• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! რეპროდუქტოლოგია – ბედნიერებისა და სიყვარულის მომნიჭებელი პროფესია

August 3, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

ინტერვიუ ექიმ-რეპროდუქტოლოგ დიანა ჭანუყვაძესთან

 

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი მიზანდასახული, ძლიერი და წარმატებული ქალია. პროფესიის არჩევისას გარდამტეხი როლი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობამ იქონია. 13 წლის დიანამ დედისთვის მიცემული პირობა პირნათლად შეასრულა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და წარჩინებით დაამთავრა კიდეც. მას მერე აგრძელებს პროფესიულ ზრდას, დაუღალავ შრომას და უშვილო წყვილების გაბედნიერებას, ამ ყველაფრით კი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში თავისი წვლილი შეაქვს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ წარმატებულ ექიმ-რეპროდუქტოლოგს, მეან-გინეკოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრანტსა და ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელს, დიანა ჭანუყვაძეს.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

ექიმის პროფესია დაუღალავ შრომასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 24/7-ზე ჩართული ვარ პროფესიულ საქმიანობაში და ხელმისაწვდომი – პაციენტებისთვის. ჩემი პროფესიული საქმიანობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ეს არის ის, რაც ძალიან მიყვარს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომაც ვცდილობ ტემპს არ ჩამოვრჩე და მუდმივად სიახლეების ძიებაში ვიყო. ამჟამად ვსწავლობ ვალენსიის უნივერსიტეტისა და IVI კლინიკის ბაზაზე სამაგისტრო პროგრამაზე Master’s Degree in Biotechnology of Assisted Human Reproduction. ვფიქრობ, ერთ-ერთი წარმატებული ექიმი ვარ ჩემს სფეროში.

 

 

თქვენ „მედია გლობალჯგუფმა“ ვარსკვლავი მოგანიჭათ, როგორც თქვენი საქმის პროფესიონალს, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, როდესაც ამხელა კონკურენციის ფონზე გამოყოფენ შენს პროფესიონალიზმს. იმის გააზრება, რომ შენი შრომა ფასდება, უზარმაზარი მოტივაციაა განვითარების გაგრძელებისთვის. თუმცა ჩემი მთავარი ჯილდო თვალებგაბრწყინებული, ოცნებაახდენილი პაციენტები არიან. წელიწადში 200-მდე ახალი ორსულობა და ბედნიერი ოჯახი ჩემი შრომის შედეგია. ჩემთან კაბინეტში უამრავი პატარა სტუმარი მშობელთან ერთად მოდის ჩემს გასაცნობად და სიყვარულის გამოსახატავად. თუნდაც ერთი კონკრეტული ოჯახის ბედნიერებაში შეტანილი წვლილი უდიდესი ბედნიერებაა.

 

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

ავირჩიე პროფესია, რომელიც მიყვარს და შევქმენი ჩემი წარმატების ფორმულა – თავდაუზოგავი შრომა, მუდმივი განვითარება, ახალი ტექნოლოგიების მუდმივი ძიება და სწავლა. ჩემი უპირატესობაა აბსოლუტურად გამჭვირვალე მუშაობის პროცესი, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პატიოსნება და სიამოვნების მიღება პაციენტებთან ურთიერთობით. ვფიქრობ, ამ ყველაფრით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩემი წვლილი შემაქვს.

 

რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

თითოეული ახალი პაციენტი ახალი გამოწვევის ტოლფასია. როგორც მოგეხსენებათ, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში ვმუშაობ, სადაც სტატისტიკის მიხედვით, წელიწადში 700-ზე მეტი ახალი ორსულობა გვაქვს და მათგან 200-მდე ჩემი შრომის შედეგია. ხშირად მყავს პაციენტები მრავალწლიანი, მათ შორის 10-21-წლიანი უნაყოფობით. რაც უფრო რთულია შემთხვევა, მით უფრო დიდია მოტივაცია დადებითი შედეგის მისაღებად. ყველა გამარჯვება ახალ სიცოცხლეს შობს და ჩემი მოტივაციაც უფრო და უფრო მაღლდება.

როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი ჯილდო და მოტივაციაც მადლიერი პაციენტია. მათი ნდობა და სიყვარული უპირატესია, ისინი ხომ ასეთ სენსიტიურ და მნიშვნელოვან საკითხს ერკინებიან ჩემთან ერთად, მათ არჩეულ რეპროდუქტოლოგთან ერთად.

 

 

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, მათ დამოკიდებულებაზე თქვენი პროფესიის მიმართ.

მყავს დედა, ლამარა ჭანუყვაძე, მეუღლე, როინ მჟავანაძე და ორი შვილი: ვაჟი, გიორგი მჟავანაძე 22 წლის და ქალიშვილი, ნინი მჟავანაძე 17 წლის.

გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა სან-დიეგოს უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტი და აქტიურად მუშაობს თავისი პროფესიით. ნინი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეა და ჯერ პროფესიის ძიებაშია.

მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის – მხარდაჭერისა და გაგებისთვის, რადგანაც პრაქტიკულად არასდროს მცალია, სახლშიც კი მიწევს მთელი ყურადღების გადატანა პაციენტების ზარებზე, წერილებზე, ასევე ლექციების მოსმენა, თუმცა ისინი ძალიან ამაყობენ ჩემით და ჩემი გულშემატკივრები არიან. მამა 19 წლის წინ გარდაიცვალა, მჯერა, რომ ისიც იამაყებდა ჩემით.

 

რას ურჩევთ ქალბატონებს, რა ასაკიდან არის აუცილებელი და რა ინტენსივობით უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2023 წლის აპრილის მონაცემებით, გლობალურად ადამიანების 17,5% უნაყოფოა, ანუ 48,5 მილიონი და ეს არის ყოველი მე-6 ადამიანი, რაც შთამბეჭდავი ციფრებია. უნაყოფობა არის წყვილის პრობლემა. 15-44 წლამდე ქალების 10% უშვილოა, ხოლო ამავე ასაკის მამაკაცების შემთხვევაში – 9%. უშვილობის 30% შეიძლება მხოლოდ ქალის პრობლემა იყოს, 30% – მხოლოდ მამაკაცის, 30% – ორივე პარტნიორის კომბინაციის გამო, ხოლო 10% გაურკვეველი გენეზისია.

ქალისთვის საუკეთესო რეპროდუქციული ასაკია 18-35 წლები. 35 წლამდე კვერცხუჯრედების მარაგი ოპტიმალურია, დრო კი შვილის გაჩენისთვის – საუკეთესო. 35 წლიდან შვილოსნობის უნარი იწყებს კლებას, კვერცხუჯრედების რაოდენობაც და ხარისხიც მკვეთრად ეცემა. 40 წლის ზევით ბუნებრივი გზით დაორსულების ალბათობა თვეში 5%-ია, ხოლო 44 წლის ზევით – 1%-ზე ნაკლები. 35 წლამდე 1 წლის განმავლობაში, დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, 35 წელს ზემოთ აქტიური სქესობრივი კავშირიდან 6 თვის განმავლობაში და 40 წლის ზემოთ 3 თვის განმავლობაში თუ არ მოხდა დაორსულება, წყვილმა უნდა მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს. ქალბატონებსა და არამარტო მათ, არამედ წყვილებს შეუძლიათ მოგვმართონ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში“, სადაც ერთ სივრცეში ყველა მათთვის საჭირო მომსახურებას ვთავაზობთ.

 

რას ურჩევთ უშვილო წყვილებს?

დღეს უშვილობა განაჩენი არ არის, არსებობს უამრავი თანამედროვე ტექნოლოგია, რომ წყვილს შვილი ეყოლოს. მესმის, უამრავი პაციენტი რთულ გზას გადის, სანამ ბედნიერებას მოიპოვებს, ზოგს წლები სჭირდება, ვინაიდან ყველა წყვილის ისტორია ინდივიდუალურია, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ წყვილს გააჩნდეს ერთმანეთის სიყვარული, ნდობა და მხარდაჭერა. მიმაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ წყვილის პრობლემა და სხვა, გარშემო მყოფთა ზედმეტი ინტერესი ან უხეში ჩარევა წყვილს ძალიან თრგუნავს. ვცდილობ ყოველთვის გვერდში ვედგე ჩემს პაციენტებს და მოტივაცია ავუმაღლო.

ჩვენი კლინიკის სლოგანია – „შეუძლებელი არაფერია!“- და ეს მართლაც ასეა. მე მთელი გულით მჯერა ამის და ძალიან მინდა ბევრმა ადამიანმა იპოვოს საკუთარ თავში რწმენა. ეს უშვილო წყვილების შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ყველა წყვილს ვუსურვებ, ცხოვრებაში არ მოჰკლებოდეთ ის სხივი, რასაც ახალი სიცოცხლე ჰქვია.

 

სამომავლო გეგმები

წინასწარ გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, უკვე ჰობიდ მექცა მუდმივად პროგრესსა და განვითარებაზე ფიქრი. მთავარი გეგმები კარიერასა და ოჯახს უკავშირდება, შთავაგონო ადამიანებს და დავეხმარო. შევუქმნა მათი სასურველი ბედნიერი მომავალი, ჩემი მთავარი გეგმა და ცხოვრების კრედოა.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რატომ უყვართ ფინელ მოსწავლეებს სკოლა?

#OK! რატომ უყვართ ფინელ მოსწავლეებს სკოლა?

October 31, 2025
#OK! MEN – დევიდ ლინჩი – Life and Art

#OK! MEN – დევიდ ლინჩი – Life and Art

February 4, 2025
#OK! სტილის ინსპირაცია კენდალ ჯენერისგან! მოდელი Mangos 29,99 ფუნტის ღირებულების ტოპით!

#OK! სტილის ინსპირაცია კენდალ ჯენერისგან! მოდელი Mangos 29,99 ფუნტის ღირებულების ტოპით!

March 22, 2021
#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

July 12, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 12, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 12, 2026
#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები