• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფილოსოფოსის თვალით დანახული ბათუმი და ბათუმელები…

December 4, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად გრძნობენ ქალაქის მაჯისცემას, რომლებისთვისაც ბათუმელობა შინაგანი მდგომარეობაა. „ბათუმელობა ბათუმურ კულტურულ და ქცევით მატრიცაში ყოფნას ნიშნავს“, – მიაჩნია ფილოსოფოსს, ასოცირებულ პროფესორს, გიორგი მასალკინს, რომელიც „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან მოგიყვებათ, რომელ ფილმში იცხოვრებდა დიდი სიამოვნებით, როგორია „სიყვარულის ფილოსოფიის“ მისეული ახსნა, რომელი ნიჭის ფლობას ისურვებდა და კიდევ არაერთ საინტერესო ამბავს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ მის პიროვნებას.

 

ბავშვობის დროინდელი მოგონება, რომელიც დღემდე გათბობთ…

მამასთან ვჭიდაობდით ხოლმე მე და ჩემი ძმა, სულ პატარები. საერთოდ, მკაცრი პიროვნება იყო, დიდად არ გამოსდიოდა ალერსი, და ეტყობა ამ ბავშვურ ჭიდაობებში ხან ჩვენ ვეხუტებოდით, ხან ის. მენატრება და მათბობს…

 

პროფესიის არჩევისას, ალბათ, გექნებოდათ არჩევანის თავისუფლება. რატომ ფილოსოფია, რამ გამოიწვია აღნიშნულის მიმართ თქვენი ინტერესი?

კი, არჩევანი მქონდა, მხედველობაში თუ არ მივიღებთ იმდროინდელ კორუფციას მისაღებ გამოცდებზე… ფილოსოფიაზე ბევრი არ ვიცოდი, მიმზიდველად კი ჟღერდა. კითხვა ძალიან მიყვარდა (კლასელები დოცენტს მეძახდნენ), – შეიძლება ამ გარემოებამაც განაპირობა ეს არჩევანი. მისაღებ გამოცდებზე როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა ხუთიანი მივიღე (მაშინ 4 საგანი ბარდებოდა და ქულათა სხვა სისტემა არსებობდა). რექტორმა დამიბარა და იურიდიულზე გადასვლა მირჩია, უარი ვუთხარი, რამაც ძალიან ბევრი გააკვირვა… არ მინანია არასდროს…

 

და მაინც, რა არის თქვენეული, ცხოვრებისეული მიგნება, რომელიც აღნიშნულმა პროფესიამ აღმოგაჩენინათ…

ფილოსოფია არის ეჭვის შეტანა „საყოველთაო სიცხადეებში“, „უეჭველში“, სტერეოტიპულში, დოგმატურში. არ მეშინია ჭკვიან ადამიანთან კამათში წაგების, რადგანაც, სწორედ კამათში წაგებული რჩება საბოლოოდ მოგებული… მან ახალი ცოდნა შეიძინა.

 

როგორია პატრიოტიზმის თქვენეული აღქმა…

აქ ბანალური ვიქნები. შენი საქმე და სიტყვა ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს. შენს საქმეს კარგად უნდა აკეთებდე და სხვა კულტურებს უნდა აფასებდე.

 

სოციალურ ქსელში თქვენს აქტივობებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ გატაცებული ხართ ფოტოგრაფიით. თქვენი ფოტოების სერია ძირითადად ბათუმსა და ბათუმელებს ეძღვნებათ. როგორია თქვენეული ბათუმი, რას ნიშნავს ბათუმელობა თქვენთვის?

არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი, კამერაც სამოყვარულო მაქვს, ჰობი კი მართლაც არის. ბათუმი არის ქალაქი (ყველა ქალაქი ვერ ქალაქობს). ქალაქად ყოფნა ნიშნავს ქალაქური წესით ცხოვრებას, ქალაქის მცხოვრებლები იცავენ „თამაშის წესებს“, გარკვეულ შეთანხმებებს, ამას კონვენციური კულტურა ჰქვია. კონვენციური კულტურა პერმანენტულ ზრუნვას საჭიროებს, თუ არადა, ქალაქმა მოკლე დროში შეიძლება დაკარგოს ქალაქური სულისკვეთება. ბათუმელობა არ ნიშნავს აუცილებლად ბათუმში დაბადებას. ბათუმელობა ბათუმურ კულტურულ და ქცევით მატრიცაში ყოფნას ნიშნავს. გვემუქრება თუ არა ამ კუთხით რისკები? კი… და ეს მასევდიანებს…

 

 

რის შეცვლას ან გამეორებას ისურვებდით ამ ქალაქში?

არაბათუმელობა მგვრის სევდას. ვერ ვიტან, როცა აქლემივით ვიფურთხებით, ვანაგვიანებთ ქალაქს, ცუდად ვმეტყველებთ, დედას ვიგინებით, ზაფხულში შიშველღიპებიან მამაკაცებს ვერ ვიტან. შევეცდებოდი შემემცირებინა დიდი შეუსაბამობა არსებულ სერვისებსა და ფასებს შორის. მუსიკის ჩართვას ავკრძალავდი ე.წ. მარშრუტკებში (მუსიკალური გემოვნების გაუმჯობესება უფრო რთული საქმეა).

 

განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ შვილიშვილებთან, კარგად ჩანს მათდამი თქვენი უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება. რა არის ის მთავარი რგოლი ურთიერთობაში, რომელმაც უნდა შეგვანარჩუნებინოს თაობებს შორის ჯანსაღი კავშირი?

სიყვარული, გულწრფელობა, ინტერესი და პატივისცემა. ბავშვი ისეთივე რთულად ამოსაცნობი სუბიექტია, როგორიც ზრდასრული ადამიანი. მე მათთან ურთიერთობა უფრო მეტს მაძლევს, ვიდრე მათ ჩემთან. ბევრს ვსწავლობ მათგან…

 

ფილმი, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდით და მუსიკა, რომელიც გაჰყვებოდა ამ ცხოვრებას ფონად…

რთული კითხვაა… ეტორე სკოლას „მეჯლისში“, თავისი განუმეორებელი მუსიკალური ფონით.

 

სტუდენტებისთვის საყვარელი ლექტორი ხართ. გარდა იმისა, რომ ის საკითხები, რომელზეც ლექციაზე თუ ლექციის მიღმა საუბრობთ, საინტერესოა, კიდევ რა არის საჭირო, რომ ახალგაზრდების ნდობა და პატივისცემა მოიპოვო…

ისინი უნდა გრძნობდნენ ინტელექტს და ინტერესს როგორ საგნისადმი, ასევე მათდამი. მედიდური არ უნდა იყო და ყველაფრის მცოდნე… კარგია, თუ იუმორის გრძნობაც გაგაჩნია.

 

როგორია „სიყვარულის ფილოსოფიის“ თქვენეული ახსნა…

არ უნდა გძულდეს განსხვავებული ადამიანი. სიყვარულია იქ, სადაც „ის“ ისეთივე და უფრო მეტად ღირებული ხდება შენთვის, როგორიც საკუთარი თავი…

 

ვის და რას ეტყოდით ახლა…

რამდენიმე ადამიანს ვეტყოდი, რომ მახსოვს და მიყვარს ისინი.

 

გაქვთ რაიმე ჩვევა ან თვისება, რომელსაც მცდელობის მიუხედავად დღემდე ვერ გადაეჩვიეთ?

ცოტას, მაგრამ ვეწევი, ჭამა-სმაშიც მეტი ზომიერება იქნებოდა სასურველი. ბოლომდე ვერ დავძლიე სერიოზული ნაკლი – არ ვილაპარაკო და არ ვიკამათო თემებზე, რომლებიც ბოლომდე არ ვიცი. თუმცა ვცდილობ…

 

ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება რამ მოახდინა ბოლოს თქვენზე?

დაპაუზებულმა სამყარომ კორონავირუსის დროს…

 

ერთი დღით გიდის როლი რომ მოირგოთ, პირველ რიგში, სად წაიყვანდით და რას დაათვალიერებინებდით უცხოელ სტუმარს, რათა მან ზუსტად შეიგრძნოს აჭარა…

აჭარის მთებში, მდინარეებზე, ხულოს საბაგიროზე.

 

ბედნიერია ადამიანი, როცა…

ჩემთვის სულიერი სიმშვიდე ძალიან ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ხარ, როცა სხვა ადამიანისთვის სიკეთეს აკეთებ; ბედნიერი ხარ, როცა სიხარულით მიდიხარ სამსახურში და სიხარულით ბრუნდები სახლში; ბედნიერი ხარ, როცა არ იცი რას ნიშნავს მოწყენა, იმდენი საინტერესო რამ არსებობს სანახავი და წასაკითხი ამქვეყნად. ბალზაკი წერდა: „ჯობს იყო ჯანმრთელი და მდიდარი, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი“. ვეთანხმები! ბედნიერი ხარ, როცა ვინმე გიყვარს და ვინმეს უყვარხარ; ბედნიერი ხარ, როცა მშვენიერების აღქმის ნიჭი და უნარი გაგაჩნია.

 

ნიჭი, რომელსაც გინდათ ფლობდეთ…

უცხო ენების ფლობა სრულყოფილად. ნიჭი მოთმინებისა. ნიჭი, არ ვილაპარაკო ზედმეტი…

 

რომელ ფილოსოფოსთან ისურვებდით დიალოგს და რა თემაზე…

ნიცშესთან. მამარდაშვილთან. როგორ დაინახავდნენ და როგორ შეაფასებდნენ დღევანდელ სამყაროს.

 

ფრაზა, რომელიც სულ გდევთ…

ყველაზე ხშირად „ცისფერი მთები“- დან ფრაზებს ვიმეორებ სხვადასხვა სიტუაციაში. გენიალური ფრაზებია გენიალური ფილმიდან…

 

დაბოლოს, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ…

ოქროს თევზთან წარმატებული დიალოგი…

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 10 მოდური მომენტი, როდესაც ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე Versace-ს კაბით გამოჩნდა!

#OK! 10 მოდური მომენტი, როდესაც ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე Versace-ს კაბით გამოჩნდა!

March 24, 2021
#OK! „აჭარული მზითვის ფერი“ – ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

#OK! „აჭარული მზითვის ფერი“ – ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

November 24, 2022
#OK! “ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანი აცვიათ” – ზელენსკის მიმართვა “გრემის” დაჯილდოებაზე

#OK! “ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანი აცვიათ” – ზელენსკის მიმართვა “გრემის” დაჯილდოებაზე

April 4, 2022
#OK! “გავიკეთე ბევრი ოპერაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩები მქონოდა” – ანდრეა ივანოვა

#OK! “გავიკეთე ბევრი ოპერაცია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩები მქონოდა” – ანდრეა ივანოვა

March 16, 2023

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები