• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ცხოვრება ალერგიასთან ერთად – ბიძინა კულუმბეგოვი

August 28, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა წიგნი „ცხოვრება ალერგიასთან ერთად“ გამოსცა. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ალერგიის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება უწევს, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ალერგიული ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი ჰყავს. ეს წიგნი დაეხმარება მათ ალერგიასთან ურთიერთობის გამარტივებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

 

სანამ უშუალოდ წიგნზე გადავალთ, ზოგადად ალერგიაზე ვისაუბროთ, რა არის ალერგია? და რატომ მიიჩნევა ის 21-ე საუკუნის დაავადებად?

ბოლო სამი-ოთხი დეკადაა, ალერგიული დაავადებების მზარდი რიცხვი ფიქსირდება მთელ მსოფლიოში. ალერგიული ძირითადი დაავადებებია: ბრონქული ასთმა, რომელიც მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს, ალერგიული რინიტი, რომელიც 400 მილიონი ადამიანის ხვედრია, მათ დიდ ნაწილს დიდი რისკი აქვს, რომ ბრონქული ასთმა განუვითარდეს. ასევე, ალერგიას მიეკუთვნება კვებითი ალერგია, 200 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება წელიწადში. ასევე, მედიკამენტური ალერგია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება და მზარდია ანაფლაქსების რიცხვიც.

ალერგია ეს არის იმუნური სისტემის არასწორი პასუხი სხვადასხვა ცილოვან კომპონენტებზე, რასაც ჩვენ ალერგენებს ვუწოდებთ, ეს შესაძლოა იყოს მტვრის ტკიპიდან დაწყებული ძროხის რძის ცილით დასრულებული.

21-ე საუკუნეში სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა ალერგიული დაავადებების მკვეთრ ზრდაზე, მაგალითად, ცხოვრების დასავლურმა სტილმა. რაც უფრო ახლოსაა ადამიანი ბუნებასთან, რაც უფრო მეტია შემხებლობა ნიადაგთან, ბაქტერიებთან, ცხოველებთან. ადრეული ასაკიდან, თუ გნებავთ, მუცლადყოფნიდან ალერგიული დაავადებების რისკი მცირდება. მეტია მიკრობული ექსპოზიცია, შესაბამისად, ნაკლებია ალერგიული დაავადება. ორგანიზმის იმუნური სისტემა, ამ ხშირი შეხვედრის გამო, მას არ უყურებს, როგორც უცხოს (ანუ ალერგენს) და მის მიმართ შემწყნარებელი ხდება. ამიტომ სოფლის არეში ადამიანებს ნაკლებად ემართებათ ალერგიული დაავადებები. ამ თეორიას ჰქვია ჰიგიენური თეორია, რომელიც მეცნიერმა დევიდ სტრახანმა შემოგვთავაზა.

 

 

როდის გაჩნდა წიგნის „ცხოვრება ალერგიასთან ერთად“ დაწერის იდეა და რა იყო მიზანი?

ამ წიგნის დაწერის იდეა გაჩნდა დაახლოებით 4 წლის წინ, როდესაც „არტანუჯის“ დამფუძნებელმა, ბუბა კუდავამ, შემომთავაზა შეგვექმნა პაციენტებისთვის ორიენტირებული წიგნი, რომელიც მათ დაეხმარებოდა დაავადებების ამოცნობაში. ზოგადად, ამ წიგნში იმ რეკომენდაციების თავმოყრა იქნებოდა, რომელსაც ჩვენ, ექიმები, ყოველდღიურად ისედაც გავცემთ. ეს, ერთი მხრივ, ზოგადი პრაქტიკის ექიმებს გაგვიმარტივებდა რეკომენდაციების გაცემას – გამზადებული რეცეპტები გვექნებოდა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. მეორე  მხრივ კი, საზოგადოება იქნებოდა ინფორმირებული ამა თუ იმ ალერგიულ დაავადებაზე, რაც დაეხმარება პაციენტს პრევენციაში და ექიმთან დროული ვიზიტის დაგეგმაში.

ინფორმირებული საზოგადოება არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რათა ჩვენი საზოგადოება იყოს უფრო მეტად ჯანმრთელი და დაცული. სწორედ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იყო ამ წიგნის შექმნის მიზანიც.

ბევრი პრაქტიკული რეკომენდაციაა ამ წიგნში თავმოყრილი, თუ როგორ მოვუაროთ ხალიჩებს, რამდენ გრადუსზე გავრეცხოთ თეთრეული, როგორ მოვუაროთ რბილ სათამაშოებს, როგორ გავანიავოთ სახლი და სხვ. რა თქმა უნდა, განხილულია სხვადასხვა ალერგიული დაავადებების დროს როგორ უნდა ვმართოთ ის, როგორ დავიცვათ თავი და როგორ ვებრძოლოთ მას. ჩვენი მიზანიც ეს იყო – უხვი, საჭირო რეკომენდაციებისთვის თავი მოგვეყარა ერთ წიგნში.

 

 

ვისთვისაა ეს წიგნი?

უპირველესად, ეს არის პაციენტი. მაგრამ ეს წიგნი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანისთვის, ვისაც ოჯახის წევრი ან მეგობარი ჰყავს ალერგიული, რადგან ამ წიგნის საშუალებით ისინი მიიღებენ მარტივ, გასაგებ ენაზე დაწერილ ალერგიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. წიგნში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის მექანიზმი, რომელიც ალერგიას უკავშირდება.

ასევე, ეს წიგნი დაეხმარება ექიმებს, არა მხოლოდ ალერგოლოგებს, არამედ პედიატრებს და ოჯახის ექიმებს უფრო მეტი სასარგებლო და ალერგიული რეკომენდაცია გასცენ. მითუმეტეს, როცა ანაფილაქსაციის რისკია ან უკვე გადატანილია, ინფორმირებული უნდა იყოს მასწავლებელი როგორც სკოლის, ისე საბავშვო ბაღის, რათა ყველა ერთად ეფექტურად ვმართავდეთ ალერგიას. სწორედ ამიტომ ეს წიგნი საზოგადოების ყველა წევრისთვის არის საინტერესო და სასარგებლო.

 

რამდენადაა წიგნში გამოყენებული თქვენი პრაქტიკიდან „ქეისები“?

რა თქმა უნდა, ეს არ არის მხატვრული წიგნი, ეს არის ლიტერატურასა და თანამედროვე წყაროზე დაყრდნობით დაწერილი, თუმცა სხვადასხვა ქვეთავში დართულია ამონაწერი ექიმის დღიურიდან, სადაც საინტერესო შემთხვევებია განხილული, მაგალითად, როგორიცაა: კვებითი ალერგია რომ მხოლოდ კვებით მიღებულ პროდუქტზე ალერგიას არ ნიშნავს, გვყოლია ისეთი პაციენტები, რომელთაც კვერცხის შეწვისას სუნის გამო დამართნია ალერგია ან რძის ადუღებისას. შეიძლება საერთოდ არ მიირთვა საკვები და ისე დაგემართოს ალერგია, ინჰალაციური ფორმით გადადის ალერგენები. ასევე, არის მაგალითები, როცა ერთი ალერგია გვგონია და მეორე აღმოჩნდეს, ეს ეხება ლატექსს, როდესაც სტომატოლოგთან ვიზიტისას ალერგია ემართებოდა პაციენტს და ჩვენ გვეგონა მედიკამენტური, მაგრამ აღმოჩნდა, ხელთათმანებით ხდებოდა მისი პროვოცირება. ამ ტიპის მაგალითებითაა ეს წიგნი გაჯერებული და ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის იქნება ძალიან საინტერესო.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები
OK! Sport

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავები  SAG Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე!

#OK! ვარსკვლავები SAG Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე!

April 5, 2021
#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 20-ში!

#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 20-ში!

April 24, 2023
#OK! OSCARS 2021: ბრედ პიტის შეუდარეებელი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელმაც გოგონების გული მოიგო

#OK! OSCARS 2021: ბრედ პიტის შეუდარეებელი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელმაც გოგონების გული მოიგო

April 26, 2021
#OK! ორიგინალურობა სიმარტივეშია – “ყოველდღიური ცხოვრების კიდევ ერთი პერსპექტივა”

#OK! ორიგინალურობა სიმარტივეშია – “ყოველდღიური ცხოვრების კიდევ ერთი პერსპექტივა”

April 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები