• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის“ შექმნის ისტორია – ლიკა თუშიშვილი საქმიანობასა და შვილებზე…

March 12, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ადამიანების დახმარების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილება იყო. გეშტალტ თერაპიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ეს ტერმინი, საქართველოში ჯერ კიდევ უცხო იყო. მიხვდა, რომ გეშტალტი მისი შინაგანი არჩევანი იყო და აქედან დაიწყო მისი პროფესიული გზა – გახდა ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და ტრენერი. შემდეგ „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკა“ დააარსა და მას მერე თავის სფეროში საკმაოდ თვალსაჩინო კვალს ტოვებს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ექიმს, გეშტალტ თერაპევტს, ლიკა თუშიშვილსა და მის შვილებს, რომლებმაც „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის“ დაარსებაში და მის 7-წლიან ფუნქციონირებაში დიდი როლი ითამაშეს.

 

როდის დაინტერესდით ფსიქოთერაპიით?

(ლიკა თუშიშვილი): ბავშვობიდან მქონდა სხვისი დახმარების შინაგანი მისწრაფება, თან, როგორც სხვები აღნიშნავდნენ, ეს კარგად გამომდიოდა. ვფიქრობ, შინაგანი მოთხოვნილება – როდესაც სხვისი დახმარებაა უფრო პრიორიტეტული, ყველა ექიმსა და ფსიქოთერაპევტს უნდა ჰქონდეს. მეგობრებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩემთან საუბარი ეხმარებოდათ და ამშვიდებდათ, ასეთი უკუკავშირი ხშირად მესმოდა.

ჩემმა პროფესიული განვითარების 30-წლიანმა გზამ მოიცვა – პედიატრის პროფესია, ექიმი- ფსიქოთერაპევტობა, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ თერაპევტობა და ტრენერობა. აგრეთვე, ვარ საქართველოს ეროვნული გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

 

როგორია „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის“ შექმნის ისტორია და რას სთავაზობს ის საზოგადოებას?

გეშტალტ თერაპიის ევროპული აკრედიტაციის მიღების შემდეგ დავაფუძნე „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკა“ ჩემს კოლეგებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ხანგრძლივი სწავლებისა და პრაქტიკის შედეგად მოახერხეს აღნიშნული აკრედიტაციის მოპოვება. მათთან ერთად დავიწყე ადამიანების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ჩვენთვის პრიორიტეტულია – ჩვენთან მოსულმა ადამიანმა ფსიქოთერაპიით მოაგვაროს ის ცხოვრებისეული საკითხი და ფსიქოსომატური ჩივილი, რის გამოც მოგვმართა. განიცადოს თვითშეფასების ზრდა, თვითრწმენის გაძლიერება, ფსიქოლოგიური სიმტკიცე და პიროვნული ზრდა, რაც დაეხმარება საკუთარი ცხოვრების რეკონსტრუირებაში და ამით კმაყოფილების შეგრძნების მიღწევაში. ჩვენი გუნდის წევრები სწორედ შედეგზე არიან ორიენტირებულნი. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური, წყვილების, ოჯახური და ჯგუფური ფსიქოთერაპიები როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, ასევე, მუდმივად გვაქვს სუპერვიზიები და ინტერვიზიები – პროფესიული შეკრებები, რომელიც ჩვენი პროფესიული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის ყველა წევრი მუდმივად ესწრება საერთაშორისო კონფერეციებსა და ვორკშოპებს.

გარდა ამისა, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ადამიანებს დახვდეთ მყუდრო, შინაურული და თბილი გარემო, რათა მათ იგრძნონ ჩვენი კეთილგანწყობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხარისხი, ამის გარეშე წარმოუდგენელია. როდესაც კლინიკას ვქმნიდი, ჩემი ამოცანაც ეს იყო – ადამიანებს მიეღოთ ხარისხიანი, კვალიფიციური და შედეგიანი ფსიქოთერაპიული მომსახურება. მიხარია, რომ ჩვენს კვალიფიციურ, გამოცდილ, პროფესიონალ და მეგობრულ ფსიქოთერაპევტების გუნდს ეს გამოუვიდა, ამაზე მეტყველებს ის დატვირთული მომართვიანობა, რაც  უკვე 7 წელია გვაქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკას ჰყავს ევროპული სუპერვიზორი, საერთაშორისო დონის მეტრი. მას დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ჩვენი გეშტალტ თერაპევტების პროფესიული, ისე ჩვენი კლინიკის საერთაშორისო სტანდარტების ზრდაში.

 

შვილები

(ლიკა თუშიშვილი): კლინიკის გახსნამდე ვიყავი მხოლოდ ექიმი, ფსიქოთერაპევტი, რომელიც არ ერეოდა საორგანიზაციო საქმეებში. კლინიკის გახსნის დღიდან კი მომიწია საორგანიზაციო საქმეებში ჩართვამ და მისმა მართვამ. თავდაპირველად ეს ძალიან რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერში მეხმარებოდა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები – ონლაინსივრცის ორგანიზება, მენეჯერული საკითხები… ისინი ყველაფერში მონაწილეობდნენ. ძალიან დიდი ძალა და საყრდენი იყვნენ როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილები თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩართული კლინიკის შექმნაში და ჩვენ, დედაშვილობასთან ერთად, კარგი თანამშრომლები აღმოვჩნდით.

მიშო პროგრამისტია. მას ებარა ონლაინსივრცის ორგანიზება. სანდრო უშუალოდ გვეხმარებოდა თარგმანში, საქართველოში პირველი ჯგუფური გეშტალტ თერაპიის ღია ვორკშოპები ჩვენ გავაკეთეთ, ასევე ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის გასვლითი ღია ვორკშოპები ჩვენ დავნერგეთ.

 

(მიშო გორდეზიანი): კლინიკის გახსნის დღიდან ჩართული ვიყავი ჩვენი კლინიკის ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ ნაწილში. ციფრული ნაწილი უშუალოდ მე მებარა, როგორც სოცმედია, ისე ქოფი. პარალელურად ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში – მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე. როდესაც მეორე კურსზე გადავედი, ავაწყვე ჩემი პირველი საიტი, რომელიც სწორედ გეშტალტ თერაპიის კლინიკის საიტი იყო. ასე იქცა ჩვენი კლინიკის საიტი ჩემს სავიზიტო ბარათად, ამის შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან. უკვე ორ წელზე მეტია მაიკროსოფტში ვმუშაობ. ამის პარალელურად აქტიურად ვარ დაკავებული სპორტით, ხშირად ვთამაშობ ფეხბურთს და თხილამურებზეც კარგად ვდგავარ.

 

(სანდრო გორდეზიანი): პროფესიით ექიმი ვარ, გეშტალტ თერაპიის კლინიკის გახსნის დღიდან გეშტალტი გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ბოლო ორი წელია დავიწყე უშუალოდ გეშტალტ თერაპიის შესწავლა. ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ევროპული აკრედიტაციის მოსაპოვებლად. როგორც ლიკამ აღნიშნა, აქტიურად ვმონაწილეობდი ჩვენი კლინიკის ვორკშოპებში, რომელთაც მე ვთარგმნიდი, სწორედ ამ მუშაობის პროცესში გახდა გეშტალტ თერაპია ჩემთვის საინტერესო. უპირველესად იყო ახალი, ამასთანავე, ვხედავდი, თუ როგორ ცვლიდა გეშტალტი ადამიანებსა და პერსპექტივას. გეშტალტ თერაპიის დახმარებით მე ვეხმარები სხვებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხელს უნდა უწყობდე ფიზიკურადაც, მე აქტიური ვარ ამ მხრივაც, ჩემი ჰობი, შეიძლება ითქვას, არის ფეხბურთის თამაში, ვცურავ და აქტიურად ვვარჯიშობ დარბაზში. როდესაც მე ვიქნები კარგად, როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად, შესაბამისად, მერე შევძლებ სხვის დახმარებასაც.

 

 

სანდრო, იყო თუ არა დედის გავლენა თქვენი პროფესიის არჩევაში?

(სანდრო გორდეზიანი): ეს იყო პირადად ჩემი არჩევანი. დიდი ხანია მინდოდა გეშტალტ თერაპიის შესწავლა და ველოდებოდი ზუსტ მომენტს. თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გეშტალტი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა 7 წლის წინ დედაჩემის დამსახურებით. მაშინ პატარა ვიყავი და ვფიქრობდი, 20 წლის ასაკში გეშტალტ თერაპიის სწავლა ძალიან ადრე იყო. ვიცოდი, რომ გამოცდილება უნდა დამეგროვებინა და ასეც მოვიქეცი, სწორედ მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება. გეშტალტი არის ცხოვრების ფილოსოფია, რომელიც პიროვნულად გზრდის და გაძლევს საშუალებას, სხვებს დაეხმარო.

 

(ლიკა თუშიშვილი): სანდრომ სამედიცინო უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ ისე ჩააბარა მაგისტრატურაზე – ფსიქიკური ჯანმრთელობის ფაკულტეტზე, რომ არც ვიცოდი, თუ ამას აპირებდა. ძალიან გამიკვირდა და თან გამიხარდა. რა თქმა უნდა, ირიბი ზეგავლენა იქონია, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი, თუ შინაგანი მისწრაფება არ გაქვს ამ პროფესიის მიმართ, მაშინ მედიცინასა და ფსიქოთერაპიას ცხოვრების პროფესიად ვერ აირჩევ.

 

როგორი თქვენი სამომავლო გეგმები?

(სანდრო გორდეზიანი): უნდა გავხდე აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი, დავაგროვო პრაქტიკა ამ სფეროში. ასევე, ფსიქიატრიის რეზიდენტობის გაკეთების სურვილი მაქვს, რადგან სამომავლოდ ფსიქიატრობას ვფიქრობ. ჩემი აზრით, ფსიქიატრიით, გეშტალტ თერაპიითა და ფსიქიკური ჯანმრთელობით – ამ სამი მოდალობით მიღებული ცოდნით, ბევრად უფრო კარგად, კომპლექსურად მივუდგები თითოეული ადამიანის მომართვას, ჩივილს, და ვფიქრობ, ბევრად უფრო შედეგიანად შევძლებ დახმარებას.

გარდა ამისა, მიყვარს მოგზაურობა და მომავალშიც ვაპირებ შემოვიარო ევროპის ის ქვეყნები, სადაც არ ვარ ნამყოფი.

 

(მიშო გორდეზიანი): ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ჩემს პროფესიას უკავშირდება და საკუთარი დეველოპერული კომპანიის დაფუძნების ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

 

(ლიკა თუშიშვილი): წელს ჯგუფური გეშტალტ თერაპიის ციკლი დავიწყეთ და სამომავლო გეგმაც ამ მიმართულებას უკავშირდება. გარდა ამისა, ვაპირებთ 7-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას, ასევე ვგეგმავთ გაფართოებას – ფილიალების გახსნას თბილისის სხვადასხვა უბანში, რადგან ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს კლინიკაში მოსვლა. ამასთანავე, ვაპირებთ ფილიალების გახსნას საქართველოს მასშტაბითაც, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა რეგიონებში ფსიქოთერაპიაზე.

ძალიან მიხარია, რომ ეს სფერო აქტუალური გახდა, გაიზარდა ადამიანების ცნობიერება, ადრე რცხვენოდათ და ეშინოდათ ფსიქოთერაპევტთან მისვლის, – მაგრამ დაინახეს, რომ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ფსიქოთერაპევტის დახმარებით ხდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება განაპირობებს სტრესის შემცირებას, ურთიერთობების გაუმჯობესებას, საერთო ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების ზრდას. როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის შემოწმება არის ჯანდაცვისადმი ჰოლისტიკური მიდგომის ნაწილი, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება უნდა იყოს წახალისებული და ინტეგრირებული ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საერთო რუტინაში.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

August 17, 2022
#OK! დღეს ჯენიფერ ლოპესი 54 წლის გახდა – ამერიკელი ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო”

#OK! დღეს ჯენიფერ ლოპესი 54 წლის გახდა – ამერიკელი ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო”

July 24, 2023
#OK! დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების – ინტერვიუ მაია ლაბაძესთან

#OK! დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების – ინტერვიუ მაია ლაბაძესთან

June 17, 2025
ბედნიერება აქ და ახლა…  ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე

ბედნიერება აქ და ახლა… ბედნიერების ელჩი – არსენ გვენეტაძე

May 10, 2025

კვირის ჰიტები

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! HR Congress 2025

#OK! HR Congress 2025

October 7, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები