• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Geometry შენთვის

May 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სახლის ინტერიერი პირდაპირ ასახავს ადამიანის პერსონას, მის ხასიათს, განწყობას, ემოციებს და დამოკიდებულებებს. თავად წერ შენი სახლის ისტორიას, რაშიც დეკორატიული ნივთები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ქმნი შენთვის და შენი მეგობრებისთვის სასურველ გარემოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რაც ამ პროცესს უკავშირდება. გაგაცნობთ კომპანიას, რომელიც სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა და საზოგადოებას დეკორატიული ნივთების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მაშ ასე, წაიკითხეთ OK!-ის ინტერვიუ Geometry-ის დამფუძნებელ ნინო მეტრეველთან და ანუკა კორძაძესთან, რომლებიც უფრო ვრცლად გაგვაცნობენ კომპანიის იდეისა და განვითარების ეტაპების შესახებ.

 

 

უპირველესად გაგვაცანით კომპანია. რამდენი ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?

კომპანია Geometry ბაზარზე 2020 წლის ნოემბრიდან გამოჩნდა, ხოლო იდეა პირადი სივრცის მოწყობის დროს დაიბადა. ამ დროს ყველა ადამიანი ცდილობს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც მას ნებისმიერ მომენტში შეუქმნის სასიამოვნო განწყობას და დამუხტავს დადებითი ემოციებით.

ინტერიერისთვის სასურველი დიზაინის პოვნა ბაზარზე არც ისე მარტივი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ხელით შეგვექმნა ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ამ დანაკლისს შეგვივსებდა. პირველი იყო სარკე, რომელმაც შემდგომ ჩვენს სამეგობრო წრეში დიდი ინტერესი გამოიწვია და ვიფიქრეთ ფართო აუდიტორიისთვისაც მიგვეწოდებინა საკუთარი ნაწარმი. სწორედ ასე დაიწყო Geometry-ისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯები.

სახელწოდებას რაც შეეხება, თავად კომპანიის იდეას და კონცეფციას უკავშირდება − ფორმა, ზომა, მრავალფეროვნება და შეუზღუდავი ლიმიტი Geometry-ის მთავარი ნიშაა.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობთ გემოვნებიანი პროდუქტით სივრცის ათვისებას. არ გვაქვს შეზღუდვა ფორმასა და ზომაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ აბსოლუტურად ღია ვართ მომხმარებელთან კოლაბორაციისათვის.

ჩვენი მომხმარებლის ნებისმიერი იდეა საინტერესო და მნიშვნელოვანია. მათი წარმოსახვის რეალობაში გადმოტანა, საერთო იდეების შეჯერებით, მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია.

როგორ ხდება კონკრეტული მოდელის შეკვეთა და შემდეგ მომხმარებლამდე მიწოდება?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ მხოლოდ ონლაინ. პროდუქტის მიწოდების მაქსიმალური ვადა გახლავთ 4-5 დღე. ვცდილობთ რაც შეიძლება დროულად ჩავაბაროთ შეკვეთა, რათა ხანგრძლივი მოლოდინი არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს კომპანია.

 

 

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად ჩვენს პროდუქტთან ერთად. შევუქმნათ სივრცე, სადაც მას ექნება შეგრძნება, რომ მისია, რომელიც Geometry-მ საკუთარ თავზე აიღო, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. თითოეულ პრობლემას, რომელიც გზად გვხვდება, დეტალებში მივყვებით და ვცდილობთ არასდროს განმეორდეს. ჩვენი მთავარი მოტივაცია გახლავთ ემოცია, რომელსაც საკუთარი მომხმარებლებისგან ვიღებთ. პროდუქტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. ამ ეტაპზე ძირითადად ლითონზე ვმუშაობთ. ასევე, გვაქვს კონკრეტული ხის მოდელი.

 

რა მიგაჩნიათ კომპანიის უპირატესობად?

ხარისხი, სწრაფი მიწოდება, გემოვნებიანი პროდუქტი, კოლაბორაციის შედეგად იდეის რეალიზების შანსი, მეგობრული დამოკიდებულება და მაღალი მიმღებლობა.

სამომავლო გეგმები.

საკმაოდ მასშტაბური სამომავლო გეგმები გვაქვს. გვინდა დავამატოთ კონკრეტულად ავეჯის სხვადასხვა პროდუქცია, სახლის დეკორატიული ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება შოურუმის გახსნა. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და გვსურს თანამშრომლობის არეალიც გავაფართოოთ.

FB: Geometry

Insta: ___geometry___

Mail: [email protected]

Tel: 599 71 20 31

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები