• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! DJ Community – მუსიკით გულანთებულნი

November 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბრისას, რასაკვირველია გვერდს ვერ ავუვლით ტექნომუსიკის განვითარებასა და მის მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თანამედროვე ადამიანის გართობა დიჯეის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დიჯეი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიების ჩამონათვალში წამყვან პოზიციას იკავებს. დღეს კი ამ პროფესიის შესწავლა, მუსიკით ტკბობა და განტვირთვა DJ Community-ისთან ერთად შეგიძლიათ. კომპანიაზე უფრო დეტალურად „დიჯეი ქომუნითის“ იდეის ავტორი და დამფუძნებელი − კახა მახარაძე მოგვიყვება.

გვიამბეთ, როგორ გაჩნდა DJ Community-ის დაარსების იდეა?

DJ Community 2020 წლის 14 თებერვალს დაარსდა. ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც გართობის ინდუსტრიამ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. მუსიკოსებსაც, მსმენელსაც და მოცეკვავეებსაც ძალიან დააკლდათ სივრცეები, სადაც ერთმანეთს ამ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებდნენ. DJ Community გახდა შეხვედრის ადგილი მუსიკას მონატრებული ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეზღუდვების პარალელურად, კომენდანტის საათის დროს დაიწყო, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო ერთ სივრცეში გაჩერება, ვფიქრობ DJ Community-იმ ძალიან ბევრი ადამიანისთვის და პირადად ჩემთვისაც, ემოციური თავშესაფრის როლი ითამაშა გაუსაძლისი სტრესისა და უწყვეტი ნეგატიური ინფორმაციის პირობებში.

გვიამბეთ თქვენი მომსახურებისა და სამუშაო პროცესის შესახებ.

DJ Community უპირველესად სივრცეა მოქმედი და მომავალი დიჯეებისთვის, სადაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ, ჩაწეროთ აუდიო თუ ვიდეოსეტი და გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება. ეს არის თავშეყრის ადგილი ელექტრონული მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სტუდია აღჭურვილია უახლესი აპარატურით, ასევე, გექნებათ შესაძლებლობა უფრო ძველი თაობის ნიმუშებიც იხილოთ და გაეცნოთ, რათა სხვადასხვა ლოკაციაზე დაკვრისას მზად იყოთ ყველა ტიპის აპარატურასთან სამუშაოდ.

ჩვენი სასწავლო კურსიც, დიჯეინგის ძირითადი საკითხების გარდა, აგებულია სწორედ ტექნიკურ საკითხებზე. ჩვენს მომხმარებლებს უამრავი შეკითხვა აქვთ ახალი აპარატურის გარშემო და პირადად მე ყოველთვის მზად ვარ გავუზიარო მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ უამრავ რამეს ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

სტუდიის გარდა, ასევე გვაქვს აპარატურის გაქირავების მომსახურება. სხვადასხვა ღონისძიებასა და ლოკაციას უზრუნველვყოფთ ხმის სისტემით და დიჯეისთვის საჭირო აპარატურით. ჩვენი ტექნიკური პერსონალი ღონისძიების მიმდინარეობისას ყოველთვის ადგილზეა, რაც ყველა წამოჭრილი შეკითხვისა თუ ტექნიკური დეტალის ადგილზე მომენტალურ გადაწყვეტას გულისხმობს.

 

ვინ არიან თქვენი დამკვეთები? მხოლოდ ადგილობრივ დამკვეთებს ემსახურებით?

ადგილობრივი მომხმარებელი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგული სტუმარია, თუმცა ხშირად გვყავს უცხოელი სტუმრებიც, რომლებიც თბილისში ყოფნის დროს ჩვენს სტუდიას ონლაინ პოულობენ, ან რეკომენდაციით მოდიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათთან კომუნიკაცია ასევე საქართველოს გარეთ ამ სფეროში არსებულ რეალობასთან შეხებისა და მისი გაცნობის საშუალებას გვაძლევს ჩვენც და ჩვენს ადგილობრივ მომხმარებლებსაც. დაარსების დღიდან უამრავი ძალიან საინტერესო მუსიკოსი სწვევია ჩვენს სტუდიას და მათთან ურთიერთობასა და მეგობრობას დღემდე ვაგრძელებთ.

რომელი დამახასიათებელი ნიშით გამოირჩევა DJ Community?

ვფიქრობ, გარკვეულწილად ყველა ბიზნესი მისი დამფუძნებლის ინდივიდუალურ მახასიათებლებს იძენს, ამიტომ DJ Community-ის ჩემი და თანადამფუძნებლის კონკრეტული ცოდნა თუ გამოცდილება განასხვავებს სხვებისგან. ჩვენ ძალიან გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და ვცდილობთ ჩვენი წარსული პროფესიული გამოცდილება ამ სფეროს განვითარებას მოვახმაროთ. მუდმივად ვფიქრობთ სიახლეების დანერგვაზე და ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის რეკომენდაციებსა და რჩევებს. გარდა ამისა, ეს არის ამ სფეროში არსებული უახლესი აპარატურა, რომელსაც მინიმუმ წელიწადში ერთხელ ვაახლებთ, რათა სტუმარს ყოველთვის სრულიად გამართულ და თანამედროვე აღჭურვილობასთან ჰქონდეს შეხება.

რა სახის თანამედროვე სიახლეებს ნერგავთ ქართულ ელექტრონულ სივრცეში?

ვგეგმავთ ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად ავტომატიზებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, მაგრამ ამასთან ერთად, არ გვინდა დავკარგოთ ის შინაური, მეგობრული გარემო, რომელიც ჩვენი სტუდიისა და კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ჩვენ გვსურს, მუსიკოსს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო. მაგალითისთვის, თუ მუსიკოსს სურვილი აქვს დამოუკიდებლად, მარტო იმუშაოს მუსიკაზე და თავისი უნარების განვითარებაზე, მივცეთ მაქსიმალური კონცენტრაციის შესაძლებლობა. მაგრამ თუ მას საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან სურს კომუნიკაცია, სჭირდება რჩევები ან გამოცდილების გაზიარება, ამის საშუალებაც ჰქონდეს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს სფეროში?

ისევე, როგორც ყველგან, მნიშვნელოვანია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და არ გაჩერდე. ორი წლის განმავლობაში მუსიკით გულანთებული უამრავი ადამიანი გვინახავს, რომელიც თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე სხვადასხვანაირად მიდიან, აქვთ პერიოდები, როდესაც ფიქრობენ, რომ დამარცხდნენ და ფარ-ხმალს ყრიან, მაგრამ მნიშვნელოვანია შესაფერისი ადამიანები გყავდეთ გვერდით, გაუზიაროთ მათ თქვენი შიშები და დასვათ შეკითხვები. საჭირო დროს საჭირო ფორმით მიწოდებული ინფორმაცია რჩევა თუ გამხნევება, ან თუნდაც ობიექტური შეფასება ხშირად ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხ როლს თამაშობს. ასე რომ, იპოვეთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გარემო, გააზიარეთ ცოდნა, გამოცდილება და არ გაჩერდეთ არასდროს!

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვიდეოგადაღების მომსახურების დამატებას და ასევე ვმუშაობთ ვებგვერდზე, სადაც უფრო მარტივად შეძლებთ კონკრეტული მომსახურების ავტომატურად დაჯავშნას და გადახდის განხორციელებას. ვებგვერდს დაემატება ბლოგი მუსიკის შესახებ და ასევე, მასზე რეგისტრირება შეეძლება ელექტრონული მუსიკის სფეროში მომუშავე ნებისმიერ პირსა თუ ბიზნესს. ვფიქრობთ, ეს იქნება კარგი საშუალება ერთ ადგილას თავი მოვუყაროთ ელექტრონული მუსიკის სფეროში არსებულ სიახლეებსა თუ მომხმარებლებისათვის საჭირო სხვა ინფორმაციას. გარდა ამისა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვიფიქროთ ფილიალის ან ფილიალების გახსნაზე.

www.djcommunity.ge

www.instagram.com/djcommunitystudio/

www.facebook.com/DJCommunityGeorgia/

Email: DJCommunitystudio@gmail.com

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი 164

ტელ: 574 62 88 77

ასევე გაეცანი

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად
OK! News

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა
OK! News

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
#OK! გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!
Techno

#OK! გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!

April 17, 2025
#OK! საქართველოში CHEVROLET-ს პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა
OK! News

#OK! საქართველოში CHEVROLET-ს პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა

September 27, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

May 20, 2022
#OK! ელენ დეჯენერი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს

#OK! ელენ დეჯენერი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს

May 13, 2021
#OK! კარდაშიანების ოჯახის გზა რეალითი შოუდან მილიარდიან იმპერიამდე

#OK! კარდაშიანების ოჯახის გზა რეალითი შოუდან მილიარდიან იმპერიამდე

April 1, 2021
#OK! ექვსი შედევრის ფერად საათებად გარდაქმნა

#OK! ექვსი შედევრის ფერად საათებად გარდაქმნა

April 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ტეილორ სვიფტი და მისი ყოფილები

#OK! ტეილორ სვიფტი და მისი ყოფილები

August 16, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

August 16, 2025
#OK! პრინცი ფილიპისა და დედოფალი ელიზაბეტის სიყვარულის ისტორია 10 ვინტაჟურ ფოტოში

#OK! პრინცი ფილიპისა და დედოფალი ელიზაბეტის სიყვარულის ისტორია 10 ვინტაჟურ ფოტოში

August 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები