• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “რა არის ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე გამაღიზიანებელი?” – ჯეიმს მაკევოი, შოტლანდიელი მსახიობი, რომელიც ყოველი კინოროლით გარდასახვის ნამდვილ ოსტატად გვევლინება

April 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

“ოქროს გლობუსის” ნომინანტი შოტლანდიელი მსახიობი ჯეიმს მაკევოი საკულტო როლებითა და ყველასგან გამორჩეული სამსახიობო შესრულებით კინომანთა შორის წლების განმავლობაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა საზოგადოების ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ ის კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება.

ჯეიმსი 1979 წლის 21 აპრილს შოტლანდიაში, გლაზგოში დაიბადა. ის ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. სახლში არსებული პრობლემების პარალელურად, დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ პატარა ჯეიმსი ბებია-ბაბუასთან გადავიდა საცხოვრებლად და თინეიჯერობის წლები სწორედ მათთან ერთად გაატარა. როგორც თავად მსახიობი აღნიშნავს, ბებიამისი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ცხოვრებისეული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ასწავლა და უშიშარი გახადა. მისი დახმარებით ჯეიმსმა გაანალიზა, რომ საკუთარი აზრი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სხვების უარყოფითი შეფასებების გამო რწმენა არასდროს არ უნდა დაეკარგა.

მაკევოის სამსახიობო დებიუტი 1995 წელს ფილმ The Near Room-ში შედგა. ჯეიმსი მხოლოდ წლების შემდეგ გამოტყდა იმაში, რომ გადაღებების დროს პროფესიული საქმიანობით დაინტერესებული არ იყო, ინსპირაცია კი ფილმის გადაღებებზე მისი კოლეგისგან ალანა ბრეიდისგან მიიღო. აწ უკვე პროფესიულ საქმიანობაზე შეყვარებული ჯეიმსი ძალიან მალე Pace-ის ახალგაზრდული თეატრის წევრი გახდა, 2000 წელს კი შოტლანდიის სამეფო მუსიკისა და დრამის აკადემია დაამთავრა. განათლების მიღების შემდეგ მაკევოი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უკვე ადგილობრივ სატელევიზიო შოუებსა და გადაცემებში ჩნდებოდა.

შოტლანდიელ მსახიობს მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ წარმატებულ ფილმებში როგორებიცაა Atonement, Filth, X-men, The Chronicles of Narnia და მრავალი სხვა, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავ პროექტად მაინც M. Night Shyamalan-ის ფრენჩაიზი (Unbreakable, სექუელი Split და პრიქუელი Glass) რჩება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აღნიშნულ ფილმებს მსახიობის ზემოთხსენებული როლებისაგან გამოარჩევს ეს მთავარი გმირია, რომელიც მაყურებელს 23 განსხვავებულ პერსონაჟად ევლინება. კრიტიკოსებმა მაკევოის შესრულება დადებითად არაერთხელ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ფსიქოლოგიური აშლილობის მქონე ადამიანის როლს ჯეიმს მაკევოიზე უკეთ ვერავინ ითამაშებდა.

James McAvoy Goes Gray the Graceful Way | GQ

მიუხედავად იმისა, რომ 42 წლის მსახიობმა ცხოვრების ორ ათწლეულზე მეტი მსახიობობას დაუთმო, მისი თავდაპირველი ოცნება ამჟამინდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ჯეიმს მაკევოის ადრეულ ასაკში სურდა მღვდელი გამხდარიყო, რათა მისიონერული სამუშაოს შესრულების დროს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისგან სიამოვნება მიეღო.

წარმოგიდგენთ მსახიობის გულახდილ ინტერვიუს, სადაც ცხოვებისეული გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად საუბრობს.

James McAvoy Replaces 'X-Men: First Class' Co-Star In Danny Boyle's Thriller 'Trance'

რომელ როლს გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან?

“რთული სათქმელია, იმიტომ რომ ჩემთვის თითოეული როლი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ბევრჯერ მომეცა შესაძლებლობა ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობებთან და რეჟისორებთან მეთანამშრომლა, თუმცა მნიშვნელოვანი არა როლი, არამედ პერსონაჟი და საინტერესო სცენარი აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.”

ფილმ Split-ში ითამაშე პერსონაჟი, რომელშიც 23 პიროვნება ცხოვრობს. გაგიჭირდა თუ არა კევინის როლის მორგება რა იყო ამ პერსონაჟის ყველაზე რთული ასპექტი?

“როდესაც ამ ფილმის სცენარი ვნახე, გონებაში სტრატეგიების შექმნა დავიწყე, ისევე როგორც Glass-ის გადაღებების დროს, მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომედგინა გზა, რომლის საშუალებითან შევძლებდი მთავარი გმირის როლის გათავისებას. გამუდმებით მიჩნდებოდა იდეა, რომ არ ვიცოდი რას გაკეთებდი, რადგან თუ სცენარის კითხვის დროს ჩემი გონება მიახლოებულ სურათს ვერ წარმოიდგენდა, მუშაობა გაცილებით მირთულდებოდა. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის ერთდროულად 23 პერსონაჟის როლის მორგება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმებზე ბევრი შრომა დამჭირდა, ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა ჩემი კარიერული მოღვაწეობიდან.”

Pin on Джеймс Макэвой

 

შენი საყვარელი აქტივობა, რომელიც მსახიობობას უკავშირდება?

“ჩემი პროფესია ძალიან ბევრ მრავალფეროვან აქტივობას მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა. მადლობელი ვარ კინოინდუსტრიის, რადგან არაერთი გენიალური არქიტექტურისა და ბუნების მქონე ქვეყნების ნახვის საშუალება მომეცა.”

როგორც ხშირად აღნიშნავ, მოგზაურობა ძალიან გიყვარს. რომელია სამი ყველაზე ლამაზი ადგილი დასასვენებლად?

“ნიუ-იორკი, ტოკიო და გერაკასის სანაპირო საბერძნეთში. ვიცი, ცოტა უცნაურად ჟღერს ნიუ-იორკის ამ ადგილებს შორის დასახელება, თუმცა იმდენად ლამაზი ქალაქია, რომ მისი დათვალიერების დროს თავი ფილმში მგონია.”

რას ურჩევდი საკუთარ თავს 16 წლის ასაკში?

არასდროს დანებდე, რადგან საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.

გაქვს რაიმე საიდუმლო ნიჭი, რომლის შესახებაც ადამიანებმა ჯერჯერობით არაფერი იციან?

ალბათ არა, მგონი ამ საკითხში ზედმეტად მოსაწყენი ვარ (იცინის).

რომ შეგეძლოს, რომელი სუპერგმირი იქნებოდი?

“სუპერგმირი, სახელად კუპიდონი, რომელიც მუდმივად სიყვარულსა და მეგობრობას გაავრცელებდა.”

რა არის შენთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე გამაღიზიანებელი?

„პირად სივრცეში შემოჭრა და უნებართვოდ ფოტოების გადაღება. როდესაც გულშემატკივრები თავაზიანად მეკითხებიან, შეიძლება თუ არა მათთან ერთად ფოტო გადავიღო, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როდესაც ჯაშუშების მსგავსად კამერებით დამდევენ და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევენ, ეს ძალიან გამაღიზიანებელია.”

James 💜 | James mcavoy michael fassbender, James mcavoy, Actor james

შენი შესრულებული როლებიდან, გამოარჩევდი თუ არა პერსონაჟს, რომელიც ძალიან გგავს პიროვნულად?

„კი, თან რამდენიმეა ასეთი პერსონაჟი, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვა გმირს ვუკავშირდებოდი. მაგალითად, 23 წლის ასაკში ფილმ Starter For 10-ში ვითამაშე ახალგაზრდა ბიჭი, რომელთანაც სულიერად ძალიან ახლოს ვიყავი. ეს იყო მშრომელი სკოლის მოსწავლე, რომელიც ბოჰემიურ სამყაროში უამრავ არანორმალურ თავგადასავალს გადიოდა. მოგვიანებით, ბრიუს რობერტსონის როლი მოვირგე ფილმში Filth, მიუხედავად იმისა, რომ მის მსგავსად ექსტრემალური ცხოვრება არ მქონია, ბრიუსის პერსონაჟთან პიროვნულ სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობდი.”

გაქვთ თუ არა წესი, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად იმეორებთ?

“იყავი ადამიანების მიმართ კეთილი და თავაზიანი, ნუ იფიქრებ მხოლოდ საკუთარ თავზე. გააკეთე ის, რასაც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს აკეთებ, იყავი ემპათიური სხვების მიმართ და შეეცადო წარმოიდგინო რამდენად რთულია ცხოვრება სხვა ადამიანების გადმოსახედიდან.”

James McAvoy quebrou jogo para largar vício

ასევე გაეცანი

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?
Fashion News

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!
OK! News

#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!

May 1, 2025
#OK! Business ,,რემსი“ – საუკეთესო სერვისი დეველოპერებისთვის
OK! Business

#OK! Business ,,რემსი“ – საუკეთესო სერვისი დეველოპერებისთვის

April 25, 2025
#OK! პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს! როგორ დაკრძალავენ პაპს?
OK! News

#OK! პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს! როგორ დაკრძალავენ პაპს?

April 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 51 წლის კლაუდის შიფერის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად: წყვილი The King’s Man-ის პრემიერას დაესწრო

#OK! 51 წლის კლაუდის შიფერის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად: წყვილი The King’s Man-ის პრემიერას დაესწრო

December 7, 2021
#OK! ჯარედ ლეტოსა და ენ ჰეთევეის უახლესი კადრები WeCrashed-ის გადაღებებიდან

#OK! ჯარედ ლეტოსა და ენ ჰეთევეის უახლესი კადრები WeCrashed-ის გადაღებებიდან

August 26, 2021
#OK! ვარსკვლავების უხერხული მომენტები: სახალისო კადრები, რომლებიც ისტორიას დარჩება

#OK! ვარსკვლავების უხერხული მომენტები: სახალისო კადრები, რომლებიც ისტორიას დარჩება

August 12, 2021
#OK! “სელენამ ნამდვილი სიყვარული იპოვა, ის უბედნიერესია” – ბენი ბლანკოსა და სელენა გომესის ახალი ფოტოები

#OK! “სელენამ ნამდვილი სიყვარული იპოვა, ის უბედნიერესია” – ბენი ბლანკოსა და სელენა გომესის ახალი ფოტოები

December 16, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
OK! მასპინძელი – ლემონსი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 6, 2025
#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები