• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! Dinner Theatre მსოფლიოში და მისი ქართული ანალოგი

June 8, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

სანახაობა ვახშმით ან ვახშამი სანახაობით – გართობის ამ ფორმის საფუძვლებს შორს თუ გავყვებით, შუა საუკუნეების ეპოქამდე მივალთ. ამ პერიოდში წარმოდგენის ყურებისას საკვების მიღება გავრცელებული წესი იყო. მოგვიანებით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, პოპულარული გახდა ფრანგული კაბარეები, ერთგვარი რესტორნები, რომლებიც კერძებთან ერთად სტუმრებს მხატვრულ-გასართობ პროგრამებსაც სთავაზობდნენ. მე-20 საუკუნიდან კი Dinner Theatre-ის კონცეფცია ყალიბდება. ამგვარ სივრცეებში სანახაობისა და ვახშმის კომპონენტები მნიშვნელობით ერთმანეთს გაუთანაბრდა და კერძები ხელოვნებისა და სანახაობის ნაწილად იქცა. მე -20 საუკუნის დასაწყისში თბილისშიც იყო ადგილები, სადაც ხატავდნენ, მღეროდნენ, შოუს დგამდნენ, „მფრინავ კონცერტებს“ აწყობდნენ, სალონურ საღამოებს მართავდნენ… იკრიბებოდნენ „ქიმერიონში“, მაიკო ორბელიანისა და ჭავჭავაძეების სალონებში, თუმანიშვილების საოჯახო თეატრში, კაფე-კლუბ „ფანტასტიკურ სამიკიტნოში“, ბოჰემური ტიპის სტუდია „არგონავტების ნავში“, კაფე „ფარშავანგის კუდში“, ორთაჭალის დუქანში, თეატრ „ტარტოში“…

ევროპასა და აშშ-ში დღეს Dinner Theatre-ებს ბევრგან აღმოაჩენთ. ასეთი სივრცეები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში, რადგან ბევრი მათგანი ხშირად ხვდება სხვადასხვა ქვეყნის მთავარ ტურისტულ დანიშნულებებში.

რამდენიმე გამორჩეულ Dinner Theatre-ს გაგაცნობთ, რომლის ანალოგიც უკვე საქართველოშიც გვაქვს – „თეატრი“.

Moulin Rouge – პარიზი, საფრანგეთი

Moulin Rouge მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი Dinner Theatre-ია, რომელიც პარიზში მონმარტრის რაიონში მდებარეობს. ის 1889 წელს გაიხსნა და მის სცენაზე გამართული ექსტრავაგანტური შოუებით მალევე გაითქვა სახელი. Moulin Rouge-ის ქორეოგრაფიული დადგმები, მსახიობების გამორჩეული კოსტიუმები თუ სპეცეფექტებით გაფორმებული სანახაობები მნახველს დღესაც არ ტოვებს გულგრილს. ის ცნობილია თავისი სამზარეულოთიც, რომელიც, ძირითადად, სტუმრებს ტრადიციულ ფრანგულ კერძებსა და ადგილობრივი წარმოების ღვინოს სთავაზობს.

 

 

 

The Dutch Apple Dinner Theatre – ლანკასტერი, აშშ

The Dutch Apple Dinner Theatre სტუმრებს გამორჩეულ სპექტაკლებსა და ვახშამს 1984 წლიდან სთავაზობს და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Dinner Theatre-ია აშშ-ში. იგი ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმული სპექტაკლებითაა ცნობილი, თუმცა მის სცენაზე ხშირად იხილავთ სხვადასხვა ჟანრის სანახაობებსაც. გამორჩეულია მისი სამზარეულო, რომელსაც კულინარიული ჯილდოები აქვს მოპოვებული.

 

 

Friedrichsbau Variete – შტუტგარტი, გერმანია

Friedrichsbau Variete სტუმრებს დახვეწილი ატმოსფეროთი, ინტერაქციული და მაგიური შოუებით ხიბლავს, რასაც თან ყოველთვის ვახშამი ახლავს. ის ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლოკაციაა საღამოების გასატარებლად. Friedrichsbau Variete-ს გამორჩეული ადგილი უჭირავს გერმანიის ტურისტულ რუკაზეც. სივრცეში, ასევე, ხშირად იმართება კორპორაციული საღამოები, დაბადების დღეები თუ სხვა ტიპის კერძო წვეულებები.

 

 

Medieval Times Dinner & Tournament – მადრიდი, ესპანეთი

Medieval Times Dinner & Tournament სტუმრებს შუა საუკუნეების თემატიკაზე მორგებულ შოუებს სთავაზობს, მათ შორის ხმლებით ბრძოლას, ტურნირში შეჯიბრებას, ცხენით ჯირითსა თუ სხვა ტიპის სანახაობებს. აქ გამართული ვახშამიც ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს იმეორებს. საბოლოოდ, Medieval Times Dinner & Tournament-ის მიზანი ვიზიტორებისთვის შუა საუკუნეების კულტურის გაცნობა და ამ ეპოქაში მოგზაურობის განცდის შექმნაა.

 

„თეატრი“ – თბილისი, საქართველო

ამ და სხვა გამორჩეული Dinner Theatre-ების რიცხვს „თეატრიც“ შეუერთდა და როგორც საზოგადოების განწყობით, მათი დადებითი შეფასებებით ჩანს, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულ კულტურულ და გასტრონომიულ ცხოვრებაში.

ტურიტებისთვის კი პირველი კულტურული ატრაქციაა საქართველოში.

ასევე გაეცანი

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 21, 2025
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
Uncategorized

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

November 7, 2025
#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?
OK! News

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?

September 30, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა
OK! შოუ ბიზნესი

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

October 11, 2022
#OK! ქალი ანტერპრენერები ციფრულ ინოვაციებში – ნინი ქვირია და უნიკალური სპარტაპი Sliceit

#OK! ქალი ანტერპრენერები ციფრულ ინოვაციებში – ნინი ქვირია და უნიკალური სპარტაპი Sliceit

May 31, 2021
#OK! “ის ვამპირივითაა, ასაკის მატება არ ეტყობა” – ჯარედ ლეტო დღეს 51 წლის გახდა

#OK! “ის ვამპირივითაა, ასაკის მატება არ ეტყობა” – ჯარედ ლეტო დღეს 51 წლის გახდა

December 26, 2022
#OK! დემი მური Versace X Fendi-ს წვეულებას დაესწრო!

#OK! დემი მური Versace X Fendi-ს წვეულებას დაესწრო!

September 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 5 ფაქტი დეპრესიაზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

#OK! 5 ფაქტი დეპრესიაზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

November 15, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

November 16, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 16, 2025
#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

November 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები