• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! დეველორის კვლევა L&D Kaleidoscope – სწავლებისა და განვითარების 2025 წლის ტრენდები

April 28, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Develor International-ის კვლევა – L&D Kaleidoscope უკვე მეორე წელია ტარდება და მიზნად ისახავს ბიზნესსაჭიროების დადგენას, კორპორაციული სწავლებისა და განვითარების ტენდენციების ღრმად გაანალიზებას. კვლევა 2025 წლის დასაწყისში ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 1 770-ზე მეტი HR და L&D პროფესიონალი 24 სხვადასხვა ქვეყნიდან – მათ შორის საქართველოდანაც.

შეგახსენებთ, რომ Develor-ი საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიაა, რომელსაც 17 ქვეყანაში აქვს ოფისი, მათ შორის საქართველოში. „Develor საქართველო“ უკვე თითქმის 10 წელია ნერგავს კორპორაციული სწავლებისა და განვითარების ევროპულ სტანდარტს.

როგორც „დეველორ საქართველოს“ მმართველი დირექტორი, მარიამ დულსკიენე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, L&D Kaleidoscope-ს კვლევის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ რიცხვობრივი მონაცემებით. მას თან ახლავს 240-ზე მეტი სიღრმისეული ინტერვიუ, რაც საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ არა მხოლოდ რა ხდება, არამედ რატომ ხდება – და როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს უკეთ რეაგირება მიმდინარე ცვლილებებზე.

თავის მხრივ, Develor-ი ბიზნესს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას თანამშრომელთა განვითარების მიმართულებით – დაწყებული სტრატეგიული კონსულტაციით, დამთავრებული გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პროექტებით, რომლებიც არ შემოიფარგლება ერთჯერადი ტრენინგით, არამედ რეალურად იწვევს ქცევით ცვლილებებს.

 

 

რა ძირითადი მიგნებები აქვს ამ კვლევას? რა ტენდენციები გამოიკვეთა?

გიორგი კაკულია („დეველორ საქართველოს“ დამფუძნებელი, პარტნიორი, საერთაშორისო ტრენერი და კონსულტანტი): 2025 წლის მონაცემებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და მკაფიო ტენდენცია გამოავლინა:

  • ხელოვნური ინტელექტი და ციფრული უნარები სწრაფად იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასწავლო მიმართულებად – თუ ადრე ეს მხოლოდ საინტერესო იყო, დღეს უკვე აუცილებელი კომპეტენციაა ორგანიზაციებისთვის.
  • ლიდერობის განვითარება კვლავაც რჩება ნომერ პირველ სტრატეგიულ პრიორიტეტად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ცვლილებების მართვა და ცვლილებებთან ადაპტაცია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
  • პერსონალიზებული სწავლება და თანამშრომელთა კეთილდღეობა (სტრესის მართვა, მედეგობა) დღეს განიხილება არა როგორც დამატებითი ბენეფიტი, არამედ როგორც კომპანიის წარმატების აუცილებელი საფუძველი.
  • კომპანიების უმეტესობა ირჩევს შერეულ სწავლებას (blended learning) – მოდელს, რომელიც აერთიანებს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინელემენტებს და უკეთესად პასუხობს თანამშრომელთა მრავალფეროვან საჭიროებებს.

 

2024 წელთან შედარებით რა ცვლილებები გამოიკვეთა?

2024 წელს კომპანიები ჯერ კიდევ ეძებდნენ სწავლებისა და განვითარების ახალ გზებს პანდემიის შემდეგ, მაშინ როდესაც 2025 წელს უკვე განახორციელეს სტრატეგიული ცვლილებები.

ამასთანავე, წინა წელთან შედარებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სატრენინგო პროცესში 50%-ით გაიზარდა – თუ ადრე ეს უფრო ექსპერიმენტული მიდგომა იყო, ახლა ის უკვე პროცესის ინტეგრირებული და აქტიური ნაწილია.

გარდა ამისა, გაიზარდა მოთხოვნა ლიდერობის განვითარებისადმი, განსაკუთრებით კი მენეჯმენტის საშუალო და მაღალი რგოლის წარმომადგენლებისთვის.

ტალანტების მოძიება დღევანდელ რეალობაში ტოპპრიორიტეტს აღარ წარმოადგენს – ფოკუსი გადატანილია არსებული თანამშრომლების განვითარებასა და შენარჩუნებაზე, რაც უფრო გრძელვადიან და მდგრად შედეგს იძლევა.

ამ კვლევის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი, რაც კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გააცნობიერონ, რომ სწავლა და განვითარება დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ HR დეპარტამენტის საქმე – ის ბიზნესის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

სწავლება უნდა იყოს პერსონალიზებული და პრაქტიკაზე დაფუძნებული, რეალურ სამუშაო გარემოზე მორგებული;

ლიდერები უნდა ვითარდებოდნენ არა მხოლოდ პროფესიონალურად, არამედ ემოციურადაც, რათა შეძლონ ეფექტიანად გაუმკლავდნენ ცვლილებებს და შემართება არ დაკარგონ ყველაზე რთულ პერიოდშიც;

ტექნოლოგიური პროგრესი აუცილებლად უნდა აისახოს L&D სტრატეგიებზე, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციის გზით;

და, რაც მთავარია, სწავლება აღარ უნდა იყოს ერთჯერადი აქტივობა – აუცილებელია გრძელვადიანი, უწყვეტი განვითარების კულტურის დანერგვა ორგანიზაციაში.

 

 

როგორია ამ დროს Develor-ის როლი, რა მიმართულებით სთავაზობთ კომპანიებს დახმარებას?

მარიამ დულსკიენე („დეველორ საქართველოს“ მმართველი დირექტორი): „Develor საქართველო“ უკვე თითქმის 10 წელია რაც ნერგავს კორპორაციული სწავლებისა და განვითარების ევროპულ სტანდარტს. ჩვენი მისიაა, ვიყოთ კომპანიის სანდო პარტნიორი ცვლილებების მართვასა და მდგრად ზრდაში.

Develor-ი ბიზნესს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას თანამშრომელთა განვითარების მიმართულებით – დაწყებული სტრატეგიული კონსულტაციით, დამთავრებული გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პროექტებით, რომლებიც არ შემოიფარგლება ერთჯერადი ტრენინგით, არამედ რეალურად იწვევს ქცევით ცვლილებებს.

  • ვქმნით ინდივიდუალურად მორგებულ ლიდერობის განვითარების პროგრამებს – როგორც ახალბედა ლიდერებისთვის, ისე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის;
  • ვიყენებთ თანამედროვე სწავლის ფორმატებს, რომლებიც აერთიანებს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრენინგების შესაძლებლობებს;
  • ხელს ვუწყობთ თანამშრომელთა ჩართულობის (employee engagement) ზრდას კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტებით;
  • ვახორციელებთ ორგანიზაციული კულტურის ცვლილების სისტემურ მხარდაჭერას იმ პროექტების სახით, რომლებიც იძლევა ხანგრძლივ და მდგრად შედეგს.
  • განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი თამაშზე დაფუძნებული ტრენინგებით, რომლებიც სრულიად უნიკალურია საქართველოს ბაზარზე – ინოვაციური ფორმატით, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს განსხვავებულ, – ჩართულობასა და ემოციებზე დაფუძნებულ გამოცდილებას.

და, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ჩვენი პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო კვლევებსა და ფოკუსჯგუფების მონაცემებს, დატესტილია ევროპის ბაზარზე და ადაპტირებული ლოკალური გამოწვევების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ ღრმა, მიზნობრივ და რეალურ ცვლილებებს ორგანიზაციაში.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ცნობილი მორიელი ქალები

#OK! ცნობილი მორიელი ქალები

October 27, 2025
OK! სვიმონ კლდიაშვილის თბილისური პროექტები!

OK! სვიმონ კლდიაშვილის თბილისური პროექტები!

May 20, 2024
#OK! კიმ კარდაშიანმა ყოფილ მეუღლეს -კანიე უესტს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა

#OK! კიმ კარდაშიანმა ყოფილ მეუღლეს -კანიე უესტს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა

June 10, 2021
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 8, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები