• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! ციხიდან დიდებამდე – გზა, რომელიც „ჰოლივუდის მეამბოხემ“ დამოუკიდებლად გაკვალა

September 17, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

მას მსოფლიოს მილიონობით ქალი აღმერთებდა, მაგრამ იმ ქალებს, ვისთანაც ეკრანზე სასიყვარულო ურთიერთობას თამაშობდა, მასთან თანამშრომლობა არ სიამოვნებდათ.

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და „ოსკარის“ მფლობელი რობერტ რედფორდი 1936 წელს, სანტა-მონიკაში დაიბადა. მშობლები და ნათესავები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ეს ონავარი ბიჭი ოდესმე ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდებოდა და მის სახელს მსოფლიო გაიგებდა.

 

მომავალი ვარსკვლავის ოჯახი კალიფორნიის კრიმინალურ უბანში ცხოვრობდა, სადაც ადრე თუ გვიან, ყველა მოზარდი რომელიმე ბანდის წევრი ხდებოდა. ასეთ ბედს ვერც რობერტი გადაურჩა – ის მეგობრებთან ერთად ავტომობილებს ძარცვავდა და 16 წლის ასაკში ციხეში მოხვდა. მომავალმა ვარსკვლავმა გისოსებს მიღმა სულ ერთი დღე-ღამე გაატარა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ დანაშაულებრივ ცხოვრებაზე სამუდამოდ უარი ეთქვა. რობერტმა ქურდობის ნაცვლად ხატვა დაიწყო და ეს საქმე ისე შეუყვარდა, რომ ფანქარსა და ქაღალდს აღარ იცილებდა.

 

მოზარდის ცხოვრებაში თითქოს სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა — მისი ტყუპი დები მშობიარობის დროს გარდაიცვალნენ, მოგვიანებით კი დედამაც შვილების ბედი გაიზიარა.

რაც არ უნდა გამეკეთებინა, დედაჩემი ყოველთვის მპატიობდა და მხარში მედგა. როდესაც საცხოვრებლად კოლორადოში გადავედით და დედა გარდაიცვალა, მივხვდი, რომ მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა არასდროს მქონია – რობერტ რედფორდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ რედფორდმა კოლორადოს უნივერსიტეტში ჩააბარა და ბეისბოლის ადგილობრივ გუნდში ჩაირიცხა, თუმცა ლექციებზე სიარულით თავს არ იწუხებდა და რეალობიდან გაქცევას ალკოჰოლური სასმელებით ცდილობდა, რამაც სასწავლებლის ნაადრევად დატოვება აიძულა. მომავალი მსახიობი ხელოვნებისა და სცენოგრაფიის შესასწავლად კოლორადოდან ნიუ-იორკში გაემგზავრა, თუმცა სწავლას გული იქაც ვერ დაუდო და მსოფლიოს გასაცნობად ევროპაში გაემგზავრა. ის ქალაქიდან ქალაქში ავტოსტოპით გადაადგილდებოდა და ქუჩაში გამვლელების პორტრეტებს ხატავდა, რომ ცოტაოდენი ფული ეშოვა. მომავალი მსახიობი ბოლოს ისევ ამერიკაში დაბრუნდა და ნიუ-იორკში დასახლდა — ქალაქში, რომელიც შემოქმედებით ადამიანებს ყოველთვის ეხმარებოდა.

 

 

უკმაყოფილო კოლეგები

სამშობლოში დაბრუნებამდე, რედფორდის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – მან ცოლად კოლორადოს უნივერსიტეტის თანაკურსელი, ლოლა ვან ვაგენენი შეირთო. ქმარს რომ ნიუ-იორკში გაჰყოლოდა, ლოლამ სწავლას თავი დაანება, რედფორდმა კი დრამატული ხელოვნების აკადემიაში და სამხატვრო ინსტიტუტში ჩააბარა. მალე წყვილს ვაჟიშვილი შეეძინა, მაგრამ ბავშვი ორ თვეში, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა.

„ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით და ამ სინდრომის შესახებ წარმოდგენა არ გვქონდა. და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ დამნაშავეები ვიყავით, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. მშობლები ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებენ. ეს ჭრილობა, ალბათ, ბოლომდე არასდროს შეხორცდება“ – რობერტ რედფორდი.

 

მწუხარებისგან განადგურებული მსახიობი მაშინ სამუშაომ გადაარჩინა. 1963 წელს მან ბროდვეის პიესაში „ფეხშიშველა პარკში“ მთავარი როლი შეასრულა. მოგვიანებით, ამავე სახელწოდების ფილმში ჯეინ ფონდასთან ერთად გადაიღეს. ამ როლის შემდეგ რობერტ რედფორდის სახელი მთელმა ამერიკამ გაიგო. ჯეინ ფონდა მასთან მუშაობით აღფრთოვანებული იყო და ამტკიცებდა, რომ მსახიობებს შორის სიმპათია გაჩნდა, თუმცა ორივე დაოჯახებული იყო და თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა.

სამსახურში რომანების გაბმა ჩვევად არ მქონია – რობერტ რედფორდი.

 

მია ფეროუ, რომელიც ფილმში „დიდებული გეტსბი“ რედფორდის გმირის საყვარლის როლს ასრულებდა, მასთან მუშაობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ფეროუს თქმით, რედფორდის მოხიბვლის ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა და მსახიობისგან უმცირეს ყურადღებას ვერ ეღირსა –  გადაღებებისგან თავისუფალ დროს ის თავის ოთახში,  პოლიტიკურ გადაცემებს უყურებდა, გადასაღები მოედნის გარეთ კი ნებისმიერ ურთიერთობას თავს არიდებდა.

 

მორიგი უკმაყოფილო კოლეგა ბარბრა სტრეიზანდი გახდა, რომელთანაც რედფორდს ფილმში „როგორებიც ვიყავით“ შეყვარებულის როლის შესრულება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“ და „ბაფტას“ არაერთი ნომინაცია და ჯილდო დაიმსახურა, ბარბრას ამ ფილმის გახსენება არ უყვარს. ამბობენ, რომ 30 წლის სტრეიზანდს 36 წლის რედფორდი, რომელიც იმ დროს დაოჯახებული მამაკაცი და ოთხი შვილის მამა იყო თავდავიწყებით შეუყვარდა. რედფორდი ყველანაირად ცდილობდა ბარბარასთან ერთ სივრცეში ყოფნა აეცილებინა და გადაღებების დასრულება დაეჩქარებინა.

ბუნებრივია,  შეყვარებულ სტრეიზანდს ასეთი დამოკიდებულება არ მოსწონდა, თუმცა რედფორდს ეს არ ადარდებდა –  ისიც შეყვარებული იყო, ოღონდ ცოლზე, რომელმაც სკოტის გარდაცვალების შემდეგ, ქმარს კიდევ ორი ქალიშვილი და ვაჟი გაუჩინა. წყვილმა ერთად 27 წელი იცხოვრა. ამ ხნის განმავლობაში რედფორდმა თავადაც დაიწყო ფილმების გადაღება და იუტაში საავტორო კინოს ფესტივალი „სანდენსი“დააარსა.

ჰოლივუდელი მეამბოხე

რედფორდმა კონკურსში მონაწილეებისთვის მკაცრი შერჩევა დააწესა. მას მეამბოხედ აღიქვამდნენ, რომელიც ჰოლივუდისთვის დამცირებას ცდილობდა, რადგან ფესტივალს არც ლოს-ანჯელესში და არც ნიუ-იორკში ატარებდა. დროთა განმავლობაში „სანდენსზე“ წარმოდგენილი ფილმები წარმატებას აღწევდნენ და ფესტივალზე მოხვედრას  ბევრი ცნობილი ადამიანი ცდილობდა.

მსურს ფილმების გადაღება გავაგრძელო, მაგრამ ერთი პირობით – მათ შორის საკმარისი შესვენებები უნდა გავაკეთო, რომ ცხოვრებით დავტკბე – რობერტ რედფორდი.

 

27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ რედფორდმა ლოლა ვან ვაგენენთან განქორწინების შესახებ გამოაცხადა, თუმცა მომხდარის მიზეზების შესახებ არაფერი უთქვამს.

 

1990-იანი წლების დასაწყისში, რობერტ რედფორდი „სანდენსზე“ 20 წლით უმცროს გერმანელ მხატვარს, სიბილ სადერლენდს შეხვდა. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა, როდესაც რედფორდს უკვე 72 წლის გახდა.

 


2020 წელს რობერტ რედფორდის შვილი, რეჟისორი და პროდიუსერი, ჯეიმს რედფორდი 58 წლის ასაკში ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა. 84 წლის მსახიობმა შვილის სიკვდილი მძიმედ განიცადა. “რობერტი შვილის დაკარგვამ გაანადგურა”. – ამბობდა პუბლიცისტი, სინდი ბერგერი.

 

რობერტ რედფორდი 16 სექტემბერს, 89 წლის ასაკში, იუტას მთებში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა იმ ადგილას, რომელიც უყვარდა, გარშემორტყმული იმ ადამიანებით, რომლებიც უყვარდა“, – აღნიშნულია ოჯახის განცხადებაში.

თავისი კოლეგებისაგან გან სხვავებით, რომლებიც სახელოვან და მდიდარ ოჯახებში დაიბადნენ რობერტ რედფორდმა დიდებისკენ გზა დამოუკიდებლად გაიკვალა.

 

არასდროს დაბრუნდე წარსულში – ეს ძალიან საშიშია. განაგრძე წინსვლა – რობერტ რედფორდი.

თითქმის 60 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, მან მაყურებელს არაერთი გამორჩეული ფილმი აჩუქა. მათ შორის ყველაზე პოპულარული – „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“, „კანდიდატი“, „აფიორა“, „პრეზიდენტის მთელი ამალა“, „ჩვეულებრივი ადამიანები“ და სხვა.

 

გაიგე მეტი: https://okmagazine.ge/ok-robert-redfordi-89-tslis-as/

ასევე გაეცანი

#OK! როგორ იქცნენ ტყუპი ძმები ბოგდანოვები კულტურულ ფენომენად
OK! კულტურა

#OK! როგორ იქცნენ ტყუპი ძმები ბოგდანოვები კულტურულ ფენომენად

September 30, 2025
#OK! ტემპის შენელება დანებებას არ ნიშნავს!- ჯულია რობერტსის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ტემპის შენელება დანებებას არ ნიშნავს!- ჯულია რობერტსის ისტორია

September 29, 2025
OK! Super Bowl halftime show-ს ჰედლაინერი Bad Bunny იქნება
OK! News

OK! Super Bowl halftime show-ს ჰედლაინერი Bad Bunny იქნება

October 6, 2025
#OK! პირველი მოდელები – როგორ იქმნებოდა მოდის ინდუსტრია?
OK! კულტურა

#OK! პირველი მოდელები – როგორ იქმნებოდა მოდის ინდუსტრია?

September 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „საქართველოდან Times Square-მდე“ – ნუცა ბუზალაძე Times Square-ის ბილბორდზე!

#OK! „საქართველოდან Times Square-მდე“ – ნუცა ბუზალაძე Times Square-ის ბილბორდზე!

May 30, 2023
#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები მარგო რობის შესახებ!

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები მარგო რობის შესახებ!

July 2, 2021
#OK! 64 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია GQ Portugal-ისთვის

#OK! 64 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია GQ Portugal-ისთვის

April 13, 2022
#OK! Clinique-ის ისტორია

#OK! Clinique-ის ისტორია

March 17, 2024

კვირის ჰიტები

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები