• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! DUKA Georgia – ყოველდღიური ცხოვრებისთვის განუყოფელი ნივთები უკვე ახალ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ

November 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

სკანდინავიური დიზაინის სამზარეულოს ნივთებისა და აქსესუარების ბრენდი DUKA Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე 2021 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს ყოველდღიური ცხოვრებისათვის განუყოფელ ნივთებს სთავაზობს. პრემიუმხარისხის პროდუქცია, ხელმისაწვდომ ფასად, მორგებულია მაღალ სტანდარტს, რაც გამოიხატება მისი მასალითა და გემოვნებიანი დიზაინით. აღნიშნული დიზაინი მსოფლიოში ცნობილია ტრადიციებისა და თანამედროვეობის გემოვნებიანი შერწყმით. მინიმალისტური ესთეტიკა, დახვეწილი სამზარეულოს აქსესუარები და ჭურჭელი − DUKA Georgia მომხმარებელს უკვე ახალ ფილიალში ეპატიჟება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა საქართველოში Duka-ს წარმომადგენლებს − გვანცა სალაყაიასა და ანა სვანაძეს.

 

ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ განვითარდა თქვენი ბრენდი?

(ანა):  იმდენი რამ მოხდა, რთულია იმის დაჯერება, რომ მხოლოდ ერთი წელი გავიდა. თავდაპირველად, DUKA საქართველოში ონლაინმაღაზიის ფორმატში გაიხსნა − გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ქართველი მომხმარებელი დაინტერესდებოდა ჩვენი პროდუქციით და ასეც მოხდა. რამდენიმე თვეში, ონლაინმაღაზიის წარმატებული მუშაობის შემდეგ, პირველი ფილიალი ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერსში“ გავხსენით. მალევე შევიძინეთ ერთგული მომხმარებლების არმია, რომლებიც უკვე პირადადაც კი გავიცანით. სულ რამდენიმე კვირის წინ კი მეორე ფილიალი საბურთალოს „სითი მოლში“ გაიხსნა.

 

გვიამბეთ, რა სახის სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?

(გვანცა):  პირველ ეტაპზე ახალ ფილიალში წარმოდგენილია მხოლოდ ახალი კოლექცია. ასევე, დავამატეთ სამზარეულოს ელექტროტექნიკა, რაც აქამდე არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში DUKA-ს პრემიუმხარისხის სამზარეულო ტექნიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქართველი მომხმარებლისთვის ეს ჯერ სიახლეა.

 

როგორი გამოხმაურება გქონდათ მომხმარებლისგან?

(ანა):  ერთგული მომხმარებლები დიდი ხანი ელოდნენ ახალი ფილიალის გახსნას, განსაკუთრებით, ალბათ ახალი პროდუქტებისადმი ინტერესის გამო. გვიხარია, რომ გახსნის დღეს ბევრი მათგანი გვესტუმრა და სასიამოვნო საღამო გავატარეთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან ერთად.

 

როდის და რატომ გადაწყვიტეთ მაღაზიის გახსნა? გაგვაცანით პროცესი. რა სირთულეებთანაა დაკავშირებული?

(გვანცა):  დიდი ხნის განმავლობაში ბულგარეთში ვცხოვრობდი. ბულგარეთის ბაზარზე DUKA დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა და მალევე დაიმსახურა ჩემი ყურადღება, უპირველესად დიზაინის გამო, დროთა განმავლობაში კი ხარისხის სანდოობაშიც დავრწმუნდი. როცა საცხოვრებლად საქართველოში გადმოვედი, საკმაოდ გამიჭირდა მეპოვა ჩემთვის სასურველი ხარისხისა და დიზაინის სამზარეულოს აქსესუარები, იგივე პრობლემა ჰქონდა ანასაც და სწორედ მაშინ დავიწყეთ ფიქრი DUKA-ს საქართველოში გახსნაზე. წლების წინ, როცა ბულგარეთში საყიდლებზე DUKA-ში დავდიოდი, ალბათ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 2022 წელს დადგებოდა დღე, როდესაც საქართველოში DUKA-ს ორი ფილიალი იარსებებდა და რომელსაც მე და ანა ერთად ვუხელმძღვანელებდით.

 

რა სახის პროდუქციითა და დიზაინით ინტერესდება ყველაზე მეტად თქვენი მომხმარებელი?

(ანა):  2022 წელს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით DUKA-მ გამოუშვა ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც ბრენდის ისტორიას მიეძღვნა. სწორედ ეს კოლექცია სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ჩვენი პარტნიორებისგან ვიცით, რომ DUKA-ს სხვა ქვეყნების ფილიალებშიც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ლიმიტირებულმა კოლექციამ.

 

თქვენი აზრით, სკანდინავიური დიზაინი და ქართველი მომხმარებლის გემოვნება რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან?

(ანა):  ზოგადად, ცხოვრების სტილით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის განსხვავდება საქართველოც და შვედეთიც, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან რაიმე გართულება შეგვიქმნა. სკანდინავიური დიზაინი მთელ მსოფლიოშია პოპულარული და ცნობილი, შესაბამისად, არ მიგვაჩნია, რომ ეს ქართველი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულად დიდი სიახლე იყო. პირიქით − არაერთ მომხმარებელს უთქვამს ან მოუწერია ჩვენს სოციალური მედიის არხებზე, რომ ძალიან გახარებულები არიან, რადგან მიეცათ საშუალება საქართველოში შეეძინათ ის ყველაფერი, რასაც აქამდე ონლაინ იწერდნენ სხვა ქვეყნებიდან.

 

რას ურჩევდით მომხმარებელს? რატომ უნდა შევიძინოთ „დუკას“ პროდუქცია?

(გვანცა):  შვედური ბრენდი 100-წლიანი ისტორიით − მე მგონი ამით ყველაფერი უკვე ნათქვამია. DUKA-ს ხარისხი და მინიმალისტური სკანდინავიური დიზაინი უდიდესი ნდობითა და პოპულარობით სარგებლობს ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, გვგონია, რომ ხარისხის გარანტი და დახვეწილი დიზაინი მთავარი მოტივატორებია მომხმარებლისთვის.

 

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

(გვანცა):  ახლო მომავალში ვგეგმავთ გავცდეთ დედაქალაქს და რეგიონებშიც მივცეთ მომხმარებლებს საშუალება, შეიძინონ DUKA-ს პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ ბათუმში ფილიალის არქონის მიუხედავად, ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს და ხშირად გვიწევს პროდუქტების გაგზავნა ფოსტის მეშვეობით.

 

 

მისამართები:

„სითი მოლი“ საბურთალო, LG სართული

ჭავჭავაძის 37, „აქსის თაუერსი“, -1 სართული

ტელ: 591 62 38 72

Email: duka.geo@gmail.com

https://www.facebook.com/DukaGeorgia/

https://www.instagram.com/duka_georgia/?hl=en

 

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

 

ასევე გაეცანი

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025
#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლევან წულუკიძე საკუთარ შემოქმედებაზე, ბოლოდროინდელ გატაცებასა და საინტერესო სიახლეზე

#OK! ლევან წულუკიძე საკუთარ შემოქმედებაზე, ბოლოდროინდელ გატაცებასა და საინტერესო სიახლეზე

September 11, 2021
#OK! Harmont & Blaine-მა საქართველოში პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა

#OK! Harmont & Blaine-მა საქართველოში პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა

November 10, 2023
#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

December 28, 2021
#OK! Jean-Paul Goude ის შემოქმედება

#OK! Jean-Paul Goude ის შემოქმედება

November 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

December 24, 2025
#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

December 21, 2025
#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები