„ამერიკული განათლება შენს ქალაქში“ – ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“, ზუსტად 20 წელია, ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია, რომელიც მოსწავლეებს ამერიკული სტანდარტისა და ხარისხის განათლებას სთავაზობს. შესაბამისი აკრედიტაცია აკადემიას მინიჭებული აქვს ამერიკული საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს, Cognia-ს (Advanced) მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს შვილს ორმაგი, როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული (საერთაშორისოდ აღიარებული) ატესტატი ექნება.
აკადემია „პროგრესს“ ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს „College Board“-ის მიერ მინიჭებული ავტორიზაციით კი უფლება აქვს ადმინისტრირება გაუწიოს შემდეგ პროგრამებს: AP, PSAT, SAT, SAT subjects. და რას ნიშნავს ამ პროგრამების ავტორიზაცია? პროგრესელებს საშუალება აქვთ მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და სკოლაშივე ჩააბარონ ის გამოცდები, რომელთაც მსოფლიოს უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ! დასავლეთ საქართველოში ექსკლუზივი „პროგრესს“ ეკუთვნის – ერთადერთი სკოლაა, რომელმაც ინგლისურენოვანი პროგრამის აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.
დღეს ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ სამი ქსელის სახით არსებობს. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 2022-23 სასწავლო წელი, უკვე 1800-ზე მეტ ქართველ და უცხოელ პროგრესელს აერთიანებს.
წელს სრულიად განსხვავებულ გარემოში მიიღო მოსწავლეები ბათუმის პროგრესის გუნდმა. 800 მოსწავლეზე გათვლილი შენობა ინფრასტრუქტურითა და მოწყობით თანამედროვე სკოლის მაგალითია. საკლასო ოთახები, ელექტრონული დაფები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მოსასვენებელი, შეხვედრებისა და კვების სივრცეები, ფიზიკური აღზრდის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი სპორტდარბაზი – სკოლა მომავალი თაობის სრულყოფილი აღზრდისთვის საჭირო ყველა პირობას და სტანდარტს აკმაყოფილებს.
ნინა ჩიკვაშვილი, ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესის“ გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი და ბრენდის ავტორი:
„პროგრესის“ მრავალწლიან ისტორიაში ბათუმის კამპუსის გახსნით ახალი ეტაპი დაიწყო. მას აკადემია ტრაფარეტულად არ ჰქვია. ეს არის დასავლეთ საქართველოში პირველი საერთაშორისო, ზოგადსაგანმანათლებლო, წინასაუნივერსიტეტო სწავლების სკოლა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს განათლების უწყვეტ კავშირს უმაღლეს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და ამის გარანტიას პროფესიონალთა გუნდი და მრავალფეროვანი პროგრამები იძლევა. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ „პროგრესი“ აღზრდის ღირსეულ მოქალაქეებს, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს, პიროვნებებს მაღალი ღირებულებებით, ქართულ-ამერიკული განათლებითა და უნარებით, რომლებიც თავიანთ ქვეყანას და მსოფლიოს მოუტანენ ბევრ სიკეთეს და უწყვეტ პროგრესს“.
გამოწვევებისა და მიღწევების 20 წელი რომ შევაჯამოთ, დღეს ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესის“ ბალანსზე მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, უწყვეტი განათლების ყველა რესურსია.
მოსწავლეები, ფორმალური განათლების პარალელურად, არაფორმალური სწავლების საინტერესო სამყაროს სხვადასხვა წრეებისა და კლუბების მეშვეობით ეცნობიან. STEM განათლება, ბიზნესის, მედიის, დებატების, რა? სად?როდის? კლუბებისა და სხვადასხვა წრეების აქტივობები მოსწავლეების თვალსაწიერს წლიდან წლამდე ზრდის.
გაცვლითი პროგრამები პროგრესის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სკოლა წლებია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებით მოღვაწე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან. გაფორმებული აქვს მემორანდუმები, საერთაშორისო, ადგილობრივ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან.
გუნდის სწორმა ხედვამ და მისიამ მოიტანა, რომ ქართულ-ამერიკული აკადემია „პროგრესი“ დღეს ერთ-ერთი პროგრესული და ძლიერი, საათივით აწყობილი მექანიზმია, რომელიც არასოდეს ჩერდება. ამ მექანიზმის მუშაობას სრულყოფილს სწორად შერჩეული პროფესიონალთა გუნდი ხდის. აკადემია „პროგრესის“ დამფუძნებელმა, ნინა ჩიკვაშვილმა, მიზნად დაისახა, რომ სკოლა სანიმუშო და ერთი-ერთ საუკეთესო სასკოლო-საგანმანათლებლო ქსელად ექცია.
გურანდა გოგიტიძე, „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის აღმასრულებელი მენეჯერია. ბიზნესის მართვასა და განვითარებაში მრავალწლიანი გამოცდილებით გუნდს სულ ახლახან შეუერთდა.
„ჩემთვის ყოველი გამოწვევა, ისევე როგორც განათლების სფერო, ასოცირდება მომავალთან. ეს სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც ჯანსაღი მომავლის შექმნისთვისაა აუცილებელი და ვფიქრობ, ამ პროცესში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ჩემი თანამდებობისა, პირველ რიგში, ვარ დედა, რომელსაც მიეცა საშუალება ეროვნულ ღირებულებების საფუძველზე ამერიკული განათლებისა და ხარისხის საგანმანათლებლო სივრცე განევითარებინა.
„პროგრესი“, არის გლობალური შესაძლებლობების საფუძველი ადგილობრივ დონეზე. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ უმაღლესი დონის ევროპული და ამერიკული განათლების მქონე ახალგაზრდებს. „პროგრესისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილია, რომ კურსდამთავრებულებმა მიიღონ ფორმალური და არაფორმალური განათლება, რათა შეძლონ თანამედროვე გამოწვევების მიღება.
სკოლის მართვისას ორიენტირებულები ვიქნებით, გავზარდოთ საერო და საერთო განათლების დონე, ვაქციოთ იგი მუდმივი პროგრესის ნაწილად და შევქმნათ მსოფლიოში არსებული და ქართულ რეალობაზე მორგებული საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელთან დავამყაროთ ღია და ეფექტური კომუნიკაცია. ჩემთვის, ასევე, მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ უმაღლესი სტანდარტის შიდა ორგანიზაციული კულტურა. ჩვენ, ყველა, ერთ გუნდად, ვქმნით პროგრესს პროგრესისთვის“.
მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ბაია თორაძე ორი წელია პროგრესის სტრატეგიის, კონცეფციისა და სამიზნე კონტინგენტის ინტერესებზეა პასუხისმგებელი.
„ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული პროცესი, რომლის უწყვეტობაც კომპანიის წარმატებას განაპირობებს. ჩვენ შემთხვევაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პროგრესის, როგორც ბრენდის მუდმივობაა, ასევე, ამ სფეროში განსხვავებული ნიშა, ბრენდის მიზნისა და არქეტიპის უცვლელობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წლიდან ბრენდის ავტორისა და დამფუძნებლის მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილების შედეგად ჩამოყალიბდა. ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, გადამწყვეტი იყო სკოლა „პროგრესის“ მისია, ვინაიდან სწორედ ხარისხიან სასკოლო განათლებაზე დგას ქვეყნისა და ქვეყნების ეკონომიკა, აღმავლობა, განვითარება და მომავალი.
„პროგრესში“ ყოველი ახალი მიზნის მიღწევა გარკვეული სტრატეგიაა იმისა, რომ საუკეთესოდ გაღიაროს შენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ, პარტნიორებმა. კერძო საგანმანათლებლო სფეროში საჭირო კომპონენტის დროული დანერგვით, ნოვატორობით, ბრენდის სწორი პოზიციონირებით, სრულად შესაძლებელი გავხადეთ მიგვეღო კერძო სკოლის უნიკალური მოდელი, ორიენტირებული მრავალფეროვან განათლებაზე, რამაც შექმნა უწყვეტი ჯაჭვი „პროგრესსა“ და საზოგადოებას შორის“.
ზურაბ გუნცაძე, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი:
„გვინდა, რომ შევქმნათ საგანმანათლებლო ჰოლდინგი, რომელიც შესთავაზებს ბავშვებსა და მშობლებს ინოვაციურ, მაღალი სტანდარტის, დასავლურ ღირებულებებზე მდგარ განათლებას საქართველოს სამ დიდ ქალაქში. მომავლისთვის კი ჩვენი მიზნები სცდება საქართველოს საზღვრებსაც, გვსურს ჩვენი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების სერვისი.
როგორც ამ სკოლის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ჩართული ვარ სკოლის ბიზნეს მოდელის მოდერნიზაციის პროცესში, ერთი წელია უკვე, რაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ და დღეს სკოლა მზად არის ახალი, უფრო მასშტაბური გამოწვევებისთვის და ამავდროულად, კიდევ უფრო მოცულობითი პარტნიორობებისთვის. ვეხმიანებით და ვიწვევთ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვინც განათლების სფეროში ინვესტიციებითა თუ ღირებულებითი ჩართულობით არის დაინტერესბული, სკოლის გუნდი არის ღია ნებისმიერი საინტერესო თანამშრომლობისა თუ პარტნიორობისთვის“.
მაკა კაჭკაჭიშვილი, ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ხელმძღვანელი:
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სკოლის წინაშე მდგარი გამოწვევები, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მეხსიერების ბარათები. „პროგრესი“ იყო დროული შესაძლებლობა ხელი შემეწყო ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის, რაც მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე დაეხმარებოდა თანამედროვე სამყაროში რეალიზებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
„პროგრესში“ არაფორმალური განათლების ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბება 2016 წელს, სამოქალაქო განათლების კლუბის დაფუძნებით დაიწყო. მოსწავლეთა საჭიროებებისა და სურვილების კვლევის გათვალისწინების საფუძველზე, ყოველწლიურად ვნერგავდით ახალ საგნობრივ თუ საკლუბო პროგრამებს. დღეს ეს სამსახური სამივე ქსელის მასშტაბით აერთიანებს 20-მდე მიმართულებას. მის წარმატებულ მუშაობაზე კი 30-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს.
სკოლა, როგორც წარმატებული საგანმანათლებლო ბიზნეს ორგანიზაცია, მოსწავლეებში პირველი კლასიდანვე უწყობს ხელს პროგრამირების, რობოტიკის, ბიზნესის, STEM-ისა და მეწარმეობის უნარ-ჩვებების განვითარებას. პროგრამები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკული სწავლების კურსებს. მოსწავლეები, მეცნიერების გამოყენებით, ქმნიან რეალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულ პროექტებს, პროგრამებსა და პროდუქტებს. ეცნობიან სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულების მუშაობას, მონაწილეობენ კონკურსებში, აწყობენ საკუთარი სამეწარმეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვას. 2018 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ქვეყნებისათვის გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე, სკოლა „პროგრესმა“ მიიღო ჯილდო სამეწარმეო განათლებაში შეტანილი წვლილისათვის. მეწარმეობის კლუბი, სხვა კლუბების მსგავსად, ბევრი მოსწავლისთვის გამხდარა პროფესიული ორიენტირის განმსაზღვრელი“.
მირანდა გაბუნია, HR და OD ხელმძღვანელი:
„ჩემთვის ძალიან საამაყოა ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელის პოზიცია. ჩემი სკოლასთან თანამშრომლობის მანძილზე, გუნდმა განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, განვაახლეთ სკოლის სტრუქტურა, გადავიყვანეთ ის ბიზნეს მოდელზე, შევცვალეთ საკადრო პოლიტიკა, განვაახლეთ გუნდი და დელეგირების სპეციფიკა, გავაჩინეთ შეფასებისა და მოტივაციის სისტემები.
დღეს კი განახლებული გუნდით სკოლის წინაშე ახალი გრანდიოზული გამოწვევა დავისახეთ მიზნად – სკოლა უნდა გარდაიქმნას განათლების ჰოლდინგად, რომელიც იქნება ამერიკული განათლების ჰაბი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის მასშტაბით. სკოლის ხელმძღვანელი რგოლის თანამედროვე და ჰუმანური მიდგომებით, გუნდით, რომელიც მუდმივად ვითარდება, შიდა ორგანიზაციული ცვლილებებითა და ჩვენი პარტნიორების დახმარებით, გულწრფელად მჯერა, რომ ეს მიზანიც უახლოეს მომავალში, ისეთივე წარმატებით აღსრულდება, როგორც ყველა პროცესი, რაც ბოლო პერიოდში ერთობლივი ძალებით განხორციელდა“.
„პროგრესის“ ქართულ-ამერიკული სწავლების წარმატების საზომი კურსდამთავრებულებზე გადის. 20 წლის განმავლობაში ბევრმა კურსდამთავრებულმა გააგრძელა სწავლა მსოფლიოს სხვადასხვაწამყვან უნივერსიტეტებში. ყოველი ახალი ფურცელი, რომელიც პროგრესის ისტორიას წერსპროგრამების, პროექტებისა თუ წარჩინებული მოსწავლეების სახით, ემსახურება მთავარ მიზანს – პროგრესის პროგრესულობით აღზრდილმა თაობამ მოიტანოს მეტი წარმატება, განვითარება დაწინსვლა!