• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დავით მესხიშვილის რჩევები საგზაო უსაფრთხოების შესახებ

July 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

მართალია ყველამ ვიცით, რომ უნდა დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები და არ უნდა გადავაჭარბოთ სიჩქარეს, რათა თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგები, თუმცა საგზაო მოძრაობის წესების დაცვა საქართველოში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 450 ადამიანი იღუპება. ეს მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო ევროპული. თუ როგორ ავირიდოთ თავიდან საგზაო შემთხვევები და როგორ ავიმაღლოთ ცნობიერება საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ამის შესახებ რჩევებს „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელი, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი გვიზიარებს.

 

სიჩქარე კლავს! შეანელე სვლა!

რა თქმა უნდა, მძღოლების უმრავლესობა იაზრებს, რომ სიჩქარის გადაჭარბებამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს, თუმცა მაინც ამეტებენ სიჩქარეს და ჩნდება კითხვა: რატომ?! ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტია, ერთი მხრივ, დაუსჯელობის სინდრომი, რომც დაჯარიმდეს, თუ ფული აქვს, შეუძლია კიდევ ერთხელ გადაიხადოს ჯარიმა, მით უმეტეს, რომ ამ დარღვევაზე არ არის მიბმული ქულათა სისტემა. ეს უკანასკნელი კი კანონთან ათანაბრებს ფინანსურად შეჭირვებულს და ფინანსურად ძლიერს.

ყველაზე კარგი რჩევა კი ქართულ ანდაზაშია – „მოჩქარეს მოუგვიანდეს“.

 

საჭიროა სიჩქარის მართვა – ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე 30 კმ/სთ-ში სიჩქარის შეზღუდვის დაწესება

ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სიჩქარის გადაჭარბება არის მთავარი დარღვევა, რომელიც იწვევს სიკვდილს. ამ ყველაფრის შესაცვლელად კი მხოლოდ ის არ კმარა, რომ მძღოლებს ვუთხრათ – ჩქარა არ იარონ, აუცილებელია სახელმწიფომ გადადგას საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების პოლიტიკის თანამიმდევრული ნაბიჯები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ეშინიათ სიჩქარის შეზღუდვის და ფიქრობენ, რომ აუცილებლად საცობს გამოიწვევს, არადა პირიქითაა, რაც უფრო მაღალ სიჩქარეს დავუშვებთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, მით უფრო მალე კონცენტრირდება ავტომობილების დიდი რაოდენობა შევიწროებასთან, ანუ ე. წ. ძაბრთან და მცირდება გზის გამტარუნარიანობაც (თბილისი ნათელი მაგალითია). პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მაღალი სიჩქარის დაშვება არ ნიშნავს დატვირთული მოძრაობის განმუხტვას და პირიქით, გზის კონკრეტულ მონაკვეთზე შეიძლება საცობის მაპროვოცირებელიც კი გახდეს. საგზაო მოძრაობა მათემატიკური მეცნიერებაა, შესაბამისად, ყველაფერი ითვლება და კვლევას ეყრდნობა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ქალაქების თანამედროვე პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე 30 კმ/სთ-ში სიჩქარის შეზღუდვის დაწესებამ თითქმის გაანულა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულების რაოდენობა და არც მოძრაობა შეაფერხა.

 

აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების ლიდერი სტრუქტურის შექმნა

მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის არსებობისა, ის მაინც არ არის ეფექტიანი მექანიზმი საგზაო შემთხვევების შემცირების კუთხით. საჭიროა სტრუქტურის შექმნა, რომელსაც დაევალება საგზაო შემთხვევების მიზეზების სიღრმისეული კვლევა, მეცნიერული შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. სწორედ ეს არის ჩვენი საერთაშორისო კოლეგების მთავარი რეკომენდაციაც – შეიქმნას საგზაო შემთხვევების შემცირებაზე ორიენტირებული სახელმწიფო სტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან და ოფიციალური პირების განცხადებით იგეგმება საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის შექმნა საქართველოში. მნიშვნელოვანია, ამ მხრივ გადამწყვეტი ნაბიჯები დროულად გადაიდგას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო დონეზე ავიყვანოთ სიჩქარის წინააღმდეგ ბრძოლა (ცნობიერების ამაღლება, განათლება, ადმინისტრაციული სანქციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვ.).

 

საგზაო უსაფრთხოების წესები უნდა ისწავლებოდეს ბაღის ასაკიდან

მთავარი პრობლემა არის განათლებაში. ვფიქრობ, რომ საგზაო მოძრაობის გამოსწორება მხოლოდ საჯარიმო სანქციებით შეუძლებელია, აუცილებელია ადამიანმა გააცნობიეროს, თუ რა საფრთხეების მომტანია მისი დარღვევები. სამწუხაროდ, ჩვენთან ბაღის ასაკის ბავშვებში პრაქტიკულად არაფერი ისწავლება, ასევე სკოლაშიც არადამაკმაყოფილებელია ის პროგრამები, რაც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს.

ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით, რომ უკვე სექტემბერში დასრულებული გვექნება საგზაო უსაფრთხოების სასწავლო პროგრამა ბავშვებისთვის და სპეციალური ტრენინგ-კურსი მშობლებისთვის. ერთი წელია ჩვენი ენთუზიაზმით ვმუშაობთ აღნიშნულ პროგრამაზე, რომელიც შედგენილია ფსიქოლოგების გუნდთან ერთად ქალბატონ თამარ გაგოშიძის ხელმძღვანელობით. გვაქვს დიდი იმედი, რომ გვერდით დაგვიდგებიან გამომცემლობები მასალის გამოცემაში, ბიზნესკომპანიები ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებასა და სახელმწიფო სტრუქტურები პროგრამის დანერგვაში.

 

საჭიროა ავტოსკოლების საქმიანობის განებართვიანება, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ საქმიანობისთვის საჭირო მოთხოვნებს.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც ავტოსკოლის საქმიანობის დასაწყებად არ არის საჭირო ნებართვა. ავტოსკოლები ე. წ. ხრიკებითა და კოდირების გზით ამზადებენ მართვის მოწმობის მაძიებლებს იმისთვის, რომ ჩააბარონ გამოცდა და მოატყუონ თეორიული საგამოცდო პროგრამა. თუმცა საკითხავია, ვინ რჩება მოტყუებული? რა თქმა უნდა, ის ადამიანი, რომელმაც, მართალია, აიღო მართვის მოწმობა, თუმცა არაფერი იცის საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. მართვისმოწმობიანი უცოდინარი ადამიანი გზებზე პოტენციური მკვლელია და ის საფრთხეს წარმოადგენს, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე გარშემო მყოფთათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.

 

სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების აუცილებლობის კულტურა. ცოტამ თუ იცის, რომ თუ ავტომობილი მოძრაობდა 100 კმ/სთ სიჩქარით, საგზაო შემთხვევის დროს, მართალია, ავტომობილი შეჯახების გამო იძულებით ჩერდება, თუმცა ადამიანის სხეული ავტომობილში აგრძელებს იმავე სიჩქარით მოძრაობას. ამ შემთხვევაში უნდა გავიაზროთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ღვედს. უსაფრთოების ღვედი არის მოწყობილობა, რომელიც შეჯახებისას ზრდასრულ ადამიანს 70%-ით იცავს, ხოლო ბავშვს იმავე პროცენტით იცავს სპეციალური სავარძელი. კვლევები გვაჩვენებს, რომ შეჯახებისას ბავშვის წონა მრავლდება 10-ზე. მაგალითად, თუ ბავშვი იწონის 10 კგ-ს, შეჯახებისას მისი წონა იზრდება 10-ჯერ და ხდება 100 კგ, რომლის ხელში დაჭერაც არის შეუძლებელი, მით უმეტეს უცაბედი შეჯახებისას. ასეთ დროს, ვისაც ბავშვი უზის კალთაში, ვერ იჭერს მას და ბავშვი მთელი ძალით ენარცხება წინა სავარძლის ზურგს, ბავშვი იპრესება სავარძელსა და ზრდასრული ადამიანის სხეულს შორის, სადაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი ხდება. ეს ყველაფერი წარმოსადგენადაც შემზარავია, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ზრდასრული ადამიანის არასწორმა მოქმედებამ. სწორედ ამიტომ, ბავშვი უნდა იჯდეს თავის სავარძელში. ერთი შეხედვით წვრილმანი ხშირად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის გარანტი ხდება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სიმონ პორტ ჟაკმუსის და მარკო მაესტრის ფრანგული ქორწილი (ფოტოები)

#OK! სიმონ პორტ ჟაკმუსის და მარკო მაესტრის ფრანგული ქორწილი (ფოტოები)

August 28, 2022
#OK! ბიზნესად ქცეული ჰობი – მაია ლაბაძე

#OK! ბიზნესად ქცეული ჰობი – მაია ლაბაძე

October 16, 2024
როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025

კვირის ჰიტები

თეონა ბერიძის აფთიაქი და „ფარმათეას“ ფილოსოფია

თეონა ბერიძის აფთიაქი და „ფარმათეას“ ფილოსოფია

December 21, 2025
#OK! მამამ  ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

December 19, 2025
ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

December 21, 2025
#OK! ჯონ ტრავოლტას შვილი შეიძლება ელვის პრესლის შვილთაშვილი აღმოჩნდეს

#OK! ჯონ ტრავოლტას შვილი შეიძლება ელვის პრესლის შვილთაშვილი აღმოჩნდეს

December 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები