• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინტერვიუ „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორთან

March 3, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

მნიშვნელოვანია ქალებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების …

 

საქართველოში ცოტაა ისეთი კომპანიები, სადაც მმართველ პოზიციას ქალი იკავებს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ფიქრობს, რომ ქალ და კაც მენეჯერს ერთმანეთისგან საქმისადმი დამოკიდებულება გამოარჩევს და არა სქესი. როგორც ის აღნიშნავს, სამართლიანობა, დისციპლინა და ცოტა რისკი, ეს არის ის, რაც მენეჯერს უნდა ახასიათებდეს. „მმართველს უნდა ენდობოდეს გუნდი და პირიქით“ – ჟურნალი OK! გაგაცნობთ ფარმაცევტული კომპანიის „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორს, ალისა არსლანს.

 

გაეცანით ჩვენს მკითხველს…

 

ჩემი განათლება და საქმიანობა ყოველთვის ჯანდაცვის სფეროს უკავშირდებოდა, თუმცა ექიმად  არასოდეს მიმუშავია. ამჟამად ვცხოვრობ სტამბოლში, სადაც ვმუშაობ ჩემს ნაშრომზე – მედიკამენტების მენეჯმენტის თემაზე ჯანდაცვის მენეჯმენტში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. მიუხედავად ჩემი გადატვირთული რეჟიმისა, მუდმივად ხაზზე ვარ საქართველოსთან და დისტანციურად ვახერხებ მუშაობას. დაარსების დღიდან ვარ „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

რა იყო „ევროფარმა ჯორჯიას“ შექმნის  მიზანი?

 

ფარმაცევტული კომპანია „ევროფარმა ჯორჯია“ 11 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანი იყო მომხმარებელთა მოთხოვნების გამოვლენა და მათზე ორიენტირებული უანალოგო, სანდო და ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძელით ბაზარზე დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის მოპოვება, რაც ადვილი არ ყოფილა.

 

გვესაუბრეთ, როგორი იყო თქვენი გზა წარმატებამდე, გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები კარიერაში…

 

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 23წლის ასაკში აღმოვჩნდი ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში. მალევე, 5 თვეში მენეჯერი გავხდი.

 

ამის შემდეგ კიდევ ერთ კომპანიაში მქონდა მარკეტინგის და პროდუქციის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თვითონ არასოდეს მიძებნია სამუშაო, ყოველთვის რეკომენდაციით შემოთავაზებული სამსახურებით მქონდა პოზიციური წინსვლა. ასე აღმოვჩნდი „ევროფარმა ჯორჯიაშიც“ დირექტორის პოზიციაზე.

 

ცხოვრების ამ ეტაპზე რა მიგაჩნიათ წარმატების გასაღებად?

 

წარმატების გზაზე მიზანდასახულობა, სამართლიანობა და დისციპლინაა აუცილებელი. ასევე, არ უნდა შეუშინდეთ რისკს და უნდა იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამოვა. ნებისმიერ საქმეს გულწრფელობით, ენთუზიაზმით და გამარჯვების მოლოდინით ვეკიდები, მატერიალური მოლოდინი კი ბოლო ადგილზე გადადის. ზუსტად ეს დამეხმარა იმაში, რომ დღეს კომპანია ასეთი წარმატებულია.

 

როგორი ხელმძღვანელი ხართ?

 

ერთია, გუნდის წევრებმა ან ხელმძღვანელობამ აგირჩიოს მენეჯერად, მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი, შეინარჩუნო და კიდევ უფრო გაზარდო შენი წარმატება, რაც საკმაოდ რთულია ქართულ რეალობაში.

 

ვცდილობ, ჰუმანურობის ჩარჩოებში ვიყო მკაცრი და დისციპლინირებული მმართველი, რამდენად გამომდის ეს, რა თქმა უნდა, გუნდის წევრებმა უნდა შეაფასონ.

 

ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მართვაში არის ის, რომ თანამშრომლებს უყვარდეთ თავიანთი საქმე და იძულების გარეშე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.

 

ასევე, მნიშვნელოვანია სუბორდინაცია, რაც გამოიხატება სამსახურებრივი და მეგობრული ურთიერთობების ბალანსსა და საერთო ღირებულებების პატივისცემაში. სწორედ ამიტომ ჩამოვყალიბდით არა როგორც კოლექტივი, არამედ ერთი გუნდი; არა როგორც სამსახური, არამედ ერთი ოჯახი.

 

 

რა გაძლევთ საქმიანობაში მოტივაციას?

 

როცა 30-კაციან გუნდს სჯერა იმის, რომ ნებისმიერ  სიტუაციაში მათი ხელმძღვანელი გამოსავალს იპოვის და არასოდეს ეშინიათ არანაირი დაბრკოლების,  ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომელმაც შეიძლება მართლაც მთა გადამადგმევინოს.

 

ბოლო წლების მთავარი გამოწვევა – პანდემია უმტკივნეულოდ გადავიტანეთ, რადგან კრიზისი შესაძლებლობად ვაქციეთ და ამ პერიოდში გუნდის თითოეული  წევრი დარწმუნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საერთო ღირებულებებს. ჩემთვის საქმეშიც და ნებისმიერ ურთიერთობაშიც ნდობა უმთავრესია და ეს აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი. დიდი მადლობა ჩემს გუნდს ამ ნდობისთვის.

 

ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი არის დედა, რომლის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი კარგი ხელმძღვანელი. საერთოდ,  ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს დედას.

 

როგორ ფიქრობთ, დღეს რა სახის გამოწვევების წინაშე დგანან ქალები? როგორ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი?

 

მთავარია ქალებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, სჯეროდეთ, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. შრომის, მიზანდასახულობისა და იმ შინაგანი მზის წყალობით, რომელიც მათშია, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას!

გაუჩერებლად იმუშაონ თავიანთ თავზე და  ყოველდღე იყვნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: თორნიკე სააკაძე

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიზეზი, რის გამოც მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

#OK! მიზეზი, რის გამოც მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

April 12, 2021
#OK! ქეთა თოფურიას ყოფილმა რჩეულმა ყოფილი მეუღლე მოატყუა და დროს მეგობარ გოგონასთან ატარებს

#OK! ქეთა თოფურიას ყოფილმა რჩეულმა ყოფილი მეუღლე მოატყუა და დროს მეგობარ გოგონასთან ატარებს

June 24, 2021
#OK! არსებობს თუ არა საქვეყნოდ ცნობილი “ადელის დიეტა” – ვარსკვლავი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს

#OK! არსებობს თუ არა საქვეყნოდ ცნობილი “ადელის დიეტა” – ვარსკვლავი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს

November 9, 2021
#OK! „პაოლო“ – სისადავე და ელეგანტურობა, რომელსაც კერძების პიკანტური არომატი ამრავალფეროვნებს

#OK! „პაოლო“ – სისადავე და ელეგანტურობა, რომელსაც კერძების პიკანტური არომატი ამრავალფეროვნებს

June 9, 2024

კვირის ჰიტები

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 23, 2026
#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

February 19, 2026
#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

February 20, 2026
#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები