• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! GASTRO BOOK-ის მოწვეული რედაქტორი ქეთი ბაქრაძე

March 2, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მინდა სიამოვნებით წარმოგიდგინოთ OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი ქეთი ბაქრაძე, რომელმაც ჩვენს მკითხველს ბევრი საინტერესო თემა და ამბავი გაუზიარა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ნომერი, რომელიც აქამდე წაგიკითხავთ. მაშ ასე, სანამ Gastro Book-ზე გადავალთ, გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს რესტორატორ ქეთი ბაქრაძესთან.

 

ქეთი, თქვენ ხართ OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება?

გაგიკვირდებათ, და ჩემი პროფესიული განათლება ჟურნალისტიკაა. შესაბამისად, გამოცდილება აქამდეც მქონია, თუმცა რედაქტორის ამპლუაში არასოდეს ვყოფილვარ. ვინაიდან შეფმზარეული ვარ, ვწერდი პირად რეცეპტებს ჟურნალ „ტაბულაში“ და ეს ჩემთვის პირველი გამოწვევა იყო. შემდეგ კულინART-ში. კიდევ სხვა ბევრი ჟურნალისთვისაც დამიწერია და მათ შორის წიგნზეც მიმუშავია.

ძალიან მიყვარს როგორც რეცეპტების, ასევე ჩემი ემოციების გაზიარება. ეს არის ჩემთვის მთავარი და სწორედ ამან მიმიყვანა საკუთარ საქმემდე. ჩემს ემოციებს ვაზიარებ არა მარტო კერძებში, არამედ ინტერიერსა და გარემოში.

რას წაიკითხავს მკითხველი OK! Gastro Book-ში?

OK! Gastro Book-ის მკითხველისთვის რამდენიმე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა შევარჩიეთ. ის, რაც ნამდვილად აქტუალურია დღევანდელ რეალობაში კულინარიის მიმართულებით.

ერთ-ერთია კახა ბენდუქიძე და მისი დაარსებული კულინარიის აკადემია, რომლის შესახებ რამდენიმე ადამიანი ისაუბრებს. მან ისეთი აკადემია დააარსა, რომელმაც სრულად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროფესიასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა. დაამსხვრია ყველა არსებული სტერეოტიპი და დაამკვიდრა სრულიად ახალი აღქმა კულინარიასთან დაკავშირებით.

ასევე, ისაუბრებენ Food Blogger-ები და გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს მიმართულება სოციალურ ქსელებში.

გარდა ამისა, ჩვენ მოგიყვებით, რატომ არ არსებობს საქართველოში სარესტორნო კრიტიკა, მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია კონკურენციისთვის. მოგეხსენებათ, ამის გარეშე ადამიანი დუნდება და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ეს მოიცავს სერვირებას, მომსახურებას, ინტერიერს და მრავალ სხვა უმნიშვნელოვანეს მიმართულებას.

გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ მიმართულებებს მსოფლიოს გარშემო. ადგილებს, რომლებსაც აუცილებლად ვსტუმრობ მოგზაურობის დროს. ვფიქრობ, თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება.

ასევე, წაიკითხავთ რამდენიმე უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელთა მომზადება საკმაოდ მარტივია და ყველა თქვენგანს შეგიძლიათ ასიამოვნოთ საკუთარი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩემი შემოთავაზებული რეცეპტებით.

რასაკვირველია, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ თემებისა, რომელსაც OK! Gastro Book-ში იხილავთ, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ და შემდეგ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

 

რატომ კულინარია?

კერძის მომზადება არ არის ჩემთვის უბრალოდ პროცესი. ეს არის თერაპია. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის კერძების მომზადება. ამით მე მათ ემოციას ვუზიარებ. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ემოციები არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა ჩემ გარშემო მყოფი ადამიანისთვის უნდა გამეზიარებინა, რითაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალიზმი და ვფიქრობ, ყველა კერძს უნდა დაუმატო შენი, საკუთარი დეტალი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამაზე იფიქრე, მოირგე ეს კონკრეტული რეცეპტი და გაუზიარე გარშემომყოფებს. ძალიან მიყვარს გასტრონომიული წიგნები, მაქვს დიდი კოლექცია მთელი მსოფლიოდან, რომელიც დიდ ინსპირაციას მანიჭებს მზადებისას, თუმცა ყოველთვის ვუმატებ ჩემს დეტალებს.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელმა ფაქტორმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა პროფესიის არჩევისას?

ვცხოვრობდი რუსთაველზე, იტალიურ ეზოში. გარდა იმისა, რომ ყოველთვის მიყვარდა კერძების მომზადება, ვფიქრობ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რამაც ჩემი პროფესიის არჩევაზე დიდი გავლენა იქონია. ჩემ გარშემო ბევრი სამზარეულო იყო, ყველგან შევდიოდი, ვაგემოვნებდი, ყველა მეზობლის თითო კერძი გამორჩეულად მიყვარდა, გურმანი ვიყავი ბავშვობიდან. ბებიებიც არაჩვეულებრივად ამზადებდნენ, ჩემი რაჭველი ბაბუაც საოცარი მზარეული იყო, ხშირად დავყავდი რაჭაში, სოკოს ვკრეფდით, საღამოს კი ვამზადებდით. მუდამ ჩართული ვიყავი ამ პროცესში. ვფიქრობ, სწორედ ამან იქონია გავლენა, რომ არჩევანი კულინარიაზე შემეჩერებინა.

 

რის კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

ძალიან მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა, მოგზაურობა და თხილამურებით სრიალი. ეს არის ჩემთვის განტვირთვის ყველაზე საყვარელი საშუალება.

ზოგადად, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, მაგრამ შინიდან არასდროს გავდივარ გაბრაზებული. ოპტიმისტი გახლავართ და მუდამ იმაზე ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. არასდროს მეზარება საყვარელი საქმის კეთება. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც უზომოდ მიყვარს და ნამდვილად ჩემია.

გიფიქრიათ საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე?

კი, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და ბევრი შემოთავაზებაც მქონია. მაქვს გეგმებიც, ოდნავ შორეული. ეს პროფესია არ არის ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო, ეს არის ის, რის კეთებაც მსიამოვნებს და ბედნიერებას მანიჭებს.

ახლო მომავალში მინდა რეგიონში გავიდე და აგროტურიზმი დავნერგო. ეს ჩემი ოცნებაა, რომელსაც სულ მალე განვახორციელებ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც აგრარული ტურიზმი ძალიან განვითარებული უნდა იყოს და მე მინდა ამ პროცესში საკუთარი წვლილი შევიტანო. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა რეგიონსა და ეზოში შეიძლება საოჯახო რესტორანი იყოს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

რას ურჩევდით დამწყებ მზარეულებს?

დამწყებ მზარეულებს უპირველესად ვურჩევდი, მოიარონ საქართველო კარდაკარ და დააგემოვნონ ყველა კერძი, ყველა სოფელსა თუ ოჯახში. აუცილებელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, თუნდაც ავტოსტოპით. ბევრი ემოცია მიიღონ და რასაკვირველია, იკითხონ წიგნები.

ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლონ საქართველოს ისტორია, რადგან ნებისმიერი პროფესია წარმოუდგენელია განათლების გარეშე. ჩვენი ისტორია გვაძლევს და გვაჩვენებს იმას, თუ რამდენი ერის გავლენაა ამ პროფესიაში. საიდან იწყება ამა თუ იმ კერძის ისტორია, რამ იქონია გავლენა მათ შექმნასა თუ ჩამოყალიბებაზე. სწავლის გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ დაეუფლეთ რაც შეიძლება მეტს, რათა გახდეთ თქვენი საქმის პროფესიონალი.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა
OK! Business

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე
ინტერვიუ

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

July 15, 2025
#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

#OK! პოლიტიკური ვენტრილოქვიზმი: როგორ აალაპარაკა „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპი ქართულად

February 10, 2025
#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

#OK! 56 წლის სინდი კროუფორდი Vogue Poland-ის გარეკანზე

October 28, 2022
#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი, კამი რაზატი და ფილიპინ ლეროი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

May 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

#OK! ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: „უდიდეს პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ მის მიმართ“

October 12, 2026
გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

October 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები