• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ზამთრის მიწურულს პლანეტების დიდი აღლუმის მოწმენი გავხდებით. ციური სხეულების ნაწილის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი.

25 თებერვლიდან 2 მარტამდე, საღამოს ცაზე ერთდროულად ექვსი პლანეტა განლაგდება: მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ისინი ცის მცირე სექტორში მოიყრიან თავს და ნამდვილ ზეციურ წარმოდგენას მოაწყობენ. აქედან პირველი ოთხის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. ურანის დასანახად, ჭოგრიტი დაგჭირდებათ, ნეპტუნის დასანახად კი ტელესკოპია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ პლანეტების აღლუმი არის მოვლენა, როდესაც მზის სისტემის პლანეტები ცის კამარაზე ერთმანეთთან ახლოს, ერთი ხაზის გასწვრივ განლაგდებიან. აღლუმი არის „მცირე“, როდესაც მზის ერთ მხარეს 3-4 პლანეტა იყრის თავს და „დიდი“ (სრული), როდესაც ერთ ხაზზე, მცირე მონაკვეთში 5-დან 8-მდე პლანეტა იკვეთება.

პლანეტები რამდენიმე თანავარსკვლავედში, რკალისებურ ხაზზე განლაგდებიან. დასავლეთ ჰორიზონტთან, თევზების თანავარსკვლავედში, მერკური, სატურნი და ნეპტუნი განლაგდებიან. ვენერა მერწყულის თანავარსკვლავედში აღმოჩნდება. უფრო მაღლა, სამხრეთ-დასავლეთით, კუროს თანავარსკვლავედში ურანი იქნება, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყუპების თანავარსკვლავედში კი იუპიტერი.

სად და როგორ ვეძებოთ პლანეტები?

პლანეტებზე დაკვირვებისთვის საჭიროა დასავლეთ ჰორიზონტზე ღია ხედი, მოწმენდილი ცა და მაღალი შენობების არარსებობა. უმჯობესია ქალაქის განათებებს მოერიდოთ, რათა სიბნელემ დაკვირვებაში ხელი არ შეგიშალოთ.

მერკური – ჰორიზონტთან ყველაზე ახლოს იქნება, თუმცა სიკაშკაშით ვენერას ჩამოუვარდება.

ვენერა – მერკურის მარცხნივ, კაშკაშა წერტილად აციმციმდება.

სატურნი – წინა ორ პლანეტაზე ოდნავ მარცხნივ და ზემოთ განთავსდება.

იუპიტერი – სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მკვეთრი ნათებით გამოირჩევა.

ურანი – მის სანახავად მცირე ოპტიკური ხელსაწყო, მაგალითად ჭოგრიტი დაგჭირდებათ.

ნეპტუნი – ხელმისაწვდომი მხოლოდ ტელესკოპით იქნება.

დაკვირვებისთვის საუკეთესო დრო

პლანეტების დაკვირვებისთვის საუკეთესო დრო დამკვირვებლის მდებარეობაზეა დამოკიდებული. პლანეტების აღლუმი  25 თებერვლიდან 2 მარტამდეა განსაზღვრული, თუმცა საუკეთესო ხილვადობა 28 თებერვალს იქნება.

ზამთრის ბოლო დღეს თითქმის სავსე მთვარე იუპიტერის გვერდით აღმოჩნდება. მისმა მკვეთრმა შუქმა შესაძლოა ყველაზე მკრთალი ობიექტების – ურანისა და ნეპტუნის დანახვაში ხელი შეგვიშალოს. სატურნის, მერკურისა და ვენერას დანახვას კი მხოლოდ მზის ჩასვლიდან პირველი 30-40 წუთის განმავლობაში შეძლებთ.

პლანეტების ასეთი განლაგება იშვიათია. მაგალითად, ბოლო სრული აღლუმი 1982 წლის 10 მარტს მოხდა, როდესაც ერთ ხაზზე ცხრავე პლანეტა (პლუტონის ჩათვლით) განლაგდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემდეგ პლუტონი „ჯუჯა პლანეტების“ კატეგორიაში გადავიდა.

2026 წელს მეცნიერები კიდევ ოთხ სხვადასხვა მასშტაბის პლანეტების აღლუმს გვპირდებიან. გასულ წელსა და მიმდინარე წლის დასაწყისში კი არაერთი საინტერესო ასტროლოგიური მოვლენა ვიხილეთ: ჩრდილოეთის ციალი, იშვიათი მთვარის ჰალო, მწვანე კომეტა და „სამი მზის“ ეფექტიც კი.

ასევე დაგაინტერესებთ

 

 

#OK! დედამიწაზე შესაძლოა, სიცოცხლე გაქრეს – მეცნიერების ახალი კვლევა

 

ასევე გაეცანი

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე — Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს
OK! News

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე — Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი
OK! News

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე
Fashion

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული
OK! News

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სოფია რიჩი Chrome Hearts-ის მაისურით და Fendi-ს ჩანთით! მოდელი ბევერლი ჰილსის ქუჩებში!

#OK! სოფია რიჩი Chrome Hearts-ის მაისურით და Fendi-ს ჩანთით! მოდელი ბევერლი ჰილსის ქუჩებში!

April 7, 2021
#OK! უახლესი კადრები: ბრედლი კუპერი და მეთ ბომერი გადასაღებ მოედანზე

#OK! უახლესი კადრები: ბრედლი კუპერი და მეთ ბომერი გადასაღებ მოედანზე

June 16, 2022
#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: მომღერალი 185 ფუნტის ღირებულების კაბით!

#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: მომღერალი 185 ფუნტის ღირებულების კაბით!

May 13, 2021
#OK! Studio 995 – ვინტაჟური ავეჯისა და დეკორის სამყარო თბილისში

#OK! Studio 995 – ვინტაჟური ავეჯისა და დეკორის სამყარო თბილისში

May 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! სიყვარულით შექმნილი – მარია სეოანეს შემოქმედება

#OK! სიყვარულით შექმნილი – მარია სეოანეს შემოქმედება

February 15, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები