• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! იყო ექიმი, პირველ რიგში, ნიშნავს, იყო პროფესიონალი, საუკეთესო ამ სფეროში

October 12, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ბუნებით მაქსიმალისტი თვლის, რომ ექიმობა უწყვეტი სწავლა და განვითარებაა, საკუთარ თავზე წინ საქმიანობის დაყენებაა და სჯერა,  ყველა გამოწვევა, ადამიანის ცხოვრებაში, ხდება იმისთვის, რომ გაიზარდო, უფრო მეტი ცოდნა მიიღო და სხვებს გაუზიარო. უყვარს მოგზაურობა და მისგან მიღებული ადრენალინი, უყვარს საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის მხიარულად გატარება. თუმცა, ამბობს, რომ ზოგჯერ სენტიმენტალურიც არის, მარტოობა და მშვიდ გარემოში ყოფნა იზიდავს. რას ნიშნავს მისთვის იყოს ექიმი, რას ურჩევს ქალბატონებს და რა არის ის, რასაც დიდი სიამოვნებით უთმობს დროს.  OK! ბათუმის ფურცლებიდან გაიცანით ექიმი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მარინა ბეჟანიძე.

 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

მედიცინა ყოველთვის ჩემს ირგვლივ იყო, ექიმების დინასტიიდან ვარ. დედაჩემს ძალიან სურდა ექიმი გავმხდარიყავი. მეც მომწონდა ეს პროფესია, მაგრამ უცხო ენებზეც ვფიქრობდი… თუმცა, დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

იყო ექიმი, ნიშნავს…

„ყველაზე დიდი წამალი სიტყვაა, ხოლო ყველაზე კარგი ექიმი – გონება“. და მაინც, ექიმობა უძლიერესი და განსხვავებული პროფესიაა. არ არის მხოლოდ სტატუსი, ის უწყვეტი სწავლა და განვითარებაა, უძილო ღამეებია, რისკებია, დიდი პასუხისმგებლობაა, გამარჯვებაცაა და დამარცხებაც. ექიმმა საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენოს  თავისი საქმიანობა, რომ წარმატებას მიაღწიოს. იყო ექიმი, პირველ რიგში, ნიშნავს, იყო პროფესიონალი, საუკეთესო ამ სფეროში.

კოვიდ პანდემიამ შეცვალა მსოფლიოს ცხოვრების რიტმი, ადამიანების  ყოველდღიურობა. გვითხარით, როგორი იყო თქვენი, როგორც ექიმის  ცხოვრება პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ?

პანდემია მოულოდნელად დაგვატყდა თავს, ამისთვის მზად არ ვიყავით, არც მოსახლეობა, არც მედიცინა და არც მედპერსონალი. გარკვეული პერიოდით შეჩერდა მუშაობა, თუმცა მალევე გავაგრძელეთ პროფესეული საქმიანობა, რადგან უმრავლესი პაციენტებისთვის დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში. რაც უფრო გადაიდებოდა მკურნალობა, მით უფრო ნაკლები იქნებოდა შვილოსნობის ალბათობა.

გაიხსენეთ ერთი დღე, ან კონკრეტული შემთხვევა, რომელმაც ბევრ რამეზე ახლებურად დაგაფიქრათ…

ერთ კონკრეტულ დღეს კი არა, ერთ კონკრეტულ სიტყვას თუ წინადადებას შეუძლია თავდაყირა დააყენოს ადამიანის ცხოვრება. ხშირად ადამიანები პირადი სიამოვნებისთვის გწირავენ და გულს გტკენენ…

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, მათ დამოკიდებულებაზე თქვენი პროფესიის მიმართ…

ჩემი ოჯახი ჩემი შვილებია – დანიელი და ანრი – ღვთის საჩუქრები, დედა და ჩემი ორი და. ისინი მილამაზებენ ცხოვრებას და მაძლევენ ძალას. შვილებს ჯერ სათანადოდ არ აქვთ გაცნობიერებული ჩემი პროფესია, თუმცა ყველანაირად ხელს მიწყობენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, როცა სამსახურში ვარ, ან სახლში დაღლილი ვბრუნდები. ოჯახის სხვა  წევრების მხარდაჭერასაც ვგრძნობ, ექიმის პროფესიას ყველაზე მეტად მაინც ისევ ექიმი თუ ჩასწვდება. ჩემი უმცროსი დაც წარმატებული ექიმია და ძალიან ვამაყობ ამით.

როგორი დიასახლისი ხართ და თუ ამზადებთ კერძს, რომლის დაგემოვნებაც ძალიან უყვართ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს?

რაც შეეხება ხელსაქმეს: კულინარიას, ქსოვას, ქარგვას, ყველაფერი შესანიშნავად გამომდის, თუმცა დროის უქონლობის გამო ამას ხშირად ვერ ვახერხებ. როცა ჩემს საფირმო „აჩმას“ ვამზადებ, ოჯახიც და მეგობრებიც ძალიან ბედნიერები არიან.

 

თანადგომის ძალა…

მაძლევს მოტივაციას და ენერგიას ჩემს საქმიანობასა და ცხოვრებაში. ყველაზე მეტად მაშინ ვითრგუნები, როცა თანადგომის ნაცვლად ინდიფერენტულ სახეებს ვხედავ. უდიდესი ძალა სიყვარული და თანადგომაა, თუნდაც ერთი უბრალო, თბილი და გამამხნევებელი სიტყვა.

ფსიქოლოგიური ბალანსი ექიმისთვის…

აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ვცდილობ პირადი ემოციების და პროფესიული დატვირთვის სეპარირებას. პაციენტთან ყოველთვის ვახერხებ ვიყო გაღიმებული და დადებითად განწყობილი, ოჯახში ვცდილობ არ ვაჩვენო ჩემი სტრესი და დაღლილობა.

რას ურჩევთ ქალბატონებს, რა ასაკიდან არის აუცილებელი და რა ინტენსივობით, რომ მიმართონ გინეკოლოგს შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით…

ქალბატონებმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიმართონ გინეკოლოგს, ჩივილების შემთხვევაში – გადაუდებლად.

უშვილობის შემთხვევაში – 35 წლამდე ერთი წლის მანძილზე თუ არ შედგა ორსულობა, 35 წლის ზემოთ – 6 თვის მანძილზე, 40 წლის ზემოთ – 3 თვის – არ გადადოთ ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან.

რა განიჭებთ ყველაზე შთამბეჭდავ ემოციებს…

 შვილების ბედნიერება და სიხარული, დადებითი შედეგები ჩემს საქმიანობაში, მოგზაურობა, უცხო ქვეყნებისა და საინტერესო ადგილების დათვალიერება.

ჰობი, საქმიანობა, რომელსაც გარდა პროფესიისა სიამოვნებით უთმობთ დროს…

მიყვარს ქარგვა, სპორტი და თანამედროვე ცეკვები.

განცდა, რომელიც არასდროს გტოვებთ…

ეს არის საყვარელი, ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი, რომელსაც დღემდე ვერაფერი ანელებს. 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მამა, რომლის მსგავსი და ბადალი არავინ მყოლია. მედიცინა უძლური აღმოჩნდა მის წინაშე…

ბოლო წლებში, რა შეიცვალა შობადობის თვალსაზრისით, რამდენად ხშირია მომართვიანობა…

შობადობის მაჩვენებელი დაბალია საქართველოში, მომართვიანობა და მაღალტექნოლოგიური დახმარების მოთხოვნილება – მაღალი. სამწუხაროდ, ხელოვნური განაყოფიერება საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა საქართველოს მცხოვრებლებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო სულ მალე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა, მხარს დაუჭერს და უზრუნველყოფს  ფინანსურად, რათა ყველას მიენიჭოს ეს უდიდესი ბედნიერება, გამრავლდეს ერი.

თქვენი გზავნილი ადამიანებს…

მოახდინეთ საკუთარი თავის რეალიზება, იმოგზაურეთ, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს.

ტექსტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 2025 წლის მთავარი სამკაულები

#OK! 2025 წლის მთავარი სამკაულები

December 26, 2025
#OK! ჰეილი ბიბერი Brandon Maxwell-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სამოსით

#OK! ჰეილი ბიბერი Brandon Maxwell-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სამოსით

May 25, 2021
#OK! ახალბედა დედა: როგორ გამოიყურება ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან სამ კვირის შემდეგ

#OK! ახალბედა დედა: როგორ გამოიყურება ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან სამ კვირის შემდეგ

March 31, 2021
#OK! გოდე გორგილაძე – მკითხველი თავად იპოვის იმას, რისი პოვნაც უნდა…

#OK! გოდე გორგილაძე – მკითხველი თავად იპოვის იმას, რისი პოვნაც უნდა…

October 14, 2024

კვირის ჰიტები

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

December 21, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა

#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა

December 22, 2025
ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები