• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ესთეტიკური მედიცინა, როგორც ხელოვნება

November 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ბავშვობიდან ხელოვნებით იყო გატაცებული. მიუხედავად ხატვისა და მუსიკის დიდი სიყვარულისა, პროფესიად სტომატოლოგია აირჩია. მოგვიანებით კი ხელოვნების დანაკლისი ახალი სფეროთი – ესთეტიკური მედიცინით შეივსო. „ესეც ხომ ერთგვარი ხელოვნებაა?“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ესთეტიკური მედიცინის ექიმი ნატა მაღალაშვილი, რომლისთვისაც საქმისადმი დიდ სიყვარულსა და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

ნატა, როდის დაინტერესდით პირველად ესთეტიკური მედიცინით?

მუსიკოსებისა და ექიმების გარემოცვაში გავიზარდე, შესაბამისად, ხელოვნების მიმართ ჩემი ინტერესი დიდი იყო – ვხატავდი, ვცეკვავდი, მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ სტომატოლოგიურზე ჩავაბარე. მახსოვს, ის პერიოდი სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ამომევსო ის სიცარიელე, რაც ხელოვნებამ დამიტოვა.

წლების განმავლობაში მოსკოვში მომიწია ცხოვრება, ხოლო როცა საქართველოში დავბრუნდი, ქ-ნ მაია მამალაძეს შევხვდი, რომელმაც ნათლად დამანახვა, რომ ესთეტიკური მედიცინაც ერთგვარი ხელოვნებაა და ის ადამიანებს აბედნიერებს. მისი დიდი დახმარებითა და თანადგომით მოვედი აქამდე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას.

 

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ დაინტერესებულ ადამიანებს?

ამჟამად ვმუშაობ სილამაზის ცენტრ La Paris-სა და კლინიკა Welkin-ში. პაციენტებს ვთავაზობ როგორც ესთეტიკურ, ასევე აპარატურულ და ინიექციურ კოსმეტოლოგიას, კონკრეტულად: სახის გაწმენდა, სხვადასხვა სახის მასაჟები, პილინგები, აკნეს და პოსტაკნეს მკურნალობა, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და კონტურული პლასტიკა. ასევე, კლინიკა Welkin-ში – ტანისა და სახის აპარატურულ პროცედურებს: Fotona 4D, ცელულიტის მკურნალობა, ზედმეტი ცხიმის მოცილება და კუნთების სტიმულაცია.

 

რომელი პროცედურაა ყევლაზე მოთხოვნადი?

ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია სახის მასაჟი. აქვე აღვნიშნავ, რომ თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით და სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია სპეციალისტმა სწორად შეარჩიოს, თუ რა სახის მასაჟი სჭირდება პაციენტს.

აღნიშნული მეთოდით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი, შევისწავლე და ვარ პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის სერტიფიცირებული წევრი, სადაც მუდმივად გვეძლევა საშუალება, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ვისწავლოთ მსოფლიო დონის წამყვან სპეციალისტებთან და გავეცნოთ დარგის სიახლეებს.

 

მნიშვნელოვანია სპეციალისტს ენდობოდე, როგორ შეძელით ნდობის მოპოვება?

ვფიქრობ, პროფესიონალიზმთან ერთად, სიყვარული არის ის, რაც წარმატებისთვის და, არა მხოლოდ, ზოგადად ყველაფერში მთავარია, საქმისა და ადამიანების სიყვარული. როდესაც მთელი არსებით ხარ ჩართული შენს საქმიანობაში, პაციენტებიც გრძნობენ ამას და აქედან იწყება ნდობა, ურთიერთობა და შედეგი.

აუცილებელია ყველა ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომა, უნდა მოუსმინო პაციენტს, გაიგო – რა სურს და ამის შემდეგ ერთად გადაწყდეს, თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს. თავის მხრივ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვცდილობ ეს ნდობა გავამართლო.

 

სამომავლო გეგმები

ჩემთვის მნიშვნელოვანია კმაყოფილი მომხმარებელი, რომელსაც განაპირობებს ესთეტიკური მედიცინის პროცედურების ხარისხი. სწორედ ამიტომ ამ სფეროში აუცილებელია სიახლეებს არ ჩამოვრჩე და მუდმივად განვვითარდე.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი საქართველოში – ინოვაციური ნაბიჯი ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი საქართველოში – ინოვაციური ნაბიჯი ესთეტიკურ მედიცინაში

November 27, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნეიროგრაფიკა – ახალი ნეიროკავშირების შექმნა

#OK! ნეიროგრაფიკა – ახალი ნეიროკავშირების შექმნა

August 7, 2023
#OK! Barnovi Line – თქვენს სილამაზეზე პროფესიონალები ზრუნავენ

#OK! Barnovi Line – თქვენს სილამაზეზე პროფესიონალები ზრუნავენ

June 5, 2023
#OK! დედოფალი ელიზაბეტის პირველი საჯარო გამოჩენა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ

#OK! დედოფალი ელიზაბეტის პირველი საჯარო გამოჩენა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ

May 12, 2021
#OK! დაგეგმეთ მოგზაურობა Top Travel-თან ერთად

#OK! დაგეგმეთ მოგზაურობა Top Travel-თან ერთად

February 6, 2023

კვირის ჰიტები

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა

#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა

November 21, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები