• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე

September 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დეველოპერულ სექტორში ათწლიანი წარმატებული ოპერირება ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ბაზრის ტრანსფორმაცია და მომხმარებლის ქცევის ცვლილება ბიზნესისგან ხშირად საკუთარი იდენტობის ხელახლა გააზრებას მოითხოვს. სწორედ ამ ცვლილებებს მოერგო სამშენებლო კომპანია „თი ისთეითი“, რომელმაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და ახალი ხედვის საფუძველზე რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე საქმიანობას „ფორმუსის“ სახელით განაგრძობს. ახალი ბრენდის ცენტრში ადამიანია – კომპანია ცდილობს შექმნას არა უბრალოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ გარემო, რომელიც თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს, კომფორტსა და ყოველდღიურობას ერგება. სლოგანი „შენებისთვის“ და ახალი სახელი „ფორმუსი“ სწორედ ამ კონცეფციას ასახავს. რა შეიცვალა რებრენდინგის შედეგად კომპანიის ხედვასა და მიდგომებში და როგორია „ფორმუსის“ განვითარების შემდეგი ეტაპი – ამის შესახებ „ფორმუსის“ მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, მეკო აბრამია გვიყვება.

 

„ფორმუსმა“ მნიშვნელოვანი რებრენდინგი განახორციელა. რა გახდა ამ მასშტაბური ცვლილების მთავარი მიზეზი და რა ეტაპზე მიხვდით, რომ კომპანიას ახალი იდენტობა სჭირდებოდა?

ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია საქმიანობს. ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი გამოცდილება, საქმიანობის მასშტაბი და სამომავლო გეგმები. ამავდროულად, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა ბინის შეძენისას – მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშენებლობის ხარისხი და ლოკაცია, არამედ გარემო, ფუნქციურობა, კომფორტი და მთლიანად ის გამოცდილება, რომელსაც საცხოვრებელი პროექტი სთავაზობს. სწორედ ამ ეტაპზე დავინახეთ, რომ არსებული ბრენდი – „თი ისთეითი“ სრულად ვეღარ გამოხატავდა იმ კომპანიას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ამიტომ, რებრენდინგი ჩვენთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო. შევინარჩუნეთ დაგროვილი გამოცდილება, მაგრამ ახალი ხედვითა და უფრო მკაფიო იდენტობით გავაგრძელეთ საქმიანობა.

როდესაც რებრენდინგზე მუშაობა დაიწყეთ, რა იყო მთავარი მიზანი – არსებული ბრენდის განახლება, კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა თუ ბაზარზე საკუთარი პოზიციონირების შეცვლა?

ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა ახალი ბრენდი, რომელიც კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს გამოხატავდა და, ამავდროულად, უფრო მკაფიოდ განსაზღვრავდა ჩვენს ადგილს ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვენარჩუნებინა ის გამოცდილება და სანდოობა, რომელიც 10+ წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, მაგრამ მათთვის ახალი ფორმა მიგვეცა – გაგვეხადა უფრო თანამედროვე, მოქნილი და ადამიანზე ორიენტირებული. სწორედ ამ სტრატეგიული ამოცანით დავიწყეთ მუშაობა „მოზაიკასთან“. ჩამოვაყალიბეთ ბრენდის ღირებულებები, ხედვა და სამომავლო მიმართულება, სააგენტოს გუნდთან თანამშრომლობით კი ეს ყველაფერი ახალ სახელში, სლოგანსა და ერთიან ვიზუალურ იდენტობაში გადაითარგმნა.

რა შეიცვალა რებრენდინგის შედეგად თავად კომპანიის ხედვასა და სტრატეგიაში? მხოლოდ ვიზუალური იდენტობა განახლდა თუ ცვლილება ბიზნესის მიდგომებსა და სამუშაო პროცესებსაც შეეხო?

თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ რებრენდინგი მხოლოდ კომუნიკაციის ან ვიზუალური იდენტობის დონეზე არ დარჩენილიყო. ახალი ბრენდი რეალურად გამოხატავს, თუ როგორ ვქმნით პროექტებს და როგორი ურთიერთობა გვინდა გვქონდეს მომხმარებელთან. ამიტომ „ფორმუსის“ სტრატეგიის ცენტრში უფრო მკაფიოდ დადგა ადამიანი და მისი რეალური საჭიროებები. თანამედროვე დეველოპმენტი ჩვენთვის არ ნიშნავს მხოლოდ ხარისხიანი შენობის აშენებას – მნიშვნელოვანია, როგორ იცხოვრებს ადამიანი ამ სივრცეში, რამდენად ერგება ის მისი ცხოვრების სტილს და რამდენად კომფორტული იქნება მისთვის ყოველდღიურობაში. შესაბამისად, ახალი იდენტობა უფრო ფართო ცვლილების გამოხატულებაა – იმ მიდგომის, რომლითაც მომავალ პროექტებს ვგეგმავთ, ვქმნით და მომხმარებლებს ვთავაზობთ.

 

ახალი „ფორმუსის“ მთავარი იდეა და ღირებულებები როგორ ჩამოყალიბდა? რასთან გსურდათ ასოცირებულიყო მომხმარებლისთვის კომპანიის სახელი და ახალი იდენტობა?

„ფორმუსის“ მთავარი იდეის ცენტრში ადამიანი და მისი ცხოვრების სტილია. ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობენ, განსხვავებული საჭიროებები, პრიორიტეტები და წარმოდგენები აქვთ საკუთარ სახლზე. ამიტომ გვჯერა, რომ სივრცე ადამიანს უნდა ერგებოდეს და არა ადამიანი სივრცეს. ეს იდეა ძალიან ზუსტად გამოიხატა როგორც სახელში, ისე სლოგანში – „შენებისთვის“. „ფორმუსი“ ფორმის იდეას უკავშირდება – შესაძლებლობას, ადამიანმა იპოვოს სივრცე, რომელიც მის ცხოვრებას შეესაბამება. „შენებისთვის“ კი ამ იდეას უფრო ადამიანურ მნიშვნელობას აძლევს: ვაშენებთ შენებისთვის, შენი ოჯახისთვის, შენი მომავლისთვის გვინდა „ფორმუსი“ მომხმარებლისთვის ასოცირდებოდეს ხარისხთან, სანდოობასა და თანამედროვე საცხოვრებელ გარემოსთან, რომელიც ადამიანის საჭიროებებიდან იწყება.

რებრენდინგის დროს რამდენად მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლის გამოცდილების გადახედვა? რა შეიცვალა იმაში, თუ როგორ ურთიერთობს „ფორმუსი“ მომხმარებელთან – პროექტის შერჩევიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე?

მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა ჩვენი ახალი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საცხოვრებლის შეძენა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ვთავაზობთ საბოლოოდ, არამედ ისიც, თუ როგორი გამოცდილება აქვს მომხმარებელს ამ პროცესში. ეს იწყება მის საჭიროებებზე მორგებული სივრცის შერჩევით და გრძელდება გადაწყვეტილების მიღების მთელი პროცესის განმავლობაში. ამაში შედის მკაფიო და გამჭვირვალე კომუნიკაცია, გადახდის მოქნილი პირობები, პროექტის დაფინანსების სანდოობა და მშენებლობის ვადების დაცვა. მომავალი მობინადრეებისთვის „ფორმუსი“ არის ახალი ცხოვრების გზამკვლევი და თანამგზავრი სახლის შერჩევის დაწყებიდან საკუთარი ბინის კარის შეღებამდე.

სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე ბევრი კომპანია ცდილობს ერთმანეთისგან განსხვავებული იდენტობის შექმნას. რით გინდათ, რომ ახალი „ფორმუსი“ კონკურენტებისგან გამოირჩეოდეს და რა არის მთავარი განსხვავება, რომელსაც მომხმარებელი რეალურად იგრძნობს?

ჩვენთვის განსხვავებულობა მხოლოდ ვიზუალური იდენტობით არ იქმნება. ბრენდი შეიძლება ვიზუალურად გამორჩეული იყოს, მაგრამ საბოლოოდ მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რას იღებს რეალურად. „ფორმუსის“ შემთხვევაში ეს არის მიდგომა, სადაც ხარისხი მხოლოდ კარგი სამშენებლო მასალებით არ განისაზღვრება. ის იწყება პროექტის დაგეგმვიდან – როგორ არის ორგანიზებული სივრცე, რამდენად ფუნქციურია ბინა, რამდენად უსაფრთხო, ენერგოეფექტური და კომფორტულია გარემო და რამდენად პასუხობს პროექტი თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებებს. ამიტომ ჩვენი მიზანია არა უბრალოდ შენობების, არამედ ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომლის ხარისხიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად შეუძლია იგრძნოს.

 

ამ ეტაპზე რომელ პროექტებზე მუშაობს „ფორმუსი“ და რა არის მათი მთავარი მახასიათებლები?

ამ ეტაპზე ჩვენი მიმდინარე პრექტია „ფორმუსი საბურთალო“ – ბიზნესკლასის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი ქალაქის ცენტრში. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ფუნქციურად დაგეგმარებულ ბინებს, ხარისხიან სამშენებლო მასალებსა და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას. 12-სართულიან შენობაში საცხოვრებელ ნაწილთან ერთად გათვალისწინებულია კომერციული, საოფისე და საპარკინგე სივრცეები.

რა მიმართულებებსა და ლოკაციებზეა დღეს კომპანიის ძირითადი აქცენტი და როგორია მიმდინარე პროექტების განვითარების დინამიკა?

დღეს ჩვენი ძირითადი აქცენტი თბილისში ისეთი საცხოვრებელი პროექტების განვითარებაზეა, სადაც ლოკაცია, არქიტექტურა, ფუნქციურობა და ცხოვრების ხარისხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამის მაგალითია „ფორმუსი საბურთალო“, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მოთხოვნად ნაწილში მდებარეობს. ლოკაციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა განვითარებული ინფრასტრუქტურა და მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირებია, რაც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებას ამარტივებს. ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება სწორედ ამ პროექტის განვითარებასა და მშენებლობაზეა მიმართული. მისი დასრულება 2028 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

მიმდინარე პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით და რატომ? რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის მომავალ მობინადრეებს?

ამ ეტაპზე ბუნებრივია, გამოვყოფ „ფორმუსის“ საბურთალოს პროექტს, რადგან ეს პირველი პროექტია, რომელიც „ფორმუსის“ ახალი ხედვითა და იდენტობით ვითარდება. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ პროექტი სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებელზეა გათვლილი. წარმოდგენილია სხვადასხვა ფართისა და ტიპის ბინები – აპარტამენტის ტიპის ბინები 39 მ²-დან, ერთსაძინებლიანი 53 მ²-დან და ორსაძინებლიანი 82 მ²-დან. ამასთან, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული და საპარკინგე სივრცეების ერთ პროექტში გაერთიანება ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღიური კომფორტისთვის საჭირო სხვადასხვა ფუნქცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მნიშვნელოვანი უპირატესობაა გადახდის პირობებიც – მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 2-წლიანი შიდა განვადებით.

 

 

რას უნდა ველოდოთ „ფორმუსისგან“ უახლოეს მომავალში – იგეგმება თუ არა ახალი პროექტების დაწყება ან კომპანიის გაფართოება ახალი მიმართულებებით?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი „ფორმუსი საბურთალოს“ განვითარებაა და იმ სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებაა, რომელიც ახალი ბრენდის საფუძველში ჩავდეთ. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ კომპანიის შემდგომ განვითარებასა და ახალ პროექტებზე. ჩვენი მიზანია, „ფორმუსი“ ეტაპობრივად განვითარდეს როგორც თანამედროვე დეველოპერული ბრენდი, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას, ახალ ხედვას აერთიანებს და თითოეულ ახალ პროექტში კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ქმნის.

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: პირადი არქივია

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

January 3, 2022
#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

October 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები