• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა „ლევილი“ საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს“

September 11, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ლევილი“  ერთგულ მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. კონკრეტულად რა სიახლე აქვთ, როგორ ახერხებენ მუდმივად იყვნენ ლიდერები აღნიშნულ სფეროში, რომელი კერძისა თუ დესერტის დაგემოვნებას ურჩევენ მათთან მისულ სტუმრებს და როგორია მათი სამომავლო გეგმები – აღნიშნულთან დაკავშირებით OK! ბათუმს „ლევილის“ დამფუძნებელი ჯაბა ჯაყელი ესაუბრა.

 

ბატონო ჯაბა, როგორც ვიცით, დედაქალაქელებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაქვთ, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სიახლეებს შესთავაზებთ თბილისელ მომხმარებელს და არამარტო?

პირველ რიგში, მადლობა, რომ გიყვართ „ლევილი“ და ინტერესდებით ჩვენი სიახლეებით. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ჩვენი შრომა და მცდელობა შესამჩნევია. რაც შეეხება თბილისში ლევილის გახსნას, უკვე დიდი ხანია ვგეგმავდით, უბრალოდ, ცნობილმა მოვლენებმა დაგვაყოვნა. თუმცა, მაინც, ყველაფერი წინასწარ გავთვალეთ, ვიფიქრეთ, განვიხილეთ მომხმარებლებისგან შემოსული თხოვნები, წინადადებები და გადავწყვიტეთ, რომ „ლევილს“ თბილისშიც მოუთმენლად და სიყვარულით ელიან.

„ლევილი“, როგორც ბათუმში, დარწმუნებული ვართ თბილისშიც მოიპოვებს საზოგადოების ნდობას, მათთვის გახდება ის სივრცე, სადაც სასიამოვნოდ გაატარებენ დროს.

უცილობლად! სხვა შემთხვევაში არც ღირდა ცდად და შრომად. გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა  „ლევილი“  საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს.

 

 

განსაკუთრებით საინტერესოა ის ინტერიერი, რაც „ლევილში“ გვხვდება, საოცარი ვიტრაჟი ერთიორად ამაღლებს განწყობას. ამ მიმართულებით, თბილისის ფილიალის სტუმრებსაც ექნებათ თუ არა მსგავსი სილამაზეებით ტკბობის ფუფუნება?

„ლევილის“ ვიტრაჟი ჩვენი სავიზიტო ბარათია და, რა თქმა უნდა, თბილისის ფილიალსაც დაამშვენებს. ინტერიერის კონცეფციაც მსგავსია, თუმცა აბსოლუტურად ახალი ელემენტები იქნება წარმოდგენილი, რაც არანაკლებ საინტერესო, უცხო და მყუდრო გარემოს შექმნის ჩვენი სტუმრებისთვის.

როგორც კერძების, ასევე დესერტების კუთხით, ყოველ წელს საინტერესო არჩევანს სთავაზობთ მომხმარებელს. წელს რა სიურპრიზს უნდა ელოდონ გურმანები თქვენგან?

ყოველ წელს ვაახლებთ სამზარეულოს, მენიუს, ახალი ტესტ-პანელები ეწყობა, ახალი დეგუსტაციები, განსაკუთრებით დესერტების მხრივ. ჩვენი კონდიტერები ყოველ წელს გადიან ახალ მასტერ-კლასებს, რომ სტუმრები მუდამ იყვნენ სიახლეებით გემრიელად გაოცებულნი.

რომ მოიპოვო მომხმარებლის ნდობა, აუცილებელია ის კერძები, რასაც სთავაზობ მათ მრავალფეროვნებასთან ერთად, გემრიელიც იყოს, ეს კი პირდაპირ დამოკიდებულია შეფ-მზარეულსა და მის გამოცდილებაზე. მკითხველს გააცანით „ლევილის“ შეფ-მზარეულები, რომლებიც საოცრებებს ქმნიან.

„ლევილის“ სამზარეულო პირობითად შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: – საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეული. საკონდიტროს ნატა ღლონტი შეფობს, პურ-ფუნთუშეულს კი ქრისტინე ხარატი.  ბუხარი – გაყიდვების ლიდერი (ხაჭაპური + პიცა) შეფ-მზარეული: პაატა მიქაბერიძე – მესამე ნაწილი კი იანა კუტსის საავტორო სამზარეულო იქნება, რომელიც 1 სექტემბრიდან თბილისის ფილიალში შეგიძლიათ დააგემოვნოთ და მალე ბათუმიც ჩაერთვება. ჩვენი შეფების შესახებ იმდენი საინტერესო რამ შეიძლება მოგიყვეთ, ერთი ინტერვიუს ფარგლებში ვერ ჩავეტევით.

 

 დაგვისახელეთ სამი კერძი და სამი დესერტი, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ლევილში“.

დესერტებიდან, უდავოდ, ჩვენი საფირმო ფესტის მუსი, რომელიც ჩვენმა კონდიტერმა შექმნა, კლასიკური ჩიზქეიქი და ხილის ტარტი. კერძებიდან  – „ლევილის“ საფირმო „აჭარული“ 4 ყველით, რომელიც ასევე ჩვენმა შეფმა შექმნა, „ცეზარის“ სალათი, რომლის მსგავსსაც ვერსად მიირთმევთ და ჩვენი ბურგერი…

როგორც აღვნიშნეთ, ბათუმის შემდეგ, უკვე თბილისშიც ხსნით რესტორანს, რა იქნება ის საერთო სტანდარტი, რომელიც, ბათუმის მსგავსად, დედაქალაქშიც მოგიტანთ წარმატებას?

„სტანდარტი“, როგორც თქვენ ამბობთ, ყველასთვის, ვისაც მუდმივი და ერთგული მომხმარებელი უნდა ჰყავდეს, ერთია – წესრიგი და სისუფთავე სამზარეულოში, მომხმარებელზე ორიენტირებული სტაფი და სურვილი, იყო კარგი მასპინძელი. ადამიანური ფაქტორი დიდია ყველა სფეროში, შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ აუცილებელია გულწრფელად გინდოდეს მათი გამოსწორება, ინტერესდებოდე სტუმრების აზრით და გიყვარდეს ისინი, რადგან „ლევილი“ განა მხოლოდ კვების ობიექტია, „ლევილი“ არის ურთიერთობა“.

 

ხომ არ უნდა ველოდოთ „ლევილის“ ახალ ფილიალებს საქართველოს სხვა რეგიონებში?  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვნახოთ, ვნახოთ… ხომ იცით, არასოდეს თქვა არასოდეს… იქნებ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გავიტანოთ „ლევილის“ სახელი. ყველაფერი წინაა…

 

ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,

ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან
Slider Area

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

December 5, 2025
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გურამ შეროზიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა: ქართველი ბლოგერი ტანზანიაში დასვენების დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

#OK! გურამ შეროზიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა: ქართველი ბლოგერი ტანზანიაში დასვენების დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

November 28, 2021
#OK! უკეთესი მომავლისთვის – ინტერვიუ მარიამ ქანთარიასთან

#OK! უკეთესი მომავლისთვის – ინტერვიუ მარიამ ქანთარიასთან

July 2, 2022
#OK! არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი

#OK! არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი

July 9, 2021
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Little Liffner-ის ძვირადღირებული ჩანთით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Little Liffner-ის ძვირადღირებული ჩანთით!

May 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

#OK! ქეით მიდლტონი საზოგადოების წინაშე ახალი დიადემით წარსდგა

December 4, 2025
#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

December 5, 2025
#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

December 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები