• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ირმა შარიქაძის სამყარო

აგვისტო 25, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

16 წლის იყო, როდესაც კამერა აჩუქეს და პირველივე ფირის გადაღებისა და ბეჭდვისთანავე მიხვდა, რომ ეს მისი სამყაროა. როგორც ახლა ამბობს, საიდანაც უნდა დაეწყო, ხელოვნების რომელი ჟანრიდან, ამ დროსა და სივრცეში, ამ გადამკვეთ წერტილამდე მაინც იგივე სათქმელით მივიდოდა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ OK!-ის აგვისტოს ნომრის სტუმარს − ირმა შარიქაძეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი რესპონდენტი აღმოჩნდა, მისი თავგადასავლებითა და ამბებით.

ირმა, მაისში თქვენ იყავით OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი. გვიამბეთ ამ გამოცდილების შესახებ.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ჟურნალ OK!  Decor Book-ის მაისის ნომრის შექმნის პროცესი. გავაკეთე თბილისის მცირე გზამკვლევი და გადავწყვიტე, თქვენთვის მეჩვენებინა ის ადგილები, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობ, სადაც მიყვარს სეირნობა. ეს პატარა „მოგზაურობა“ თითქოს ნაცნობ ადგილებში, იმედია შთაგონებას გაგიჩენთ მათი კიდევ ერთხელ მონახულების. ასევე, მომზადდა ძალიან საინტერესო ინტერვიუების სერია, სადაც ვეცადეთ კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა, თუ რა ქმნის თბილისის სტილს, რა აქცევს თბილისს განუმეორებელ კულტურულ გზაჯვარედინად და დანარჩენი სამყაროსთვის მიმზიდველ ქალაქად, რომელსაც ვეღარ ივიწყებენ, სადაც აღმოსავლურ-დასავლური ევროპულ-აზიური არქიტექტურული და კულტურული მიქსი უნიკალურადაა შერწყმული ერთმანეთთან.

თქვენი შთაგონების წყარო…

ყველაფერი ღრმა კავშირშია ერთმანეთთან, ცალკე არაფერი არსებობს. თუ შეგიძლიათ გაიგოთ ვარდის პატარა ყვავილი მთელი თავისი ტოტალურობით, ფესვებიდან ყვავილის ფურცლებამდე, თქვენ გაიგებთ მთელ კოსმოსს, რადგანაც ვარდის პატარა ყვავილი მთელ კოსმოსს შეიცავს. თავად იდეა, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ქმნის ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. შესაძლებელს ხდის პირველწყაროსთან ურთიერთობას სუფთა ენერგიასთან, რომელიც ყველა ჩვენგანში ანათებს, პულსირებს, როგორც ენერგიის უზარმაზარი რეზერვუარი, როგორც ინდივიდუალური პერსონალური მზე.

„არ არსებობენ „უნიჭო“ და „ნიჭიერი“ ადამიანები − ყველა ადამიანი გენიოსად იბადება. უბრალოდ, გამოწვევა იმაშია, მოახერხებს თუ არა იგი ამ „გენიოსის“ გამოთავისუფლებას სოციალური და შინაგანი მონობისაგან. მთელი ადამიანური ცხოვრების არსიც, სწორედ ამ თავისუფლების მოპოვებაშია“, − ამბობდა ზურაბ კაკაბაძე.

ვინ არის თქვენი მუზა?

ქალი სამყაროს ყველაზე სრულყოფილი ქმნილებაა. ძალიან შთამაგონებელია ძლიერი შემოქმედი ქალის არქეტიპი, სიცოცხლით სავსე და სიცოცხლის მომნიჭებლის. ქართველი ქალი ოდითგანვე გამოირჩეოდა სილამაზით და სიღრმით. ჩემთვის ქართველი ქალი შეუდარებელია − ის ძლიერი და სუსტია ერთდროულად, მუზა და პოეტია ერთდროულად, დიდი ენერგიისა და ეროტიზმის მატარებელია.

რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიის არჩევა?

დიდი ხანი მეგონა, რომ ბედისწერამ განსაზღვრა. 16 წლის ვიყავი, როდესაც შემთხვევით ფოტოკამერა მაჩუქეს და პირველი ფირის გადაღებისა და ბეჭდვისთანავე მივხვდი, რომ ეს ჩემი სამყაროა. ახლა ვხვდები, რომ საიდანაც უნდა დამეწყო, რომელი ხელოვნების ჟანრიდან ამ დროსა და სივრცეში, ამ გადამკვეთ წერტილამდე მოვიდოდი მაინც იგივე სათქმელით. ერთხელ საოცარი სიტყვები მითხრეს − სამყაროს მაჯაზე გაქვთო ხელი, თვალი, სული და კამერა. ბედნიერებაა ასეთი სიტყვების მოსმენა, სილამაზე ჩემი პროტესტია ამ ქაოსურ სამყაროში ამდენი სიმახინჯის საპირწონედ.

თქვენი ხელწერა ყოველთვის იგრძნობა ნამუშევრებში. საიდან მოდის შთაგონება?

მუდმივი ძიებიდან. ჩემი მასწავლებლები ყველა დროის დიდი მხატვრები და შემოქმედები არიან, ყველა სახელოვნებო სფეროდან.

გვესაუბრეთ მცენარეებზე, რომლებიც ასე ჭარბობს თქვენს ნამუშევრებში. რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში და საქმიანობაში?

ესთეტიკას, როგორც სილამაზისა და ბალანსის სისტემას, ფიზიკური ადამიანი ფიზიკურ სამყაროში ოდითგანვე მცენარეებში, ფლორასა და ფაუნაში პოულობს. ჩვენ ვართ ერთი სამყაროს ნაწილები, ჩვენ ჰარმონიული არსებები ვართ, ამიტომ ვინარჩუნებთ სიცოცხლეს.

მცენარეებზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ ენერგიას და სილამაზეს შენს სასიცოცხლო სივრცეში. ნიშნავს სიცოცხლის სიყვარულს. ამ სამყაროში ჰარმონიის, სილამაზის, სიყვარულის, ხელოვნებისა და მცენარეების გარეშე, სიცოცხლის აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ.

 

როგორ ფიქრობთ, რა ფერია თქვენი შინაგანი სამყარო? და რა მნიშვნელობა აქვს ფერებს მუშაობის პროცესში?

მსგავსი კითხვა დიდი ხნის წინ ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა დამისვა, თქვენი სამოთხის ვაშლი რა ფერიაო. მე ვუპასუხე, ყველაფერი ერთად, ცისარტყელას ფერია-მეთქი. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, დიდი შემოქმედია წარმოუდგენელი წარმოსახვის ფერის დიაპაზონითა და მასშტაბით.

თქვენს რომელ ფოტოპროექტს/გადაღებულ კადრს გამოარჩევდით და არის თუ არა რაიმე/ვინმე, რისი/ვისი გადაღებაც ძალიან გინდათ?

ბოლო რამდენიმე ფოტოპროექტს ნამდვილად გამოვარჩევ. განუმეორებელი კარმენის − ქართველ საოპერო ვარსკვლავ ანიტა რაჭველიშვილის ახალი ალბომის საიმიჯო ფოტოსესიაზე ვიმუშავე, რომელიც Sony Classical-მა გამოუშვა.

დიდი ბედნიერებაა ანიტასთან მუშაობა!

ადამიანობის საოცარი ხარისხი, საოცარი პროფესიონალიზმი, უპირობო ნდობა და მიმღებლობა ყველა იდეისა, და დიდი ყურადღება დეტალების მიმართ, იძლევა ასეთ ფანტასტიკურ შედეგს!

ის ნამდვილად იქნება იმ მომღერალთაგანი, რომელზედაც შესაძლოა ათასწლეულებისა და საუკუნეების შემდეგაც ვისაუბროთ.

ძალიან მნიშვნელოვანია წინა თვის National Geographic საქართველოს პუბლიკაცია „აჭარული მზითვის ფერი“ რომელიც აჭარული ნაქარგობის ჩემს კვლევას მიეძღვნა.

ასევე, პროცესშია და ძალიან მალე წარვუდგენთ საზოგადოებას ახალ მასშტაბურ პროექტს, რომელიც „სუხიშვილებთან“ ერთად გავაკეთე. ილიკო სუხიშვილთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი სიამოვნებაა.

დაახასიათეთ საკუთარი თავი 3 სიტყვით.

რთული ამოცანაა ალბათ − შთაგონებული, ემოციური, პრინციპული მინდა გავხდე. უფრო მედიტაციური და სინქრონული სამყაროსთან.

ის, რაც არავინ იცის თქვენ შესახებ.

არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ დედა მთამსვლელი იყო და მთელი ბავშვობა, 6 წლიდან ფიგურულ სრიალში ვვარჯიშობდი, ვიდრე გასული საუკუნის 90-იან წლებში, უშუქობის გამო, ყინული არ დადნა სპორტსკოლაში. ამიტომ კარგი ბალანსი მაქვს, რაც ძალიან მეხმარება იოგას, ციგუნისა და ტანგოს შესწავლაში.

 

ასევე გაეცანი

#OK! ვიდრე სათქმელი არ დამელევა – ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან
ინტერვიუ

#OK! ვიდრე სათქმელი არ დამელევა – ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

აგვისტო 17, 2022
#OK! შეხვედრა ლია სტურუასთან
Uncategorized

#OK! შეხვედრა ლია სტურუასთან

აგვისტო 17, 2022
#OK! გაიცანით ლიანა ფაილოძე Harron-ი – ქართველი პიანისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში
ინტერვიუ

#OK! გაიცანით ლიანა ფაილოძე Harron-ი – ქართველი პიანისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში

აგვისტო 17, 2022
#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ელზა ჰოსკის სპორტული სტილი: მოდელი Gucci-ს მაისურით!

#OK! ელზა ჰოსკის სპორტული სტილი: მოდელი Gucci-ს მაისურით!

მაისი 20, 2021
#OK! ახალი შეთავაზებები კომპანია Hispania-სგან

#OK! ახალი შეთავაზებები კომპანია Hispania-სგან

მარტი 7, 2021
#OK! დღეს ჯესიკა ჩესტეინი იუბილარია – ლამაზმანი 45 წლის გახდა

#OK! დღეს ჯესიკა ჩესტეინი იუბილარია – ლამაზმანი 45 წლის გახდა

მარტი 24, 2022
#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

აგვისტო 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

აგვისტო 11, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ აიდაჰოს შტატში ისვენებს

#OK! კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ აიდაჰოს შტატში ისვენებს

აგვისტო 15, 2022
OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

აგვისტო 17, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

#OK! ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა – მოდელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში შენიშნეს

აგვისტო 11, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×