• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საკუთარი პოტენციალის აღმოჩენა – როგორ ეხმარება Hi Better Life ადამიანებს მიზნების მიღწევაში

September 9, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ზოგჯერ ერთი სწორი შეხვედრა ან ერთი კურსის გავლა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ, თუ რა მიმართულებით გსურთ განაგრძოთ ან დაიწყოთ თქვენი კარიერა. დღევანდელი ჩემი რესპონდენტისთვის ეს გარდამტეხი წერტილი ოქსფორდის განვითარების პროგრამის გავლა აღმოჩნდა. დანამდვილებით მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება ადამიანების დახმარება, მათი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარება იყო. ლიკა ლომსაძემ სწორედ ამ მიზნით შექმნა აკადემია Hi Better Life. აკადემიის თითოეული კურსი ადამიანის ინდივიდუალობაზეა მორგებული – იქნება ეს მოზარდებისთვის შექმნილი პროგრამა, რომელიც მათ პროფესიის სწორ არჩევაში ეხმარება; თუ ბიზნესის მიმართულება, რომელიც თანამშრომელთა ძლიერ მხარეებზე ფოკუსირდება. აკადემიის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, აღმოაჩინონ საკუთარი უნარები, აქციონ ისინი რეალურ შესაძლებლობებად და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

 

 

როგორ გაჩნდა Hi Better Life-ის იდეა?

ლიკა ლომსაძე, hI Better Life-ის დირექტორი: ძალიან დიდი ხანი ვიყავი საკუთარი თავის ძიებაში. ვისწავლე ბევრი მიმართულებით სხვადასხვა უნივერსიტეტში, 17 წლიდან სულ ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურში. ყველგან საკმაოდ წარმატებით ვასრულებდი ჩემს საქმეს. მიუხედავად კარგი ანაზღაურებისა და სამსახურებრივი მდგომარეობისა, 30 წლისას მაინც გამიჩნდა იმის განცდა, რომ ეს საკმარისი არ იყო და საკუთარი თავი არ მქონდა ნაპოვნი. სწორედ ამიტომ გავიარე ბრიტანეთის კურსები პიროვნული განვითარების მიმართულებით.

ჩემი კარიერის განმავლობაში უმეტესად ხელმძღვანელად ვმუშაობ და სულ მაქვს სურვილი, ყველა თანამშრომელი წინ წავიდეს პიროვნულადაც და კარიერულადაც, არა მარტო იმ მიმართულებით, რითაც ჩემთან მუშაობენ. შესაძლოა ადამიანებს საერთოდ არ უნდოდეთ იმ ზონიდან გამოსვლა, სადაც ახლა არიან, მაგრამ მე მიზანმიმართულად სულ ამ თემაზე ვესაუბრები. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შემაქვს ჩემი პატარა წვლილი – ეს არის ის პროცესი, რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა აქამდე – აკადემიის შექმნამდეც.

ოქსფორდის განვითარების პროგრამამ დამანახვა და მოტივაცია მომცა, რომ ჩემი განათლების ბექგრაუნდით ამ პროცესის სიყვარულით და პრაქტიკული გამოცდილებით მეკეთებინა ეს საქმე და შემექმნა აკადემია Hi better Life, რომლის მიზანიცაა ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მიმაჩნია, რომ ბედნიერების ზოგადი რეცეპტები არ არსებობს, ბედნიერებაა გააუმჯობესო ის წერტილი, სადაც ახლა ხარ. აკადემიის სახელწოდებაც აქედან გამომდინარებს.

ამიტომ ყველა ელექტრონული წიგნი და ვიდეოკურსი, რომელიც საქართველოს ბაზარზე მალე გამოჩნდება, ადამიანის ინდივიდუალიზმსა და მის პესონალურ განვითარებაზეა ორიენტირებული.

როგორია თქვენი ძირითადი სასწავლო პროგრამები და ვისთვის არის თითოეული განკუთვნილი?

პიროვნული განვითარების მრავალწლიანმა სწავლებამ დამანახვა, რომ ყველაფერი, რაც მე ვისწავლე, კარიერის დაწყებამდე რომ მეპოვა ჩემი თავი, კარიერული განვითარების 10 წელს მოვიგებდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ერთი მიმართულება მოზარდებისთვის გამეკეთებინა, რათა მათ გაცილებით ადრე შეძლონ საკუთარი ძლიერი მხარეებისა და უნარების იდენტიფიცირება და ამის საფუძველზე აირჩიონ პროფესია.

ასევე, გვაქვს ბიზნესმიმართულებაც – ადამიანი რომ წინ წავიდეს, საჭიროა სამსახურმაც შეუწყოს ხელი. აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგია – ბიზნესის შესწავლა საკუთარი თანამშრომლების ძლიერი მხარეების შესწავლით.

გარდა ამისა, ვერკვევი, თუ რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი განვითარებისთვის. ამ პროცესში შევეჩეხე დისლექსიისა და სწავლების სხვა სირთულის პრობლემას მოზარდებში. ამიტომ ამ მიმართულებით ვსწავლობ საერთაშორისო მასშტაბით, ვესწრები უამრავ კონფერენციას და ძალიან მალე საზოგადოებას შევთავაზებ ახალ კურს ამ მიმართულებით, რომელიც მათ სწავლების სირთულის დაძლევაში დაეხმარება.

რა უნარებს იძენენ ისინი, ვინც თქვენთან ერთწლიანი ან მოკლე კურსით გადის სწავლებას? როგორ ეხმარებით ადამიანებს თვითშეფასებისა და თვითმოტივაციის ამაღლებაში?

ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, აღმოაჩინონ ის უნარები, რომელიც უკვე აქვთ და ვერ ახერხებენ მათ იდენტიფიცირებას. ვეხმარებით, ეს უნარები აქციონ შემოსავლის წყაროდ და გამოიყენონ ყველა სიძლიერე, რაც მათ წინსვლას და დიდი მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

რა სიახლეები იგეგმება Hi Better Life-ის ფარგლებში უახლოეს მომავალში?

მალე გვექნება ვიდეოკურსებისა და ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიდება ჩვენს საიტზე. ეს იქნება მხოლოდ პრაქტიკული მიმართულება და არა თეორია. საქართველოს ბაზარზე ინოვაციური განვითარების პროგრამა, რომელიც პირდაპირ განახვებს შედეგს. ერთადერთი, რაც ადამიანს დასჭირდება, არის განვითარების სურვილი.

ასევე, ჩვენს აკადემიას უკვე იცნობენ საზღვარგარეთ და ამ მიმართულებით ბევრი გეგმა გვაქვს. ჯერ ვერ გაგანდობთ.

 

 

   

 

რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა დაადგა თვითგანვითარების გზას და ეჭვი ეპარება საკუთარ ძალებში?

გახსოვდეს, რომ შენ ხარ უნიკალური, თუმცა ჯერ არ იცი, რაშია შენი ყველაზე დიდი სიძლიერე. ყოველთვის დაისახე დიდი მიზანი და ჩვენ დაგეხმარებით, რათა შენი ძლიერი მხარისა და უნიკალურობის აღმოჩენით თქვა, რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებობს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Mon Nuage  უფრო მეტი, ვიდრე დესერტი

#OK! Mon Nuage უფრო მეტი, ვიდრე დესერტი

July 17, 2025
#OK! როგორ მოაწყოთ თქვენი ქალაქგარე აგარაკი: ლანდშაფტის დიზაინი და კეთილმოწყობის ლაიფჰაკები

#OK! როგორ მოაწყოთ თქვენი ქალაქგარე აგარაკი: ლანდშაფტის დიზაინი და კეთილმოწყობის ლაიფჰაკები

February 3, 2025
OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

#OK! Sex And The City – მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

August 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

January 19, 2026
#OK! ალ პაჩინოს 10 ყველაზე გამორჩეული როლი

#OK! ალ პაჩინოს 10 ყველაზე გამორჩეული როლი

January 25, 2026
#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები