• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! შემოქმედი პლასტიკურ ქირურგიაში – ქრისტი ჩალაძე

June 12, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სამედიცინო სფეროში ესთეტიკური ქირურგია ერთი შეხედვით ძალიან მოთხოვნადი, მაგრამ ამავდროულად საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ტრანსფორმაციასთან. ჩვენმა რესპონდენტმა, ქრისტი ჩალაძემ, შეუპოვრობითა და დიდი მონდომების წყალობით მიზანი რეალობად აქცია და წარმატებული ექიმი გახდა, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. მისი ინდივიდუალური მიდგომები პაციენტებთან და მუშაობის დროს ინოვაციური მანიპულაციების გამოყენება ხაზს უსვამს კვალიფიციური, პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სპეციალისტის სახელს, რომელიც წლებთან ერთად უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს პლასტიკურ ქირურგთან, ქრისტი ჩალაძესთან, რომელმაც მკითხველს დაგროვილი გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო გეგმები გაანდო.

 

თავდაპირველად როდის და რატომ დაინტერესდით ესთეტიკური მედიცინით?

ზოგადად, შემოქმედი ადამიანი ვარ, ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ხატვით, რამაც ხელი შეუწყო ჩემი სპეციფიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. უშუალოდ ესთეტიკური მედიცინით რეზიდენტურის პერიოდში დავინტერესდი, ამ დროს აქტიურად ვმუშაობდი ცხვირის პლასტიკაზე და ამ ყოველივემ განაპირობა ჩემი დიდი ინტერესი ესთეტიკური მედიცინის მიმართ. ამ სფეროში უკვე 12 წელია ვმოღვაწეობ, დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას კი 8 წელია ვეწევი.

 

გვიამბეთ განვლილ გზაზე, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ.

განვლილი გზა საკმაოდ მტკივნეული და რთული იყო. ბევრი უძილო ღამე, კოლოსალური შრომა. ამავდროულად, ეს ყველაფერი სასიამოვნოც იყო, რადგან ეს გახლდათ გზა, რომელსაც მივყავდი ჩემი ოცნების ასრულებისკენ. ვამაყობდი იმით, რომ ჩართული ვიყავი აქტიურ სამედიცინო საქმიანობაში. ჩემ ირგვლივ იყო უამრავი პაციენტი, ვიღებდი დიდ ცოდნასა და გამოცდილებას. სწორედ ამ დაგროვილმა გამოცდილებამ მასწავლა სწორი მენეჯმენტი, პაციენტებთან პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათი მართვა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამასთანავე, მეტი პროფესიონალიზმი და თავდაჯერებულობა შემძინა.

 

 

როგორია პაციენტებთან მიდგომის თქვენეული პრინციპები და როგორ ინარჩუნებთ მათ ნდობას?

პაციენტებთან ურთიერთობაში ვარ ძალიან უშუალო და მეგობრული. ყოველთვის ვცდილობ დავაკმაყოფილო მათი თხოვნა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გავუწიო. ეს ფაქტორები მეხმარება მათი ნდობის შენარჩუნებაში.

 

რა სირთულეებსა და გამოწვევებთანაა დაკავშირებული თქვენი პროფესია?

ამ პროფესიაში ყოფნა გამუდმებით მოითხოვს მოწოდების სიმაღლეზე დგომას, მუდმივ განვითარებას, უახლესი ტენდენციების ცოდნასა და დიდ ფსიქოლოგიურ გამძლეობას.

 

გვესაუბრეთ იმ განსაკუთრებულ და ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებსაც იყენებთ მუშაობის პროცესში.

საზოგადოებას ვთავაზობ ყველა იმ ინოვაციურ ტექნიკას, რაც დღესდღეობით თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში არსებობს. ეს არის ნაკლებტრავმული მიდგომები. მიყვარს უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, საკუთარი ტექნიკის შექმნა, ამ ყველაფრის გაერთიანება და ჩემს პრაქტიკაში დანერგვა.

 

იყო პლასტიკური ქირურგი, ნიშნავს…

გქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მყარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობა. ქირურგობა მოითხოვს მუდმივ კონტაქტს პაციენტებთან. ასევე ყურადღებას, მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობას.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები დიდია. ვგეგმავ ჩავაბარო დოქტორანტურაზე, მიზანია აკადემიური ხარისხის ამაღლება. ასევე მაქვს დიდი სურვილი, მყავდეს სტუდენტები, რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას გავუზიარო.

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მამაცი და უშიშარი Viva Magenta – 2023 წლის მთავარი ფერი

#OK! მამაცი და უშიშარი Viva Magenta – 2023 წლის მთავარი ფერი

December 26, 2022
#OK! 92 წლის რუპერტ მერდოკი ოჯახს მეხუთედ ქმნის – ვინ არის მედიამაგნატის რჩეული?

#OK! 92 წლის რუპერტ მერდოკი ოჯახს მეხუთედ ქმნის – ვინ არის მედიამაგნატის რჩეული?

March 21, 2023
#OK! „შეფპოინტი“ – გარემო ლამაზი შთაბეჭდილებების შესაგროვებლად

#OK! „შეფპოინტი“ – გარემო ლამაზი შთაბეჭდილებების შესაგროვებლად

October 16, 2024
#OK! ირინა შეიკი გამომწერებს თამამ კადრებს უზიარებს

#OK! ირინა შეიკი გამომწერებს თამამ კადრებს უზიარებს

May 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

March 7, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 10, 2026
#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი  მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები