• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გიორგი ჯიქური

July 9, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გიორგი ჯიქური Health and Beauty-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარია, რადგან თავისი ჩაცმისა და ცხოვრების სტილით უკვე მიიქცია ჩვენი ყურადღება. პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ ახალი პროფესიის ძიებაშია. უყვარს ფოტოების გადაღება, კითხვა, მოგზაურობა… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გიორგი OK!-ის თავად უამბობს.

გიორგი, მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ ხართ პროფესიით, რას საქმიანობთ და რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ხომ არიან ადამიანები, ბავშვობაში შეკითხვაზე „რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?“ რამდენიმე ვერსია რომ აქვთ? – მე ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და ეს განვახორციელე კიდეც. ახლა, ამ გადმოსახედიდან, ზუსტად ვიცი, რატომ არ ვმუშაობ ჩემი პროფესიით. შესაძლოა ვაზვიადებ ან სუბიექტური ვარ, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მივიჩნიე, რომ პრინციპებისთვის უნდა მეღალატა, რათა ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახური მეშოვა, და ახალი პროფესიის ძიებაში ვარ ჯერ კიდევ. ვფიქრობ, პრაქტიკული გადაწყვეტილება მივიღე, რომელმაც მომცა საშუალება, თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელ ადამიანად მეგრძნო თავი.

 

ახლა რესტორანში ვმუშაობ, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ. უამრავ და ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს ვმასპინძლობ ყოველდღე და ეს ურთიერთობები არის ის, რაც ცხოვრებაში ძალიან მჭირდება, და ამ კორონაისტერიაში − მით უმეტეს.

 

თავისუფალ დროს ვმოგზაურობ, ვკითხულობ, დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. პანდემიამდე ღამის ცხოვრება მიყვარდა − ბარები, კლუბში მთელი ღამე ცეკვა… (განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება ჩემთვის). მუდამ ჩანახატებს ვწერდი და ახლა, როცა თავისუფალი დრო ბევრია და „წასასვლელი“ პრაქტიკულად არსად არის, წერას დავუბრუნდი.

 

გიორგი, გაგვიზიარეთ თქვენი თავის მოვლის რუტინა.

არსებობს მოსაზრება, რომ თავის მოვლას იმაზე მეტ დროსა და ენერგიას ვუთმობ, ვიდრე სხვა ადამიანები, რაც ჩემი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება. ზაფხული და მზე მიყვარს ძალიან და კანი ზედმეტად რომ არ გამომიშრეს, ვცდილობ ყოველთვის დავიტენიანო. დანარჩენი პროცედურები, რომლებისთვისაც ესთეტიკის ცენტრებს ვსტუმრობ, ვფიქრობ აღნიშვნასაც არ იმსახურებს, ვინაიდან ყველა ჩვენგანი ვიტარებთ ასეთ პროცედურებს პერიოდულად და საჭირო ინტერვალების დაცვით.

 

 

ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

რომელიღაც კონკრეტულ სტილს არ ვანიჭებ უპირატესობას. „მთავარია, კომფორტული იყოს“ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ხშირად მცმია საშინლად არაკომფორტული ფეხსაცმელი მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ლამაზია. ალბათ უფრო კლასიკური და სპორტული სტილის შერწყმას გამოვყოფდი.

 

გვესაუბრეთ თქვენს სვირინგებზე. რაიმე კონკრეტული დატვირთვა აქვს?

ჩემს სვირინგებს „ბავშვობის შეცდომებს“ ვუწოდებ. ამ ასაკში და ამ გადასახედიდან არცერთი მათგანი არ მომწონს და უკვე დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ ყველა გაქრეს. საშინლად მტკივნეული და დროში გაწელილი პროცედურაა. ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ ხოლმე, რომ აუცილებლად დიდი ხანი იფიქრონ, სანამ ტატუ-არტისტის კარს შეაღებენ.

 

არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროს წარმოადგენს?

„შთაგონების წყარო“ ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ დიახ − ალბათ მამაჩემი არის ჩემთვის შთაგონების წყარო. ამაზე სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ. ყველა ადამიანი, ვინც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, გამოსდის, ვფიქრობ ნამდვილად უნდა იყოს ამავე გზაზე მიმავალი ადამიანისთვის შთაგონების წყარო.

 

როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი რამდენიმე წლის შემდეგ?

რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი თავი სხვა ქვეყანაში წარმომიდგენია. აღარ მახსოვს, რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, პერსონაჟების დიალოგის ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ ბედნიერი ხარო? − ეკითხება გოგო თავის მეგობარს და ის უპასუხებს − არა, იმიტომ, რომ ოკეანე არასოდეს მინახავსო. ალბათ, რამდენიმე წლის შემდეგ, ფიზიკურად ჩემი თავისთვის ყველაზე მისაღები ვერსია ვიქნები და საღამოობით, ძალიან დაღლილი ოკეანის სანაპიროზე ვისეირნებ.

 

დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით.

მხიარული, შრომისმოყვარე და კეთილი (ყველა ადამიანი ასე მახასიათებს, ვინც მიცნობს და მათ მივანდობ ჩემს „სამ სიტყვაში ჩატევას“, ვინაიდან საკუთარ თავზე საუბარი და დახასიათება ცოტა მიჭირს).

 

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კარა დელევინი Dior-ის ჩვენებაზე! მოდელი 20-იანი წლების სტილს ირგებს!

#OK! კარა დელევინი Dior-ის ჩვენებაზე! მოდელი 20-იანი წლების სტილს ირგებს!

June 18, 2021
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA

#OK! ქართული ტანისამოსის ბრენდი ART LIKA

April 7, 2021
#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

June 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

February 26, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები