• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

August 2, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებასთან ერთად, აბიტურიენტებში კიდევ უფრო აქტუალური ხდება უნივერსიტეტის შერჩევის საკითხი. თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, აირჩიოს სწორი საგანმანათლებლო ბაზისი, რომელზეც დააფუძნებს მომავალ პროფესიულ წარმატებას. იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც სტუდენტებს უმაღლესი − დასავლური სტანდარტის განათლებას სთავაზობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, უკვე წლებია მოწინავე პოზიციებს იკავებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. გრუნი ცნობილია პროფესიონალი და პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლებითა და მაღალ სტანდარტს მორგებული სწავლების მეთოდით. უნივერსიტეტი სრულად არის აღჭურვილი სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა ტექნიკით. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის დროს მან შეიმუშავა მოქნილი სასწავლო გეგმა და სტუდენტებს შესთავაზა მათზე მორგებული სწავლება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, მამუკა თავხელიძეს.

 

 

გვესაუბრეთ იმ ფაკულტეტების შესახებ, რომლებსაც მომავალ სტუდენტებს სთავაზობთ.

უნივერსიტეტი გასულ საუკუნეში დაფუძნდა და მომავალ წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. რას ნიშნავს 30 წელი უნივერსიტეტის ისტორიისთვის? შეიძლება ითქვას, მთელ ეპოქას. დღეს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მუშაობენ − როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

მარტო ის რად ღირს, რომ გრუნის სამართლის სკოლის პირველი კურსდამთავრებულია სოსო ფხაკაძე, ასევე, ვასილ მშვენიერაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობს წლების განმავლობაში, ან ბექა დოჭვირი, რომელმაც ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი და მთავრობის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. ასეთი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა მაღალი კლასის პროფესურის გარეშე: მერაბ ტურავა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვალერი ხრუსტალი, სერგი ჯორბენაძე, ნინო ლიპარტია და სხვები − ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

პოპულარობით სარგებლობს გრუნის საჯარო მმართველობის პროგრამა, რომელიც თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიური სისტემით უნიკალურია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. აქ ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი პროფესიონალები − თეორეტიკოსები და პრაქტიკოსი სპეციალისტები, როგორებიც არიან პროფესორი თემურ მაისურაძე, პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი.

უნივერსიტეტი ამაყობს ჟურნალისტიკის პროგრამის კურსდამთავრებულებითაც. ისინი წამყვან მედიაკომპანიებში მუშაობენ და ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. ამაში, ვფიქრობ, დამეთანხმებით თუ რამდენიმე სახელს დავასახელებ − ლუკა ხაჩიძე, ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო თვარაძე…

ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა სკოლა, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის გარდა, ზოგადი ფსიქოლოგიის პროგრამასაც ახორციელებს. ბოლო რამდენიმე წელია ფსიქოლოგიისა  და სტომატოლოგიურ პროგრამებზე ყველაზე მაღალი მიღება გვაქვს. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს − ტრადიციულად, მიიჩნევა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ეს ორი პროგრამა სპეციალისტთა მომზადების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების შთამბეჭდავი მაჩვენებლით გამოიხატება (საშუალოდ, 93-94%).

დასაქმების მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ბიზნესისა და მართვის პროგრამებზე. კურსდამთავრებულებმა მოიცვეს ყველა წამყვანი ბანკი თუ კომპანია. მეტიც − ბევრმა მათგანმა საჯარო სამსახურშიც მიაღწია წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტს თავისი წარმომადგენლობა ჰყავს ბათუმში, სადაც სტუდენტთა კარგად მომზადებული კონტინგენტი სწავლობს. აქ რამდენიმე პროგრამა ხორციელდება − ბიზნესის, სამართლისა და საჯარო მმართველობის.

 

რას იტყვით უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების შესახებ?

ყველა ის წარმატება, რომლითაც ამაყობს უნივერსიტეტი, სწორედ აკადემიური და მოწვეული პერსონალის დამსახურებაა. ტრადიციულად, ჩვენთან ყოველთვის მაღალი რანგის მეცნიერები მუშაობდნენ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, გრუნის პროფესურას ამშვენებდნენ მარიკა ლორთქიფანიძე, ლევან სანიკიძე, რევაზ მიშველაძე, აკაკი ბაქრაძე, კოტე მახარაძე, გურამ შარაძე… დღეს კი ახალი თაობის ცნობილი მეცნიერები წარმოადგენენ გრუნის აკადემიურ პერსონალს. მათ შესახებ ნაწილობრივ მოგახსენეთ, თუმცა კიდევ ბევრი მათგანის ჩამოთვლა შეიძლებოდა − პაატა ნაცვლიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. 2020 წლის შედეგებით, პროფესორ მერაბ ტურავასთან ერთად, მან წლის საუკეთესო პროფესორის წოდება დაიმსახურა. მიუხედავად მისი მაღალი მომთხოვნელობისა, გამოკითხვის შედეგებით, ის სტუდენტთა რჩეული აღმოჩნდა; ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი დემურ გიორხელიძე, რომლის ეკონომიკური ანალიზი ყოველთვის საინტერესო და სანახაობრივია ტელესივრცეში; პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, ასევე, ცნობილი ექსპერტი საფინანსო საკითხებში; პროფესორი მიხეილ ჯიბუტი; მედიცინის პროგრამის პროფესორი პაატა კერვალიშვილი; პროფესორი ნინო წილოსანი; პროფესორი ხათუნა კალაძე; ახალგაზრდა პროფესორი გიორგი დუღაშვილი, რომელიც მიწვეული ექიმის რანგში მუშაობდა სამხრეთ კორეასა და ბელგიაში.

ქართველი მეცნიერების გარდა, უნივერსიტეტთან თანამშრომლობენ ცნობილი უცხოელი მკვლევრებიც, როგორებიც არიან პროფესორი უდო რაინჰოლდ იეკი, პროფესორი ჰელმუდ შნაიდერი, პროფესორი კრისტიან გლოსტერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და ინვესტორთა ქსელის წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ჰერბერტ კვანტის ფონდის ჯილდოების მფლობელი, მედიცინის პროფესორი უილიამ ბრაუნი, მედიცინის პროფესორი კონრად კარსი და სხვები.

უნდა ითქვას, რომ ბათუმის წარმომადგენლობაში პროფესორთა განაწილების ეფექტური მოდელი შევიმუშავეთ. თეორიულ კურსებს, ძირითადად, თბილისიდან ჩასული ლექტორები წარმართავენ (პანდემიის პირობებში, ცხადია, ჩაუსვლელად, ელექტრონული ფორმით), ხოლო სემინარულ მეცადინეობებს ადგილობრივი ლექტორები ატარებენ, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენს აკადემიურ პერსონალს ბევრი ბათუმელი მეცნიერიც შეემატა.

 

გვესაუბრეთ უნივერსიტეტის აღჭურვილობის შესახებ.

ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, გრუნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გამოირჩეოდა უნიკალურობით. პირველად, 1997 წელს სტომატოლოგიური პროგრამის სტუდენტები უკვე გადიოდნენ სწავლებას მოდელირებული მეთოდით, საფანტომო ლაბორატორიაში. დღეს მედიცინის სკოლას ემსახურება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სიმულაციური ცენტრი და არაერთი სამედიცინო კლინიკა. ამავე წლიდან, სამართლის სკოლაში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის სასწავლო-საექსპერტო ცენტრი, რომელსაც, დღეს, თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ ანალოგი არ გააჩნია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 1998 წელს, ასევე პირველად, ჩვენთან შეიქმნა სატელევიზიო-შემოქმედებითი სახელოსნო, რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს პროფესორი თემურ ფაფერაშვილი. სწორედ ამ დროიდან ჩამოყალიბდა სასწავლო სატელევიზიო სტუდიაც, რომელიც დღესაც ივსება ახალი ტექნიკით. მომავალი ჟურნალისტები თავის ჟურნალისტურ ოსტატობას ხვეწენ საქართველოს რადიოს ეთერში, გრუნისთვის გამოყოფილ ოთხსაათიანი დროის მონაკვეთში. რაც შეეხება თავად კამპუსს, ის ნამდვილად გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული გარემოთი. ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კამპუსი საქართველოში, რომელიც სრულიად ახალი კონცეფციით აშენდა. აღსანიშნავია, რომ არც ბათუმის წარმომადგენლობის შენობა ჩამოუვარდება თბილისის კამპუსს.

რა გამოწვევის წინაშე დააყენა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი პანდემიამ და როგორ მოერგო იგი არსებულ სიტუაციას?

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა სწრაფად აუღო ალღო ახალ გამოწვევას და ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გაართვა თავი. გამოცდილებამ დაგვანახვა ელექტრონული სწავლების ძლიერი და სუსტი მხარე, რომლის გათვალისწინებით, კიდევ უფრო სრულვყავით სასწავლო პროცესის მართვის სისტემა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გრუნიმ, სტუდენტებთან შეთანხმებით, ჰიბრიდული მეთოდი აირჩია, რაც ნიშნავს თეორიული სწავლების განხორციელებას ონლაინფორმატით, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას შესაბამის სივრცეში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი,

აღმაშენებლის ხეივანი, ირინა ენუქიძის ქ. 3

ტელ: 2 38 44 06

ბათუმი,

მახინჯაურის დასახლება, თამარ მეფის ქ. 60

ტელ: 24 53 33

www.gruni.edu.ge

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რას წერს კესარია აბრამიძე Victoria’s Secret-ის პირველ ფერადკანიან ტრანსგენდერ მოდელზე

#OK! რას წერს კესარია აბრამიძე Victoria’s Secret-ის პირველ ფერადკანიან ტრანსგენდერ მოდელზე

February 4, 2022
#OK! ჰეილი ბიბერმა სელენა გომეზისადმი მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა

#OK! ჰეილი ბიბერმა სელენა გომეზისადმი მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა

August 28, 2021
#OK! გოგო, რომელმაც აჭარა სულ სხვა ემოციით გააცნო საქართველოს

#OK! გოგო, რომელმაც აჭარა სულ სხვა ემოციით გააცნო საქართველოს

October 11, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

August 8, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას უბრუნდება? რა დეტალები ხდება ცნობილი სასექსის ჰერცოგინიას ბრიტანეთში დაბრუნების შესახებ

#OK! მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას უბრუნდება? რა დეტალები ხდება ცნობილი სასექსის ჰერცოგინიას ბრიტანეთში დაბრუნების შესახებ

August 24, 2026
იცოდით, რომ? 7 საინტერესო ფაქტი საქართველოს კონსტიტუციის შესახებ

იცოდით, რომ? 7 საინტერესო ფაქტი საქართველოს კონსტიტუციის შესახებ

August 24, 2026
#OK! People-მა 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელა

#OK! People-მა 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელა

August 25, 2026
#OK! რა ღირს Chanel-ის ფეხსაცმელი, რომელმაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია?

#OK! რა ღირს Chanel-ის ფეხსაცმელი, რომელმაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია?

August 22, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები