთანო საქმიანობაში დანერგვას, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ჩვენი კლინიკა საექთანო საქმიანობის ხარისხს და მის მუდმივ გაუმჯობესებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექთნები მუდმივად არიან ჩართული უწყვეტი გადამზადების პროგრამებში, ჰოსპიტალში ინერგება უახლესი პროტოკოლები და უმჯობესდება მომსახურების პროცესები.

 

რა გამოწვევები აქვს საექთნო პროფესიას? და თქვენ რა ინიციატივები გაქვთ შემუშავებული ექთნების მუშაობის პირობების გასაუმჯობესებლად?

საექთნო პროფესია საჭირო და ღირებული, მაგრამ ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სფეროა როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. არის შემთხვევები, როდესაც ექთნები „ჩრდილში მყოფ გმირებად“ რჩებიან – ძალიან დიდია მათი ძალისხმევა, რომელსაც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ყოველდღიურად გაიღებენ. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალური ემპათიით ვიყო განწყობილი მათი შრომის მიმართ, მინდა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ სისტემის მუშაობა მათ გარეშე შეუძლებელია.

ჩვენი ჰოსპიტალი უწყვეტად ზრუნავს ექთნების სწავლებაზე, მათ კმაყოფილებაზე, შემუშავებულია ელექტრონული სწავლების გამარტივებული პლატფორმები, რომლებიც საშუალებას იძლევა, მუდმივად მიიღონ განახლებული ინფორმაცია, აითვისონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამასთანავე, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ მნიშვნელოვანი პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი, რადგან როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ დეფიციტურ სპეციალობად იქცა ექთნობა. მოტივაციის მიზნით ვნერგავთ წახალისების სხვადასხვა სქემას, ვცდილობთ ექთნებს მათი კარიერული შესაძლებლობების ცხადი ხედვა შევუქმნათ.

 

 

 

გვესაუბრეთ ექთნის როლზე ჰოსპიტალში.

ქეთევან კავსაძე, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ მთავარი ექთანი: ექთნის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, რაც იწყება ამბულატორიულად პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის განათლებით და გრძელდება სტაციონარში. სტაციონარში პაციენტის მკურნალობისას ძირითად რგოლს წარმოადგენს ექთანი, რადგან პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ექთანი ატარებს და საჭიროების შემთხვევაში პირველ მოქმედებასაც ექთანი ასრულებს.

ექთნის პროფესია არ არის უბრალოდ პროფესია და ვფიქრობ, რომ ყველას არ შეუძლია გახდეს პროფესიონალი ექთანი. თუ ადამიანს შინაგანად არ აქვს ადამიანებზე ზრუნვის უნარი, მაშინ პროფესიონალ ექთნად ვერ ჩამოყალიბდება, რადგან პირველი საწყისი ჩვენს პროფესიაში არის ზრუნვა, თანაგრძნობა და შემდეგ მისი პროფესიული უნარ-ჩვევები.

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ მუდმივად ზრუნავს ექთნების კომპეტენციების გაუმჯობესებასა და წინსვლაზე, რაც სხვადასხვა სახის ტრენინგს მოიცავს.

ჰოსპიტალში მოქმედებს მაღალტექნოლოგიური  სასწავლო ცენტრი, ექთნები მუდმივად გადიან გადამზადებას დოზირებაში, მანიპულაციებში და ანატომია-ფიზიოლოგიაში. ტრენინგების მიმდინარეობა მაქსიმალურად ერგება ექთნებს, რისთვისაც შეიქმნა ელექტრონული სასწავლო პლატფორმა. ექთნებს შეუძლიათ სწავლება გაიარონ ონლაინ მათთვის სასურველ დროს. ამ ყველაფრის  უზრუნველყოფას ახორციელებს ჰოსპიტალი. EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, დაინერგა რესპირატორული თერაპისტი ექთნის, ინტენსიური თერაპიის, ER-ის და თერაპიული განყოფილების ექთნების გადამზადების  კურსები, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ექთნს. ამავე პროექტის ფარგლებში, გაკეთდა ექთნებისთვის გაცვლითი პროგრამა პადუას უნივერსიტეტში და იტალიის რამოდენიმე კლინიკაში.

ჰოსპიტალი მუდმივად აკეთებს პერსონალის და პაციენტის კმაყოფილების მონიტორინგს, შედეგების გაანალიზების შემდეგ კი უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას.

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ მედპერსონალი გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმითა და გუნდურობით. ერთიანი ძალისხმევით ეფექტიანად აკეთებენ იმ უდიდეს საქმეს, რასაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ჰქვია. მინდა უდიდესი მადლიერება და თანადგომა გამოვხატო გუნდის თითოეული წევრის მიმართ თავდაუზოგავი შრომისთვის.

ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ ზრუნავს ექთნების განვითარებაზე და თავის მხრივ, JCI აკრედიტებულ ჰოსპიტალში მუშაობა ექთანს საერთაშორისო დონის სპეციალისტად აქცევს, რადგან ის კარგად იცნობს პაციენტების უსაფრთხოების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ჩვენ სწორედ ამ სტანდარტების დაცვით ვმუშაობთ ყოველდღიურად.

 

 

ირმა ბერიანიძე, ექთანი: მამაჩემის სურვილი იყო, ვყოფილიყავი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. თავდაპირველად ექიმობა მსურდა, თუმცა ვერ შევძელი ოჯახური მდგომარეობის გამო (ბავშვები შემეძინა). არცერთი წუთით არ ვნანობ ამას, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ის საქმე, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ.

ექთანი არის წამყვანი ძალა ჰოსპიტალში, მისი როლი შეუფასებელია. სწორედ ექიმის და ექთნის ერთობლივი ეფექტიანი თანამშრომლობით ხდება საუკეთესო გამოსავლის მიღწევა პაციენტისთვის. თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და გამოიჩინო მზრუნველობა. როდესაც პაციენტი იმედის თვალით გიყურებს, როცა უკვე გამოჯანმრთელებული და მადლიერი ტოვებს ჰოსპიტალს, სწორედ ეს არის ჩემთვის უდიდესი მოტივაციაც და ბედნიერებაც. პაციენტის ნათქვამი მადლობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ გვაძლევს იმის საშუალებას, განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. თუკი რაიმე სიახლეა, ყველაფერს ვეცნობით და ვიზრდებით. ბევრი მეგობარი და კოლეგა მყავს უცხოეთში, კონკრეტულად – ისრაელში და ჩვენ კვალიფიკაციით არ ჩამოვუვარდებით მათ.

 

 

მარიამ მანქანაშვილი, ექთანი: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესია. ჯერ კიდევ ბავშვობაში მაინტერესებდა ამ პროფესიის შიდა სამზარეულო, ამიტომაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი ექთანი. ექთნის სამუშაო დღე ძალიან დატვირთულია და ბევრ სხვადასხვა საქმეს მოიცავს – ცვლის დაწყება, პაციენტების მიღება, პაციენტების მონახულება და მონიტორინგი, დანიშნულების შესრულება, კომუნიკაცია, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სხვ. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს პაციენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას.

ვფიქრობ, ექთნის პროფესიონალიზმს განსაზღვრავს ცოდნა და პრაქტიკული უნარების ფლობა, განვითარებაზე ორიენტირება და ასევე, კრიტიკულ სიტუაციებში მოქმედების უნარი. მნიშვნელოვანია, ექთანი იყოს კეთილსინდისიერი, მზრუნველი და, რა თქმა უნდა, ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა.

 

 

ნიკა რობაქიძე, ექთანი: ექთნის პროფესია იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც უყვარს ხალხზე ზრუნვა, იცის ჯანმრთელობის ფასი და კარგად გამოსდის კომუნიკაცია. სხვა შემთხვევაში გაუჭირდება ამ სფეროში მუშაობა. ექთნის როლი ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რადგან ის დიდ დროს ატარებს პაციენტთან, მის ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება. ექთნის პროფესიონალიზმს განსაზღვრავს მისი განათლება, გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თავისუფლება უფლებაა
Slider Area

#OK! თავისუფლება უფლებაა

June 18, 2025
#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი
ინტერვიუ

#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი

June 16, 2025
#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი
OK! Doctors

#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი

June 16, 2025
#OK! თავისუფლება უფლებაა
პროექტები

#OK! თავისუფლება უფლებაა

May 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით მოსის 20 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი 22 წლის იონი ჰელბირტზს ხვდება

#OK! ქეით მოსის 20 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი 22 წლის იონი ჰელბირტზს ხვდება

June 26, 2023
#OK! კარდაშიანები ახალ რეალითი შოუს იწყებენ

#OK! კარდაშიანები ახალ რეალითი შოუს იწყებენ

September 30, 2021
#OK! უხასიათო დედა?! -მელანია ტრამპს შვილისადმი დაბადების დღის მოლოცვის გამო აკრიტიკებენ

#OK! უხასიათო დედა?! -მელანია ტრამპს შვილისადმი დაბადების დღის მოლოცვის გამო აკრიტიკებენ

March 24, 2021
#OK! “როცა შეიძლება ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში”- დალი ჩიტალაძეს გერმანიაში ხერხემლის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა!

#OK! “როცა შეიძლება ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში”- დალი ჩიტალაძეს გერმანიაში ხერხემლის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა!

August 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები