• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ერეკლე დეისაძის თავისუფლება

July 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

პოეტი, მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე იმ ქალაქიდანაა, რომელსაც განსხვავებული ხასიათი აქვს, რაც მისი პიროვნებისთვისაც ახლოა. თვლის, რომ შემოქმედებითი პროცესისგან სიამოვნების მიღება და შედეგი, რომლითაც ყოველთვის ახერხებს და იქცევს ყურადღებას, თანაბრად მნიშვნელოვანია. ლიტერატურის დანიშნულება, სახასიათო პერსონაჟები და დასამახსოვრებელი ამბები ქუთაისის მთავარი ხიბლია. უფრო ვრცლად ინტერვიუში იხილავთ.

 

ერეკლე დეისაძე დაიბადა ქალაქში, სადაც…

 არსებობს განსხვავებული მენტალობა დანარჩენი საქართველოს ქალაქებისგან. ქუთაისში დაიწყეს მოღვაწეობა დიდმა ცისფერყანწელებმა. ამ ქალაქს აქვს საამაყო ნიადაგი იმისთვის, რომ ხმამაღლა თქვა, – ქუთაისელი ვარ!

 

ბავშვობის წლები და ქუთაისი

ეს განსაკურებული პერიოდი, ალბათ, მაინც სკოლას უკავშირდება, რადგან შემდეგ სწავლა თბილისში გავაგრძელე, თუმცა ყოველთვიური შეხება მაქვს ქუთაისთან. რაც დრო გადის, უფრო ძვირფასი ხდება ის წლები და დრო, რომელიც ამ ქალაქის კონკრეტულ უბნებს, შენობებს და, რა თქმა უნდა, ადამიანებს უკავშირდება. ჩემთვის მუზეუმის დათვალიერებას ჰგავს ამ ქალაქში სეირნობა.

 

გაცნობიერებულად როდის დაიწყო თქვენი სიყვარული ლიტერატურისადმი?

ბავშვობიდან, იმიტომ, რომ დედაჩემი რაღაც სურვილებს არ მისრულებდა, თუ  კონკრეტულ წიგნებს არ წავიკითხავდი. თავიდან იძულებამ და მერე შეთანხმებამ გააჩინა დიდი სიყვარული, შემდეგ უკვე თავად ვთხოვდი, რომელი წიგნი უნდა ეყიდა ჩემთვის. ეს ძირითადად უკავშირდებოდა მაშინ გამოსულ ენციკლოპედიებს, რომლებიც კარგად იყო დასურათებული და განსაკუთრებით მიზიდავდა.

 

რა ცვლილებებს გრძნობთ საკუთარ თავში შემოქმედებითი წვის პროცესში?

არსებობს გამოუთქმელობა, რომელიც შენშია. როცა რაღაცას წერ, მუსიკას ან ლექსს, ზუსტად ესაა გამოთქმის პროცესიც. დიდი ნეტარებაა, როცა ბოლო წერტილს სვამ და ნაწერით კმაყოფილი ხარ. ეს შეგრძნებაა ის, რაც არასდროს მაძლევს მოწყენის საშუალებას, რადგან ტვინი სულ რაღაცის შექმნისკენ გაქვს მიმართული და ასე უფრო აზარტულია ცხოვრება.

 

რა ნიშნით არჩევთ გამოსამზეურებელ ტექსტებს?

ყველა მუსიკა თვითონ მკარნახობს სათქმელს, ჟღერადობიდან გამომდინარე. ამ ტექსტებს დიდი გამოცდილება განსაზღვრავს, რომელიც პოეზიასთან მუშაობისას დამიგროვდა, მე-7 კლასიდან ვრითმავ. პრაქტიკა იმდენ რამეს ცვლის, რომ თუ ნიჭიც ხელს უწყობს, უკვე შეგიძლია უამრავი საინტერესო მიგნება გააკეთო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამეა თქმული, მაგრამ ბევრი ფორმა ჯერ კიდევ არ არის გამოხატული. მე ამ ფორმების ძიებაში ვპოულობ იმ მარგალიტებს, რასაც შემდეგ მოცემულობის, პრობლემატიკისა და საკითხის მიხედვით ვამზეურებ.

 

როგორ დაახასიათებდით ქუთაისელ მკითხველს?

ყველაზე პრეტენზიული მკითხველი ჰყავს ამ ქალაქს, რადგან მას ამბიცია აქვს, რომ ყველაფერი იცის, სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ. ეს ცოდნა სხვა რამეს გულისხმობს ჩემთვის და არა ამპარტავნებას. ქუთაისი არის რაღაც მხრივ ლიტერატურის ქალაქი და ამ ქალაქის შვილობა თავისთავად მოიაზრებს, რომ შენ ხარ პერსონაჟი, რომელიც ვიღაცამ უნდა დაწეროს და დაინახოს. ეს ადამიანები, რომლებიც  ცოცხლები არიან, შემდეგ გადადიან უკვდავებაში რეზო ჭეიშვილის, რეზო გაბრიაძისა და სხვათა ტექსტების მეშვეობით. ამგვარი მიდგომა მთლიანად ქალაქს და მის ხასიათს ალამაზებს.

 

თქვენი აზრით, რა მისცა ქუთაისმა დიდ მწერლებსა და მოღვაწეებს ისეთი, რაც შემდეგ თავიანთ შემოქმედებაში გამოიყენეს?

მაგიურობაა ამ ქალაქის ხანდაზმულობა, მსოფლიოს მასშტაბით უძველეს ქალაქთა შორისაა. გარდა ამისა, ქუთაისი თავისი ხასიათით შობს დიდ ხელოვანებს. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი გენიოსი ამ რელიეფიდან მოდის. რუკაზე რომ დავხედოთ, ქუთაისი ზუსტად აზიისა და ევროპის გასაყარზეა მოქცეული, დალოცვილი მიწაა და ეს ყველაფერი ერთ დიდ მთლიანობას ქმნის.

 

და პირიქით, რა მოგცათ ამ ქალაქმა ისეთი, რასაც სხვა ადგილი ვერ გაიმეტებდა თქვენთვის?

ყველაფერი, რაც მაქვს, ვფიქრობ, აქაურობამ მომცა. თავიდან მქონდა კონფლიქტი და წინააღმდეგობა, მაგრამ ეს თუ არ გაიარე, ისე ვერ შეგიყვარდება. ბავშვობიდან ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი, შემდეგ რაღაც ეტაპებს გადიხარ და საბოლოოდ სხვანაირად აფასებ და ხედავ შენს განვლილ გზას, რეაქციებს, გარემოს. ამ ქალაქმა მომცა ყველაზე მთავარი, – რწმენა, რომ ჩემთვის ყოველთვის იქნება ისეთივე შინაური, როგორიც ჩემი საძინებელი ოთახია და ვიქნები ისეთივე თავისუფალი აქ, ჩემს ხალხში, როგორც სახლში ვარ. ამის განცდა ყველაზე დიდი რამაა, რაც შეიძლება ქალაქმა მოგცეს. ახლა ვცდილობ, მე მივცე ჩემივე შემოქმედებით რაღაც ამ ქალაქს, რათა ვალში არ დავრჩე. ამას, იმედი მაქვს, მოვახერხებ.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ „ძალა ერთობაში“ კი არა, ურთიერთობებშია, ამ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება გარკვეულწილად ქუთაისმა განსაზღვრა?

რა თქმა უნდა, ზუსტად ქუთაისის გამოხატულებაა ეგ აზრი, რაც ვთქვი. ურთიერთობა გულისხმობს განსხვავებული თვისებების ერთობას, ერთნაირი ისედაც არ არსებობს ამ სამყაროში არაფერი ცოცხალი. ურთიერთობიდან დაწყებული ერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, უბრალოდ, ერთობა.

 

რა არის ლიტერატურაში ყველაზე მთავარი, რაც მის მუდმივობას განაპირობებს?

ალბათ, თავის გარემოსთან შეფასება და რეაქცია იმ ეპოქის, რომელშიც ის იწერება. თუ კარგად აღწერ, მაშინ შეცვლი. სხვა ძალა ლიტერატურას არ აქვს, გარდა იმისა, რომ კარგად აღწეროს.

 

თქვენი ოთახის ფანჯრიდან როგორი ჩანს ქუთაისი?

ერეკლეს ფანჯრიდან ქუთაისი ჩანს პრინციპული, ჯიუტი, ტრადიციების ერთგული და ნოვაციებისადმი ღია. ამ ქალაქს შეუძლია მიიღოს ახალი და პარალელურად ძველიც არ დაკარგოს, გაუფრთხილდეს. ზოგადად, ეს ის თვისებაა, რომელსაც ადამიანებსაც ვუსურვებ.

 

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! The Weeknd-ის საოცარი გარდასახვა: მომღერალმა Halloween-ისთვის ვიტო კორლეონეს საკულტო იმიჯი გააცოცხლა

#OK! The Weeknd-ის საოცარი გარდასახვა: მომღერალმა Halloween-ისთვის ვიტო კორლეონეს საკულტო იმიჯი გააცოცხლა

November 1, 2021
#OK! Single Lady: კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოები, რომლებშიც ის განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანს

#OK! Single Lady: კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოები, რომლებშიც ის განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანს

March 25, 2021
#OK! 52 წლის ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ფოტოსესია Rolling Stone-ისთვის

#OK! 52 წლის ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ფოტოსესია Rolling Stone-ისთვის

February 8, 2022
#OK! ჯულია ფოქსის იშიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად – ვარსკვლავური დედა-შვილი Where The Wild Things Are-ის პერსონაჟების ფორმებით

#OK! ჯულია ფოქსის იშიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად – ვარსკვლავური დედა-შვილი Where The Wild Things Are-ის პერსონაჟების ფორმებით

November 2, 2022

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები