• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნატალია კვანტალიანი ბიზნესსა და ოჯახზე…

January 2, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია მიზანს და შექმნა თავისი იმპერია. მიღწეულს არასოდეს სჯერდება, ყოველდღე ახალ-ახალ პროექტებზე მუშაობს და ცდილობს ბევრი ქალისთვის მაგალითი იყოს. როგორც ჩვენთან საუბარში იგრძნობა, მას თითოეული პროექტი შვილივით უყვარს და მათზე საუბრისას თვალები ბავშვივით უბრწყინავს. OK! წარმოგიდგენთ ბიზნესვუმენ ნატალია კვანტალიანს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ ბაზარზე ლიდერია და დონორების რაოდენობაში რეკორდს ყოველწლიურად ამყარებს. ბიზნესზე, სამომავლო გეგმებსა და ოჯახზე თავად ქალბატონი ნატალია გვესაუბრა.

 

ქ-ნო ნატალია, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა და ის ეტაპი, როცა თქვენს ცხოვრებაში სპორტი შემოვიდა…

დავიბადე და გავიზარდე მშრომელი ადამიანების ოჯახში, დედა ექთანი იყო, მამა – მოხელე. მყავს უმცროსი და – ლია. ვცხოვრობდით დაბა კულაშში, სამტრედიაში და ამით ვამაყობ. აღნიშნულ დაბაში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით კი შრომა და მიზნისკენ მყარად სიარული.

ლაღი ბავშვობა მქონდა, მალევე დავინტერესდი სპორტით, ამით დიდად აღფრთოვანებული არ იყვნენ ჩემი მშობლები, რადგან წარჩინებით ვსწავლობდი და მშობლებს ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა ისე აეწყო, რომ სპორტი თავად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და გავხდი მძლეოსანი, 400 მეტრზე მორბენალი. ჩემი სპორტული ცხოვრება სამტრედიის შემდეგ თბილისის სპორტულ სკოლა-ინტერნატში გავაგრძელე.

 

 

ახალგაზრდა დედა…

1994 წელს, მცირეწლოვან შვილთან ერთად, საცხოვრებლად სამტრედიიდან თბილისში გადმოვედი. მე და ჩემი პატარა გოგონა 16 კვ.მ. ოთახში ვცხოვრობდით. ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა მივხვდი, რომ არსებობისთვის უნდა მებრძოლა. სწორედ ამიტომ ვამბობ, ჩემი პირველი პროექტი იყო არსებობისთვის. მალევე სოლოლაკში პატარა სასურსათო მაღაზია გავხსენი და პარალელურად სამკერვალო წარმოება დავიწყე.

 

გზა სპორტიდან ბიზნესამდე…

ჩემი პირველი სერიოზული პროექტი იყო ფილების საწარმო დიღომში, რომელიც ახლა უკვე შპს „დავითი 2008“-ის სახელით წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენ ქარხნული ვიბრაციის მეთოდით, ხაოიანზედაპირიანი ბეტონის მოსაპირკეთებელ ფილებს ვამზადებთ. სწორედ ამ კომპანიის მიერ წარმოებული დეკორატიული ფილებითაა მოპირკეთებული მცხეთაში დედათა მონასტრის ტერიტორია, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, სიღნაღი, ბაზალეთის ტბის კომპლექსი, მთაწმინდის პარკი. საწარმოები ასევე გავხსენი საჩხერესა და კულაშშიც.

 

როდის და რატომ დაინტერესდით სამედიცინო სფეროთი?

მე მედიცინის მუშაკი არ ვარ და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შევქმნიდი სისხლის ბანკს, რომლის ანგარიშზეც იქნებოდა 360 ათასი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სისხლის ბანკის ბაზა ჩვენია. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული. მედიცინის სფეროთი 2010 წელს დავინტერესდი, როცა დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სისხლის თემას ყველაზე ახლოს სწორედ მაშინ შევეხე. ჩვენი სისხლის ბანკის დევიზია – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე, იყავი გმირი“. ამის პარალელურად კი გავხდი „მედინვესტის“ ანუ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და 80%-იანი წილის მფლობელი.

 

 

თქვენ ასევე რამდენიმე პროექტით ხართ წარმოდგენილი სამშენებლო სფეროში…

ჩემი ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია – „ნატალი სითი“ ანუ საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად მახათას მთაზე. 2008 წელს კი, აგვისტოს ომის შემდეგ, გადავწყვიტე მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა. ლოკაციად გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორია ავარჩიე. მაშინ ამ იდეას სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნებოდა. ასე შევქმენი „თეთრი ტბა“, რომლის ტერიტორიაც ზონებად დავყავი – კომფორტული პლაჟი, ღია კაფეები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, მინი კინოთეატრი და სხვ. ამასთანავე, 2008 წელსვე, აგვისტოს ომის დროს, შევიძინე გორში მიწები, სადაც ლავანდები დავრგე, 100 000 ძირი. ვაპირებ ლავანდებსაც ტურისტული დანიშნულება მოვუძებნო.

გარდა ამისა, მაქვს რამდენიმე სასტუმრო ბორჯომში, თუმცა ყველაზე დიდი სიახლე წინ არის, ექსკლუზიურად OK-ისთან დავაანონსებ, რომ 2024 წელს, ბორჯომში, „მერიოტის“ ქსელი შემომყავს.

 

შეიძლება ითქვას, რასაც ხელი მოჰკიდეთ, ყველაფერი გამოგივიდათ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

საქმისადმი სიყვარული. ჩემი თითოეული პროექტი შვილივით მიყვარს. სანამ რაიმეს წამოვიწყებ, ჯერ კარგად ვეცნობი, ვსწავლობ, რა თქმა უნდა, ჩემს ალღოს, ინტუიციასაც ვუსმენ. რისკის გარეშე დიდი საქმეები არ გამოდის. ისე მოხდა, რომ ყოველთვის სწორ დროს სწორ ადგილას ვიყავი.

 

ქ-ნო ნატალია, გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

მყავს ერთი შვილი – ნათია ჩაჩუა, სიძე დავით ჩხიტუნიძე და ხუთი შვილიშვილი – ნატალი, დავითი, ანა, ლიზი და ალექსანდრა ჩხიტუნიძეები. ნატალის მეუღლე – დემე თაფლაძე, და განსაკუთრებული ოჯახის წევრი, შვილთაშვილი – ორი თვის, ნასია თაფლაძე.

 

 

ბავშვებო, როგორი ბებიაა ქ-ნი ნატალია?

(ანასტასია ჩხიტუნიძე): ძალიან კარგი და მზრუნველი ბებიაა. ბევრს შრომობს და დრო თითქმის არ აქვს.

 

(ლიზი ჩხიტუნიძე): მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, ცდილობს ჩვენთვის დრო ყოველთვის გამოძებნოს. ძალიან მიყვარს და მის ჩვენდამი სიყვარულსაც ყოველ წუთს ვგრძნობთ.

 

ქ-ნო ნატალია, როგორი იქნება თქვენი საახალწლო სურვილი?

უპირველესად, ჩვენს ქვეყანას სიმშვიდეს ვუსურვებ. სიხარული და ბედნიერება არ მოჰკლებოდეს თითოეულ ოჯახს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ცეკვავენ ვარსკვლავები” ბრუნდება- მეათე საიუბილეო სეზონის მონაწილეების ვინაობა ცნობილია

#OK! “ცეკვავენ ვარსკვლავები” ბრუნდება- მეათე საიუბილეო სეზონის მონაწილეების ვინაობა ცნობილია

October 25, 2021
#OK! ზენდეია გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც Emmy-ის უკვე მეორე ჯილდო მიიღო

#OK! ზენდეია გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც Emmy-ის უკვე მეორე ჯილდო მიიღო

September 13, 2022
#OK! კაილი ჯენერი თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ კრიტიკას პასუხობს

#OK! კაილი ჯენერი თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ კრიტიკას პასუხობს

March 23, 2021
#OK! მხოლოდ წინ, ბედნიერებისკენ!

#OK! მხოლოდ წინ, ბედნიერებისკენ!

March 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები