• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! FASHION BOOK-ის მოწვეული რედაქტორი ირინა ონაშვილი

October 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ Fashion Book-ის მოწვეულ რედაქტორ ირინა ონაშვილს, რომელმაც მთელი თვის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად არაერთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე იმუშავა. თუმცა, ვიდრე ოქტომბრის თვის დამატებას გაეცნობით, აუცილებლად წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გაგაცნობთ ჩვენს რესპონდენტს და მოწვეულ რედაქტორს − ირინა ონაშვილს.

 

ირინა, თქვენ ხართ Fashion Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება და რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ახალი გამოწვევა?

საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში Fashion-ისა და გლამურის მიმართულებით ვიყავი ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი. ძირითად აქცენტებს ვამახვილებდით ცნობილ ბრენდებზე და მათ ისტორიებზე, შესაბამისად, ეს პროცესი სრულიად ნაცნობია ჩემთვის, თემების შერჩევითა და სრულყოფით.

მინდა ვთქვა, რომ ჟურნალ OK!-ის შემოთავაზება საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო, რადგან არჩევ თემებს, რომლებიც საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის. ამ შემთხვევაში, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტად მქონდა გამძაფრებული, რადგან ვემზადებოდით კონკრეტულად ერთი ნომრისთვის და მინდოდა, ყველაფერი იდეალურად წარმართულიყო და მისულიყო ბოლომდე.

ვეცადე მკითხველისთვის შემეთავაზებინა ისეთი თემები, სადაც გამოჩნდებოდა ჩემი ხასიათიც, OK!-ის სტილიც და ერთობლიობაში კმაყოფილი იქნებოდა როგორც აუდიტორია, ასევე ჩვენც − ისინი, ვინც მთელი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ ნომერზე.

რომელი თემები შეარჩიეთ Fashion Book-ის მკითხველისთვის?

ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი თემა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისთვის დაგვეთმო. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ცნობილ ბრენდებს საკმაოდ საინტერესო აქტივობები აქვთ ჩატარებული ამ კამპანიასთან დაკავშირებით.

ასევე, რასაკვირველია, ვისაუბრეთ სტილზე, სადაც ძირითადი აქცენტი გავამახვილეთ იმაზე, რომ სრულიად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სამოსი იმისათვის, რომ მომხიბვლელად გამოვიყურებოდეთ.

არაერთ საინტერესო თემასთან ერთად, გიამბობთ ჩემი რჩეული ფილმებისა და წიგნების შესახებ, რომლებიც მოდასთან არის კავშირში. ასევე, მოგიყვებით ჩემი Style Icon-ის – ლედი დიანას შესახებ და გაგიზიარებთ მის რამდენიმე გამორჩეულ Look-ს. ვისაუბრებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი სამოსისა და ვინტაჟური სტილის შესახებ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აუცილებლად გირჩევთ წაიკითხოთ და ისიამოვნოთ ჩვენ მიერ მომზადებული Fashion Book-ით.

 

რას ნიშნავს თქვენთვის Fashion-ი?

Fashion-ი ჩემთვის უპირველესად არის სისადავე, მინიმალიზმი და ინდივიდუალიზმი, რაც აუცილებლად გამოგარჩევს სხვებისგან. არ მიყვარს, როდესაც რომელიღაც ბრენდზე ხდება ხაზგასმა. ყოველთვის ვცდილობ ჩემი სამოსი არ აფიშირებდეს, თუ რომელი დიზაინერის მიერ არის შექმნილი.

თავად რომელი ბრენდის მომხმარებელი ხართ უფრო ხშირად?

ვერ გამოვარჩევ კონკრეტულ ბრენდს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია სამოსი იყოს კომფორტული და მოსახერხებელი. რასაკვირველია, ამასთან ერთად უნდა მომწონდეს, მაგრამ გარკვეულ „მსხვერპლზე“ არასოდეს წავსულვარ მხოლოდ სილამაზის გამო. თანაც, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ერთდროულად გამოვიყურებოდეთ ლამაზად და ამავდროულად, კომფორტულად.

ქართველ დიზაინერებზე რას გვეტყვით?

საქართველოს ჰყავს არაერთი წარმატებული დიზაინერი, რომლებითაც ძალიან ვამაყობთ. მათ შეძლეს და განვითარდნენ ამ სფეროში, ბევრმა მათგანმა მთელ მსოფლიოსაც გააცნო თავი და დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნად ბრენდებში საპატიო ადგილსაც იკავებენ.

როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა? თქვენეული ხრიკი ხომ არ გაქვთ?

გარკვეულ ასაკამდე მეგონა, რომ დილა-საღამოს დამატენიანებელი და მკვებავი საცხების გამოყენება არ იყო აუცილებელი, მაგრამ ბოლო 4-5 წელია, რაც აქტიურად დავიწყე მოხმარება და მივხვდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. შესაბამისად, ვცდილობ კანი მქონდეს მუდმივად დატენიანებული, რათა გამოიყურებოდეს ჯანსაღად.

ვიყენებ ფრანგულ ბრენდ „ლოქსიტანს“, რომელიც ძალიან ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგება, ყოველ ღამე ვიტარებ რამდენიმესაფეხურიან პროცედურას, რადგან ყოველ დილით ვგრძნობ საოცარ შედეგს.

რის კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს. თუმცა მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ყოველ წუთს ჩემს შვილებს ვუთმობ.

გვიამბეთ თქვენს დღევანდელ საქმიანობაზე.

ჩემი დღევანდელი საქმიანობა გარკვეულწილად ჩემს პროფესიას უკავშირდება: ვმუშაობ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“, სადაც ვარ PR-მენეჯერი და ასევე გახლავართ წამყვანი „TV პირველის“ შუადღის პირდაპირ ეთერში. ამ სეზონზე დამემატა გადაცემა „ოჯახის ექიმი“, სადაც პროფესიონალ ექიმებთან ერთად თანაწამყვანი ვარ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მსიამოვნებს და მაბედნიერებს ის, რასაც ვაკეთებ.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Single Lady: კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოები, რომლებშიც ის განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანს

#OK! Single Lady: კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოები, რომლებშიც ის განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანს

March 25, 2021
#OK! ლოტუსი – #1 აღიარებული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში

#OK! ლოტუსი – #1 აღიარებული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში

March 6, 2023
#OK! მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ის ახალი კამპანიის სახეა

#OK! მატილდა გვარლიანი Massimo Dutti-ის ახალი კამპანიის სახეა

January 16, 2023
#OK! მაყურებელი მალე Only Murders In The Building-ს იხილავს: სელენა გომეზი სატელევიზიო სერიალის გადაღებებზე ნიუ-იორკში იმყოფება

#OK! მაყურებელი მალე Only Murders In The Building-ს იხილავს: სელენა გომეზი სატელევიზიო სერიალის გადაღებებზე ნიუ-იორკში იმყოფება

April 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები